პირველი სასწრაფო დახმარება საველე პირობებში, მოკლედ მიმოხილვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველი სასწრაფო დახმარება საველე პირობებში, მოკლედ მიმოხილვა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ამ თემაში შოთა03-ის და საკუთარი გამოცდილების დახმარებით
განვიხილავთ პირველი დახმარების მოკლე და ეფექტურ გზებს. საველე პირობებში (გარდა საომარისა) იშვიათია ექიმისა და ყველა საჭირო ფარმაკოლოგიური თუ აპარატული საშუალების ხელთ არსებობა. პირადათ მე გაგიზიარებთ რამოდენიმე ეფექტურ საშუალებას: კუჭის წყლული ან გამჭოლი ტრავმა, ხასიათდება სისხლიანი პირღებინებითა და მაღალი რისკით. სოფლის პირობებში (ახლო მახლო) საშოვნელია რამოდენიმე კვერცხი, ჯამი და ჩანგალი (სუფთა). კვერცხის ცილებს უნდა გააცალოთ ყვითრი, ცილები კარგად ათქვიფეთ ბეზეს მომზადების კონდიციამდე. ეს აქაფებული მასა მიეცით დაზარალებულს საჭმელად, რაც უზრუნველყობს პერფორირებლი ორგანოს და სისხლძარღვების სწრაფ შეხორცებას და სისხლდენის შეჩერებას. ცილის დადება შეიძლება აგრეთვე მუცლის გარედან პერფორაციის არეზე. პერფორაცია - გახეთქვა, ხვრელი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ტახზე ნადირობისას ყველაზე ხშირი ტრავმა-
მუცლის ფარის გაგლეჯვა. ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ... თუ ასეთი რამ მოხდა და ტახმა ვინმეს ნაწლავები ამოუყარა... ამ შემთხვევაში: 1. არავითარ შემთხვევაში არ ვაბრუნებთ ნაწლავებს უკან მუცლის ღრუში! 2. ვიღებთ სტერილურ ბინტებს და ვფუთავთ გამოვარდნილ ნაწლავს ან ნაწლავებს. 3. თუ საავადმყოფომდე გზა დიდ დროს იკავებს, შეფუთვამდე ნაწლავებს ვაყრით ანტიბიოტიკის მშრალ ფხნილს. 4. გზაში ე.წ. არტაშანს ვნამავთ ფიზიოლოგიური ხსნარით ( ანუ სუფრის მარილის სუსტი ხსნარით). 5. თუ არ შეინიშნება ნწლავური სისხლდენა, შეიძლება ანტიბიოტიკის ინიექციის გაკეთება კუნთში და ანალგინისმაგვარი ტკივილგამაყუჩებლის მიცემა. 6. ანტიბიოტიკზე ალერგიის არსებობის გაგება შეკითხვის მეშვეობით. ტესტის ჩატარებაზე არ ვისაუბრებ. 7. თუ ნაწლავი გაგლეჯილია და ვხედავთ განავალის მასებს, ნაწლავის 2-ვე ბოლო უნდა მოვაქციოთ რეზინის ხელთათმანში. ამისათვის - ვიკეთებთ ხელთათმანებს, ვიკავებთ ნაწლავის ბოლოს ერთ ხელში და მე2 ხელით ვიხსნით ხელთათმანს ისე, რომ მოხსნილი ხელთათმანი ჩამოეცვას ნაწლავს რის შემდეგ ბინტის მეშვეობით ვამაგრებთ ხელთათმანს ნაწლავზე. 8. არავითარ შემთხვევაში არ ატიალოთ ნაწლავები საჭისებურად. 9. დროზე მიიყვანეთ დაზარალებული საავადმყოფოში, თქვენზე ბევრია დამოკიდებული. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 19:51 |