კალმახზე თევზაობის კანონის შეცვლა (გამოკითხვა) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახზე თევზაობის კანონის შეცვლა (გამოკითხვა) |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 12-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაწყდა ამ თემის განხილვა.
სალამი მეგობრებო, იმისათვის რომ სპორტული თევზაობა განვითარდეს საქართველოში, ჩვენი კლუბის ინიციატივით ვგეგმავთ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივას. 1- კალმახი არის გადაშენების გზაზე და მისი პოპულაცია დაბალია, (ეს დასტურდება 2014 წლის კვლევით) ჩვენ არ ვუჭერთ მხარს კალმახზე მასობრივად თევზაობის დაშვებას. ამ ეტაპზე პარალელურად ვაშენებთ კალმახს და უახლოესი 2-3 წელი მხოლოდ დაიჭირე გაუშვის პრინციპს ვითხოვთ. 2- სპორტული თევზაობის ლიცენზირება დაიჭირე - გაუშვის პრინციპით, ჩვენს ქვეყანას წარადგენს მსოფლიო ბაზარზე როგორც ახალი ტურისტული მიმართულება საქართველოში , მისი უნიკალური ბუნების წყალობით. განვითარებულ ქვეყნებში (სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა, ახალი ზელანდია, მონღოლეთი, რუსეთი და სხვა) ძალიან გავრცელებულია სათევზაო ტურიზმი, რაც ნიშნავს ყოველწლიურად უამრავი მეთევზე-ტურისტის მიღებას, თევზაობის მიზნით. ასეთი მეთევზეები როგორც წესი არასოდეს აგემოვნებენ მათ მიერ დაჭერილ ნადავლს. მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ღირსეული ნადავლის დაჭერა-გაშვებაა და ამის ამსახველი ფოტოს კოლექციაში ჩამატება. სპორტული თევზაობის მსოფლიო ჩემპიონატები ამ ქვეყნებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და 2014 წლის ასეთი ჩემპიონატი ნორვეგიაში ჩატარდა. ეს სწორედ ის თევზით მდიდარი ქვეყანაა რომლის სათევზაო ჟურნალში 4 გვერდიანი სტატია დაეთმო, როგორც საქართველოს ასევე „საქართველოს გაშოლტვით თევზაობის კლუბს“ Georgian Fly Fishing Club. Fluefiske 2013 წლის გამოშვება. არც ჰოლანდიური თევზაობის ჟურნალის 2014 წლის გამოშვება ჩამორჩა ნორვეგიელებს და მათაც 2 გვერდიანი სტატია დაუთმეს ჩვენს ქვეყანას და კლუბს. როგორც წესი, თევზაობას მთელს მსოფლიოში შესაბამისი ნებართვა ჭირდება(ლიცენზია) ლიცენზიის 2 სახეობა არსებობს: 1- თევზაობა მხოლოდ დაიჭირე - გაუშვი-ს პრინციპით. 2- თევზაობა თევზის წინასწარ დადგენილი რაოდენობის ამოღების უფლებით. ამ ეტაპზე დაუშვებელია საქართველოში ტბის/მდინარის (Salmo Fario) კალმახის ამოღების ლიცენზიის დაშვება, მისი მცირე პოპულაციის გამო. ჩემი ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროში მზადდება ცვლილება თევზჭერის კანონში და დაგეგმილია კალმახზე თევზაობის აკრძალვის მოხსნა და ყველა მსურველზე დაშვება. გასაკვირია რა ინტერესს უნდა ემსახურებოდეს აკრძალული და გადაშენების პირას მყოფი, წითელი ნუსხის სახეობის საკვებ ობიექტად გადაქცევა. მართალია თევზაობის დაშვება იქნება გარკვეული სტანდარტების დაცვით მაგრამ, ერთ მეთევზეზე ერთი კალმახის ამოღებაც გამოიწვევს პოპულაციის კიდევ უფრო გაუარესებას და არა გაუმბობესებას. ამ ეტაპზე რადგანაც აკრძალვა არის და რაღაც ეტაპით(დაიჭირე-გაუშვი) გაუმჯობესდება, ეს ბევრად უფრო მარტივი იქნება ვიდრე ჯერ დაშვება და შედგომ ისევ აკრძალვა კალმახზე ყველა მსურველისათვის თევზაობის დაშვების უარყოფითობას 1-2 წელიწადში წავაწყდებით და შემდეგომ ბევრად უფრო ძნელი იქნება მისი პოპულაციის აღდგენა. მართალია ჩვენი კლუბი და უამრავი მსურველია საკუთარი ინციატივით და საკუთარი ხარჯებით ჩართული კალმახის მოშენების პროექტში, მაგრამ თუ მცირე ნაწილი კალმახს მოამრავლებს და დიდი ნაწილი მის ამოღებას დაიწყებს, ეს გამოიწვევს პროექტში ჩართული ადამიანების უკმაყოფილებას და საბოლოოდ მასგავსი პროექტების შეჩერებას. დაგეგმილი კანონის მიღება დააზარალებს როგორც კალმახის პოპულაცია ასევე ქვეყნის სამომავლო უნიკალურ პოტენციალს. მართალია ასეთი ლიცენზიები თევზის ყველა სახეობაზე არ ვრცელდება, მაგრამ კალმახზე თევზაობა (დაიჭირე-გაუშვის პრინციპით) მთელს მსოფლიოში ლიცენზირებადია. თევზის სიმრავლე და მსგავსი რეკლამა სტატიების სახით, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი მიმართულებით წარადგენს მსოფლიოს წინაშე რასაც შესაბამისი გამოხმაურება და ინტერესი ექნება მეთევზეების მხრიდან. გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, საჭიროება გახდება რეგიონის მცირე სასტუმროების გამოყენებისა, რადგანაც ასეთი მეთევზეების ძირითადი ინტერესი მხოლოდ ლამაზი ბუნებაში თევზის დაჭერა, დასურათება და გაშვებაა. საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი 2007 წლიდან ცდილობს განავითაროს ეს მიმართულება და პირველივე დღიდან არსობებს დიდი დაინტერესება უცხოელი მეთევზეებისაგან საქართველოში კალმახზე თევზაობისა მაგრამ, ლიცენზიის არქონის და კანონის მხრიდან აკრძალვა, ხელს უშლის მსურველ მეთევზეებს ეწვიონ ჩვენს ქვეყანას. საქართველო როგორც უნიკალური ბუნების და მრავალი მთის მდინარეების წყალობით, უმოკლედ პერიოდში შეძლებს დაიკავოს მოწინავე ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის, მოკლე დროში შესაძლებელია კონკურენცია გაუწიოს ისეთ უხვსტუმრიან ქვეყნებს როგორიცაა: სლოვენია, მონტენეგრო, კანადა, ახალი ზელანდია, მონღოლეთი, რუსეთი და სხვა. ამისათვის საჭიროა: 1- დაიწყოს მუშაობა სათევზაო ლიცენზიების გაცემის საკითხზე და მოიხსნას შეზღუდვა „დაიჭირე - გაუშვი“ -ის პრინციპზე. 2- შეირჩეს მდინარეები რომელიც გამოირჩევა სილამაზით, მდინარის მდგომარეობით და დაუყონებლივ დაიწყოს ასეთი მდინარეების გაძლიერებული დაცვა ბრაკონიერებისაგან, რადგანაც წლების მანძილზე უკონტროლობის გამო ბრაკონიერობა კატასტროფულად გაზრდილია და სწორედ ბრაკონიერები ართმევენ ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით გავითარების პოტენციალს. 3- დაწესდეს „დაიჭირე - გაუშვი“-ის ლიცენზიის სტანდარტი და მისი ფასი როგორც უცხოელებისთვის ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის. ლიცენზიის მოსაკრებელი უნდა იყოს 3 ნაწილად გაყოფილი, რეკომენდაცია: (პირობითად) წლიური მოსაკრებელი უნდა შეადგენდეს 40 ლარი კლუბების წევრებისათვის მოსაკრებელი უნდა შეადგენდეს 20 ლარი უცხოელი მეთევზეებისთვის მოსაკრებელი უნდა შეადგენდეს, ერთჯერადი (ერთ დღიანი) 10$ 1 კვირიანი 20$ მრავალჯერადი 50$ 1 წლიანი ა) თავისუფალი მეთევზე რომელიც არცერთი კლუბის წევრი არ არის, იხდის ჩვეულებრივ ფასს. ბ) კლუბის წევრები, რომლებიც სისტემატიურად ნერგავენ სწორი თევზაობის პრინციპებს, რომელთა ფსიქოლოგია შეცვლილია და ცდილობენ მაქსიმალურად ყველას მიუთითონ სწორი თევზაობისაკენ, უნდა იხდიდნენ ლიცენზიის მოსაკრებლის 50% რადგანაც სწორედ კლუბებში ისწავლება და ინერგება სწორი და ჯანსაღი თევზაობის წესები. (ეს ხელს შეუწყობს მეთევზეების მაქსიმალურ მობილიზებას კლუბებში სადაც ჯანსაღი მეთევზეები იყრიან თავს) ასევე კლუბში დაინერგება ტესტები და გამოცდები სადაც შეისწავლება „დაიჭირე გაუშვი“ ის პრინციპი. ვ) უცხოელი მეთევზეებისათვის ლიცენზიის ფასი უნდა შეადგენდეს ადგილობრივ მეთევზისგან განსხვავებით შედარებით მეტს. საინტერესო იქნება ყველას მოსაზრება, გთხოვთ არგუმენტულად ვისაუბროთ და მხოლოდ არგუმენტები მოვიყვანოთ და არა მოსაზრება. შოთა ჯოხაძე საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Fly Fishing Club: Jun 2 2015, 17:08 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 12-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აქვე იმასაც დავამატებ: უკვე იყვნენ უცოელები ჩამოსულები და სხვა და სხვა რეკომენდაციები დაგვიტოვეს,
უკვე რამოდეიმე უცხოური ორგანიზაცია არის დაინტერესებული საქართველოში კალმახის მომრავლებით, უკვე გვავს ადგილი სადაც მოხდება კალმახის გამრავლება და შემდგომ მდინარეებში გადასახლება. უკვე გვყავს მეგობრები ვინც არ საქმეში გახმარებას შეგვპირდნენ. ბოლო პერიოდში რამოდენიმე მცდელბა იყო კალმახის გამრავლების, ზოგმა გაამართლა ზოგმა არა, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღეთ. არ გავჩერებულვართ და ვაგრძელებთ შრომას. კალმახი გამრავლდება და გაიშვება მდინარეებში. ვინც დამდვილი სპორცმენი მეთევზეა ის წესით კმაყოფილი უნდა იყოს რადგანაც ახალი კანონი საკმაოდ გათვლილია თევზის გადარჩენაზე. ჩვენი მიზანი მარტო კანონის მიღება არ იყო, ჩვენი მთავარი მიზანი აწი იწყება და ეს კალმახის გამრავლებაა !!! ახალი კანონი კალმახზე დაიჭირე გაუშვის პრინციპის გაშვებასთან დაკავშირებით: ამ მიმართულების განვითარება გამოიწვევს ბევრ დადებით შედეგს, ბევრი ვიზიტორის ჩამოსვლასთან ერთად ეს სფერო ავტომატურად განვითარდება და ავტომატურად თევზის გამრავლებაზე დაიწყება მუშაობა. სლოვენია, პატარა ქვეყანა რომელმაც განავითარა ეს მიმართულება და დღეს წლიური დაახლოებით 300 მილიონი ევრო შემოსავალი აქვს ამ სფეროდან, საქარველო ბევრად დიდია. როცა სლოვენიაში ეს მიმართულება ვითარდებოდა არავის უთქვამს ეს ვიღაცის ბინესს ემსახურებაო ! რა თქმა უნდა ეს ბიზნესს ემსახურება, იმის ბიზნეს ვინც ამაში ჩაებვება და ვისაც საკმარისი ცოდნა აქვს. ეს იგივეა როცა ტურიზმის განვითარდებოდა ჩვენთან და ვინმეს რომ ეთქვა ეს ვიღაცის ბიზნესს ემსახურებაო, რა თქმა უნდა ემსახურება მაგრამ პირველ რიგში ქვეყნის ბიზნესს ემსახურება. ძალიან მიკვირს რატომ არის ეს გაუგებარი, მაგრამ არაუშავს, რამოდენიმე კაცის გასაგებად არ არის ეს, ვინც ხედავს მომავალს იმათთვის არის მსგავსი განვითარების კანონი მიღებული. გუშინ მსგავსი ბინესით მგონი მხოლოდ მე ვიყავი დაკავებული, ნუ ვინც ხმამაღლა ამბობს თორე ძაანაც ბევრი იყო მაგრამ ხმაც არ ამოუღიათ, დღეიდან ვისაც ამის სურვილი და გამოცდილება აქვს ყველას შეუძლია ჩაებას. ახლა როგორ შეიძლება ვინმემ მე დამადანაშაულოს რომ ეს კონკრეტული ხალხის ბიზნესს ემსახურებაო ? აქ რა მოსატანი იყო მაგრამ ზოგმა პირდაპირ მითხრა და ბევრმა გადმოცემით ![]() აგერ ბატონო, გამოიყენეთ, ისარგებლეთ, ჩამოიყვანეთ ვინმე თუ ამის შაშუალება გაქვთ და ხეირი თქვენც ნახეთ და ქვეყანაც ნახავს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Fly Fishing Club: Apr 29 2016, 21:19 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 01:32 |