კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯერ დიდი მადლობა თბილი შეხვედრისთვის............
ვიყავით მთელი სია + ლევანი90 VS 4კაცი და 1 ქალი ![]() შევხვდით და ჩემ პირად შეხედულებას დავდებ. პირველი - გაცნობითი შეხვედრისთვის საკმაოდ კარგი გამოვიდა. ძირითად თემებს შევეხეთ, ანუ იმას რაც გვაწუხებს. ნადირობასაც შევეხეთ, თევზაობასაც და არაენდემურ და შემოყვანილ ცხოველებსაც. რაც შეეხება მგელს. საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ძალიან საგანგაშო სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ აქა იქ რაღაც რაოდენობა ამოსაღები გახდეს შეიძლება. თიანეთი და ჩოხატაურის რაიონი იყო ნახსენები, რა თაქმა უნდა ჩვენ ჩვენივე ხარჯებით შევთავაზეთ დახმარება, მაგრამ ამასაც თავის პროცედურა ნდომებია, რაც დასაზუსტებელია. რაც შეეხება მგელს ამ ჯერზე მოსმენის რეჟიმში ვიყავით. ![]() რაც შეეხება წითელ მგელს, მითი დაინგრა, არავიტარი წითელი მგელი არ არსებობს, არსებობენ ჰიბრიდები რომლებიც ფერით ვიღაცეებმა მიამსგავსეს წითელს და აგორდა ჭორი. არგუმენტად რამოდენიმე წლიანი კვლევა არის მოტანილი და აქედან გამომგინარე რაიმე კავშირი წითელ მგელთან არ ჩანს. (ეგრეც მეგონა ![]() თევზაობასთან დაკავშირებითაც მოკლედ მიმოვიხილეთ, კვირის შეჯიბრზეც დავძარით სიტყვა და დახმარება აღგვითქვეს. სასიამოვნოა ის, რომ ფოთზე რეაგირება იქნება და თან რაღაცეების მარტივად გადაწყვეტა შეიძლება. ვისაუბრეთ გარკვეული სახის სანადირო ობიექტების (მაგ. კურდრელი, მაჩვი და ა.შ.) სანადირო მეურნეობებიდან გამოტანაზე და ვნახოთ, შეიძლება წლევანდელ წელს მოუსწროს... ![]() ასევე ვისაუბრეთ დუპელზე. ასევე ვისაუბრეთ შემოყვანილ ცხოველებზე - ენოტი და ენოტისებური ძაღლი. ეს არის მოკლედ რაც გუშინ მოხდა, დანარჩენზე კი შემდეგი შეხვედრების მერე ვისაუბროთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ხალხი წინადადებებისა და შეთავაზებებისთვის გახსნილები არიან. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
მგელძაღლები სხვა რამეა და მათ წითელი მგელი რად უნდა დავარქვათ, არ მესმის.
-------------------------------------------------- ირემი და სხვა ჩლიქოსნები როცა საკმაოდ იყო, მგელი არ ეტანებოდა შინაურ პირუტყვს, თუ როგორაა? ახლა ერთ ირემზე რომ ორასი ან სამასი მგელი მოდის, დავიცვათ მგლები? და საერთოდ, რამდენჯერ გინახავთ მგელი ბუნებაში? და რამდენჯერ სასროლ მანძილზე? ეგრე არაა, წახვიდე და "ამოიღო". ჯერ მისული არა ხარ, აქეთ ყევხარ თვალში ამოღებული და ტოვებს ადგილს. ძველ მონადირეებს კითხეთ, რამდენი მგელი უნახავთ ან მოუკლავთ, ხანგრძლივი სანადირო პრაქტიკის განმავლობაში. მათი გამოცდილება არავის აინტერესებს და ველოსიპედს თავიდან ვიგონებთ. კი, სოფლებში იყვნენ მონადირეები, რომლებიც მტაცებელზე სპეციალურად ნადირობდნენ და წარმატებითაც, თუმცა მათი რიცხვი მცირე იყო ქვეყნის მასშტაბით. მგლის დაცვას, ჩლიქოსნების მომრავლებაზე ხომ არ ეზრუნა სამინისტროს? თუ პირველი უფრო ადვილი საქმეა ? - მგელი თავსაც უკეთ უვლის და უკეთაც იცავს. ფაქტია, რომ მტაცებელსა და ჩლიქოსანს შორის დისბალანსი დიდია. თანაფარდობა მგონი პირიქითაცაა. გაჭირვებულ გლეხს, მთელი წელი რომ შეჰყურებს საქონელს და მგელი რომ შეუჭამს, სახელმწიფო კომპენსაციას უხდის? არანაირი დაცვა მგელს არ ჭირდება. ისიც საკმარია, რომ მის მოკვლაზე პრემია აღარ გაიცემა და მასზე სპეციალურად არავინ ინადირებს. დანარჩენ შემთხვევებში მისი მოპოვების ფაქტები მიზერულია. თანაც საქართველოს ირგვლივ მგლის კარგი რეზერვატებია - გინდა ჩრდ. კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, გინდა თურქეთი. საერთოდაც, ევროპის რიგ ქვეყნებში მგელი დიდი ხანია გაწყვიტეს და იქაურ ფაუნას არაფერი უჭირს, იმდენი ჩლიქოსანი ყავთ, სად წაიღონ, არ იციან. უბრალოდ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით "ადვილი გამოსავალია", მაგრამ არის კი გამოსავალი?? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 23:24 |