არმსან 612, მიმოხილვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
არმსან 612, მიმოხილვა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აღმოვაჩინე რომ ფორუმზე ამ მოდელის მიმოხილვა არ დევს : ) არმსან 612-ი აირგადამტენი თურქული ნახევრად ავტომატური იარაღი. მას აქვს რამოდენიმე მოდიფიკაცია, არის ძალია პოპულარული იარაღი. რუსულ ფორუმებზე ყველა აქებს, ამერიკაშიც კარგად იცნობენ. ერთგან ვკითხულობ იტალიელი მონადირის სიტყვებს. "მე მაქვს ბენელი ვინჩი და ახლახანს შევიძინე ა612 სპორინგი. გაოგნებული ვარ ისეთი კარგი და დამუშავებული ნაკეთობაა"
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ ფორუმზეც არის არმსან 612-ის მფლობელები და გავუზუაროთ ერთმანეთს შედეგები, უარყოფითი და დადებითი მხარეები. არსებობს ბევრი დავა სადაც ამბობენ რომ ფენომა 612-ს ვერ ჯობნის.. საინტერესოა მათი სრულყოფილი ტესტირება : ) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვესროდი მილანოს ფირმის N7 ვაზნებს. 34 გრამს. თუმცა ერთი ვაზნა დავშალე და ავწონე 33,2 გრამი საფანტი ეყარა და რაოდენობა 375 ცალი იყო.
35 მეტრიდან ნასროლი 0.5 ჩოკით, 76 სანტიმეტრიანი ლულით. 75 სანტიმეტრიან წრეში მოხვდა 258 ცალი საფანტი. ![]() იგივე მანძილზე, იგივე ლულით ჩოკი ეყენა 0.0 ანუ ცილინდრი, მოხვდა 144 ცალი საფანტი. ![]() იგივე ლულით, იგივე მანძილზე 1.0 ჩოკით მოხვდა 368 ცალი საფანტი. ძირითადი მასა ოდნავ მაღლაა მოხვედრილი რაც ჩემი შეცდომაა: მუშკით დავფარე მიზანი, ანუ თამასას გავაყოლე თვალი და ისე დავუმიზნე. ![]() ეს უკვე 61 სანტიმეტრიანი ლულით 20 მეტრზეა ნასროლი. 0.5 ჩოკით. ![]() საფანტის რაოდენობა არ დამითვლია რადგან ისედაც ჩანს კონა არც კი გაიშალა და სადღაც 40 სანტიმეტრის დიამეტრში მოხვდა ყველა. ესეც იგივე მანძილში ცილინდრით ნასროლი. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 17:36 |