Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,, შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,, შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო
2016 წლის 11 ივნისს, კლუბმა ''ოჩოპინტრე''-მ კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფელ შილდასთან ტყუპ ტბებზე ჩაატარა რიგით მეოთხე შიდა საკლუბო შეჯიბრი წყვილთა შორის სპორტულ თევზჭერაში. მონაწილეობა მიიღო კლუბის ოცმა წევრმა, შესაბამისად ათმა გუნდმა. წყვილები კი ასე დაკომპლექტდა: 1. ჯოლა - ფიშმენი 2. თაზო - ილარიონიჩი 3. საბო - კონდოლი 4. ნუკრი MAX - მამუკა შილაკაძე 5. ჭალიმგელა - გენოძია 6. ჩავლე - გენერალი 7. ტამპლიერი - ჩელე 8. დონ-G - გიორგი კაკულია 9. ბლექი - baroni 10. ალთაზარი - ნიკა რაზმაძე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: 1 ადგილი- წონით ყველაზე დიდი თევზი 1.470 გრამი-სრკისებრი კობრი ნუკრი მახარაშვილი და მამუკა შილაკაძე ![]() фотохостинг png 2 ადგილი- წონით მეორე თევზი 1.270 გრამი საზანი გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი ![]() фотохостинг 3 ადგილი- წონით მესამე თევზი 1.200 გრამი საზანი გიორგი ნინოშვილი და კახა ჩავლეიშვილი ![]() бесплатный хостинг картинок სპეციალური პრიზი- ჯამური წონა 8.660 გრამი გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი შეჯიბრი ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ტბებზე პირველად ვიყავით, ამიტომ არავინ იცოდა თუ რაგველოდა. შესაბამისად ყველა ერთ თანაბარ სიტუაციაში ვიყავით. ყველაფერი კი ასე დაიწყო. წინა დღისით მე, ზახარა, თაზო და დავითუსი წავედით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. მთელი გზა წვიმდა, ამიტომ თანდათან იმედი გვიცრუვდებოდა. მაგრამ რომ ჩავედით, მშვენიერი ამინდი დაგვხვდა. რა თქმა უნდა გაგვიხარდა და გაცრუებულ იმედებს ცოტა იმედები მიეცათ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა ჩელე გაიღვიძე მოვიდნენ- ნაზად ჩამესმის ყურში ზახარას ყვირილი. ცალი თვალი გავახილე და ვიკითხე: ვინ მოვიდა მეთქი... მერე მივხვდი სად ვიყავი და ვინ მოვიდნენ. დილა მშვიდობისა ვუსურვეთ ერთმანეთს და დავიწყეთ შეჯიბრი. ყველა ძალიან მომართული იყო. ყველას სურდა მოგება. იმუქრებოდნენ ჩვენ გავიმარჯვებთო, მე ეს მაქვს, მე ის მაქვს, ამიტ დავკორმავ, იმით დავკორმავ და მოკლედ ყველა კარგ ხასიათზე იყო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შუადღისით ზოგმა წაუძინა, ზოგი პაპიროსს აფუილებდა, ზოგმა არ დაანება თევზაობას თავი, ზოგმა ხელი ჩაიქნია, ზოგმა ფეხიც, მოკლედ ჩვეულებრივი სათევზაო სიტუაცია იყო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოგეხსენებათ თითქმის მთელი თვე წვიმდა. ამიტომ არც ამ დღეს ველოდით კარგ ამინდს, თუმცა მთელი დღე გვაცადა და ბოლოს უკვე შეჯიბრის მიწურულს დასცხო, მაგრამ რა დასცხო. ეს იყო დელგმა, წარღვნა და საშინელება. ნოეს მოვკარი თვალი, მაგრამ არ ვთქვი... ![]() ![]() ![]() ![]() ასე იყო თუ ისე, მოვიდა საღამოს 5 საათი და მსაჯებმა ჩაჰყვირეს ბუკს. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ შეჯიბრი დამთავრდა. რას ვიზამდით? ავიკარით გუდა-ნაბადი და ავედით ხიჟინასთან, სადაც მსაჯებს უკვე ჰყავდათ გამოვლენილი გამარჯვებულები და პრიზებს ამზადებდნენ. ![]() ![]() ![]() ასე იყო თუ ისე, შეჯიბრი შედგა. მიუხედევად დაღლილობისა, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტბის მეპატრონეს ბატონ ალეკოს და გიორგის. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ნამდვილად ღირსეული კონკურენტები იყავით. დიდი მადლობა კლუბის გამგეობას რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს, რათა ასე დიდებულად ჩატარებულიყო ეს შეჯიბრი. განსაკუთრებული მადლობა მსაჯებს:ზახარას, დავითუსს და დაჩის. ზახარა და დავითუსი ნამდვილად დღის გმირები იყვნენ. გაიხარეთ ბიჭებო, ვამაყობ და ყოველთვის დიდი იმედი ხართ ჩემი და ამ კლუბის. ესეც საბოლოო შედეგები: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება ჩემ აზრს ამ ტბებზე და შეჯიბრზე. ტბები იდელურად არის მოწყობილი იმისთვის, რომ ისიამოვნო თევზის ჭერით. არის შემდები სახეობის თევზი: კობრი, საზანი, ამური, ლოქო, ''ოკუნი'', ხრამული. მოწყობილია საპირფარეშო და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პატარა მოედანი საიდანაც შეუძლიათ ითევზაონ. ერთი დისკომფორტი რაც არის, ეს არის კოღო. მაგრამ არის უამრავი საშუალება კოღოს მოსაშორებლად. გზა გომბორის გავლით საშუალოდ 130-დან 150 კილომეტრის ჩათვლით. (გააჩნია თბილისის რომელი უბნიდან მიდიხარ) ჩემი აზრით ღირს ამხელა გზის გავლა. რეკომენდაციას ვუწევ. ათ ბალიანი სისტემით მივანიჭებდი ათივეს. ![]() შეჯიბრიც კარგად ჩატარდა. არანაირი ექსესი არ ყოფილა. ყველა დამჯერი და მომართული იყო, რაც ერთი-ორად სასიამოვნოს ხდიდა შეჯიბრს. ყოველ წუთს და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ისე ჩემი მეწყვილე ძალიან მეურჩებოდა. ვერაფერი მოვუხერხე. რომ დაეჯერებინა, იქნებ მოგვეგო კიდეც, მაგრამ... ![]() დაველოდოთ შემდეგ წელს. ვნახოთ ვინ იმარჯვებს. მანამდე კი ისიამოვნეთ რეპორტით. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღე იყო ფანტასტიური! კი, მართალია ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ სადღაც ეგეთი ამინდიც მაგრად ასწორებს!
ორგანიზატორებს მადლობები დიდები მუხლჩაუხრელი შრომისთვის, ნათევი ღამისთვის და თავგანწირვისთვის. პრიზიორებს გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ შემდეგში ჩემთვის მოგელოცოთ ![]() ![]() ![]() მიუხედავად იმისა, რომ დამამთავრებელი სიგნალის დროს დავიჭირე ზუსტად პირველი და უკანასკნელი კარასი(რომელიც არ ითვლება), მიუხედავად იმისა, რომ მაგრად დავიღალეთ, მიუხედავად ნიკას მანქანის შლანგისა და მიუხედავად იმისა, რომ კონდოლმა და მანქანის მატორმა ბავშვობა გაიხსენეს, დამალობანა ითამაშეს და მატორმა დაასტუკა, მაინც მაგარი, დასამახსოვრებელი და კარგი დღე გამოვიდა! გკოცნით, გეხვევით და გივარდებით წელში! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 18:30 |