კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯერ დიდი მადლობა თბილი შეხვედრისთვის............
ვიყავით მთელი სია + ლევანი90 VS 4კაცი და 1 ქალი ![]() შევხვდით და ჩემ პირად შეხედულებას დავდებ. პირველი - გაცნობითი შეხვედრისთვის საკმაოდ კარგი გამოვიდა. ძირითად თემებს შევეხეთ, ანუ იმას რაც გვაწუხებს. ნადირობასაც შევეხეთ, თევზაობასაც და არაენდემურ და შემოყვანილ ცხოველებსაც. რაც შეეხება მგელს. საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ძალიან საგანგაშო სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ აქა იქ რაღაც რაოდენობა ამოსაღები გახდეს შეიძლება. თიანეთი და ჩოხატაურის რაიონი იყო ნახსენები, რა თაქმა უნდა ჩვენ ჩვენივე ხარჯებით შევთავაზეთ დახმარება, მაგრამ ამასაც თავის პროცედურა ნდომებია, რაც დასაზუსტებელია. რაც შეეხება მგელს ამ ჯერზე მოსმენის რეჟიმში ვიყავით. ![]() რაც შეეხება წითელ მგელს, მითი დაინგრა, არავიტარი წითელი მგელი არ არსებობს, არსებობენ ჰიბრიდები რომლებიც ფერით ვიღაცეებმა მიამსგავსეს წითელს და აგორდა ჭორი. არგუმენტად რამოდენიმე წლიანი კვლევა არის მოტანილი და აქედან გამომგინარე რაიმე კავშირი წითელ მგელთან არ ჩანს. (ეგრეც მეგონა ![]() თევზაობასთან დაკავშირებითაც მოკლედ მიმოვიხილეთ, კვირის შეჯიბრზეც დავძარით სიტყვა და დახმარება აღგვითქვეს. სასიამოვნოა ის, რომ ფოთზე რეაგირება იქნება და თან რაღაცეების მარტივად გადაწყვეტა შეიძლება. ვისაუბრეთ გარკვეული სახის სანადირო ობიექტების (მაგ. კურდრელი, მაჩვი და ა.შ.) სანადირო მეურნეობებიდან გამოტანაზე და ვნახოთ, შეიძლება წლევანდელ წელს მოუსწროს... ![]() ასევე ვისაუბრეთ დუპელზე. ასევე ვისაუბრეთ შემოყვანილ ცხოველებზე - ენოტი და ენოტისებური ძაღლი. ეს არის მოკლედ რაც გუშინ მოხდა, დანარჩენზე კი შემდეგი შეხვედრების მერე ვისაუბროთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ხალხი წინადადებებისა და შეთავაზებებისთვის გახსნილები არიან. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
AlekoN
Bonehill მგელი როგორც ზვიგენი ტყის განუყოფელი ნაწილია, მისი სრული მოსპობო ვანდალიზმია. თუ ვინმე მოსასპობია ამ პლანეტაზე ეს არის HOMO-ერექტიკუსი ანუ იგივე საპიენსის ნათესავი ![]() მაგრამ არა საპიენსი... ბავშვობაში გერმანიში ვცხოვრობდი და თქვენ არ გინახავთ მეტყევეების "უმგლობით" გამოწვეული ცრემლები ![]() გარეული ღორი, კურდღელი და შველი ხდება ახლო მდებარე ნათესებისა თუ ნერგების ულევი მტერი... ჩვენ შემთხვევაში კი მგლის სრულ განადგურებას კი არ უნდა მივყოთ ხელი, არამედ მივხედოთ ჩლიქოსნების დაცვასა და პოპულაციის ზრდას. მგელთან დაკავშირებით კი მოვითხოვოთ სამონადირეო ლიმიტი რაიონების მიხედვით... იმჰო, რა თქმა უნდა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 02:56 |