ტბები მარაბდაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტბები მარაბდაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გუშინ გახლდით მარაბდაში
ვიღებდით დოკუმენტურ ფილმს თევზაობის შესახებ დანარჩენს აქვე მოგიყვებით სოფელი მარაბდა მარნეულის გზაზეა და თბილისთან საკმაოდ ახლოსაა იქვე ჩაედინება მდინარე ალგეთი მდინარიდან შემოყვანილი არხები რამდენიმე ხელოვნურ ტბას კვებავენ მათ შორის ყველაზე დიდია "მარაბდის წყალსაცავი" რომელშიც დამერწმუნეთ საკმაოზე მეტად მძიმეწონოსანი სქელშუბლა და კობრის სანათესაო ბინადრობს ბლომადაა კარჩხანაც თუმცა გუშინ ალგეთისპირა პატარა (სიგრძე 100 მეტრამდე, სიგანე 20 მეტრამდე) ტბაზე ვითევზავეთ თევზაობა ძირითადად მიმდინარეობდა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი" თუმმცა ეს პრინციპი მხოლოდ თეთრ ამურზე ვრცელდებოდა რომრლიც ამ ტბაში ხელოვნურადაა მოშენებული და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს წითელი ჭიიდან დაწყებული სიმინდით გაგრძელებული და ჩვეულებრივი მინდვრის ბალახით დამთავრებული ყველაფერზე იჭირება თევზი ჯერ თეთრი ამურისათვის ძალიან მცირე ზომისაა (200-800 გრ) თუმცა ტბაში ბლომადაა მდინარიდან შემოსული მურწა ნაფოტა თეთრულა ტბის გარშემო უამრავი ფუნის მიუხედავად ბუნება ულამაზესია დავიჭირეთ ოცამდე ამური (მათგან მხოლოდ ყველაზე დიდი შეიწვა შამფურზე) უგემრიელესი მურწები და ბევრი ნაფოტა (რომელიც სხვა თევზებივით ყველა სატყუარაზე ეგებოდა. სიმინდზეც კი) მოკლედ თევზაობა გაცილებით წარმატებული იქნებოდა რომ არა რეჟისორ-ოპერატორები რომლებიც განუწყვეტილ მათთვის საინტერესო პოზაში დგომას გვაიძულებდნენ და კიდევ ერთი შოთას მინდა მოვუბოდიშო შეპირებული ვიყავი წაგიყვან მეთქი მაგრამ .......... შემდეგისათვის გადავდოთ პ.ს ფოტოებს თავის ვიდეოებიანად აუცილებლად განვათავსებ მალე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 7-June 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობათ რიბაკებო, დღეს მარნეულში საქმეები მქონდა და შევირბინე მარაბდის წყალსაცავზე, იქვე ჭიაც ვიპოვე და ერტი სიტყვით შეუდექი საქმეს, დავიჭირე კარასები, 56 ცალი 3 საათიდან 7 საათამდე, ქარი იყო და პაპლავოკით ჭერა ცოტა რთული იყო თორე მეტს დავიჭერდი. მოვიდა ვიღაც თეთრი CR-V თი, და რაღაც უხეშად მკითხა ჩემ იქ ყოფნაზე, იტოგში არ მომეწონა მისი ტონი ასე რო ვთქვათ, ფასიანი არისო და აქ რომ მოდიხართ არც კითხულობთო, კაროჩე ნერვები მომეშალა და დავუძაბე, აბა საბუთები მეთქი რო შენია ტბა, მითხრა საბუთებამდე მიგიყვან წამომყევიო, მე უთხარი რომ თან უნდა გქონდეს მეთქი, უთხარი რომ მე იქ პირველად ვიყავი და არ ვიცი და არც ვიცნობ არავის, ვის უნდა მივცე ფული მეთქი, ბოლო ბოლო დამეთანხმა რომ მართალი ვიყავი და მოლბა. მე მართლა ვიყავი პირველად მარაბდაზე მაგრამ წაკითხული მქონდა ამ თემაში რომ ფასიანი იყო, და მზად ვიყავი ფულის გადასახდელად, უბრალოდ ისე ცუდად დაიწყო ადამიანმა დიალოგი რომ მეც აუკრიფე. გადავიხადე 5 ლარი და გავაგრძელე თევზაობა. სურათები აიპადით როგორ დავდო არ ვიცი ჯერ. მინდა შემდეგ შაბათს ან კვირას დილით ჩავუჯდე ადრე სიმინდით და კოპტონით ცოტა მოზრდილ თევზებს, ამ კარასმა დამღალა )))
![]() გავერკვიე დ. სურათიც დავდე, კარასია რააა ![]() ![]() პურიც ბავშვებმა ჩაუყარეს დამავიწყდა, 1 შამაიაც არის, მგონი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 10:30 |