მინჩანინის სახელოსნოში (არა პნევმატური) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მინჩანინის სახელოსნოში (არა პნევმატური) |
Mar 28 2014, 21:26
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ეს თემა აქაც გამეხსნა, და ის შეეხება არა პნევმატიკის საკითხებს , რადგან ამ ბოლო დროს ცეცხლსასროლთან უფრო ახლო კავშირი მაქვს ვიდრე პნევმატიკასთან. გარდა ამისა სასურველია ერთ ადგილზე იყოს ჩემი ნამუშევრები. ვიმედოვნებ ადმინი წინააღმდეგი არ იქნება.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გაზის მაკაროვზე კალიბრის შეცვლა 7,6-დან 8 მმ-ზე ![]() აი თემაც, რომელიც ექსპერიმენტალური იარაღის შექმნას ეხება http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...=10449&st=0 |
|
|
|
![]() |
Jul 5 2016, 21:18
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობათ. მომივიდა მუზა და გადავწყვიტე კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ანუ, შემემოწმებია თუ რამდენად ეფექტურია თვითნაკეთი "დიაბლოს" ტიპის ტყვიის გამოყენება გლუვ ლულიან სანადირო თოფში. ამისათვის დამჭირდა ჩემი კონსტრუკციის ყალიბის დამზადება. მართალი გითხრათ პირველი ცდა უშედეგო იყო. მეორე ცდით უკვე მივიღე ის ყალიბი, რომელიც ალბომშია ნაჩვენები. შემდეგ დავიწყე მისი გამოცდა. ანუ ტყვიების ჩამოსხმა. თურმე არც ისე იოლი ყოფილა ეს საქმე. ბევრი ცდების მერე დავამუღამე ტექნოლოგია და მივიღე სასურველი ტყვიები. მათი წონიდან, და ზომებიდან გამომდინარე, ვფიქრობ შეიძლება მათი გამოყენება როგორც 12 კალიბრისთვის, ასევე 16 კალიბრისთვის. ტყვია ზუსტად თავსდება 12 კალიბრის კონტეინერში. და ასევე 16 კალიბრის პლასტმასის გილზში. ასევე იქნა გატარებული 12 და 16 კალიბრის ლულებში (შესაბამისად კონტეინერით და უკონტეინერო). ტყვიამ ლულაში გაიარა ცოტაოდენი ძალის მიჭერით. რასაც ნორმალურად ვთვლი. შესადარებლად იქნა გამოყენებული ქარხნული ტყვია "შარიკით". მასაც იგივე ძალა დაჭირდა ლულაში გასავლელად. ამიტომ ჩავთვალე ჩემი ტყვია მისაღებად. წონა კონტეინერით 34,5 გრამია. ჩემი აზრით ნორმალურია ორივე კალიბრისთვის. თუმცა 16 კალიბრისთვის ორნახევარი გრამით ნაკლები იქნება, რადგან კონტეინერის წონა გამოაკლდება. გარე დიამეტრი შერჩეული იყო სწორედ 16 კალიბრისთვის. დავტენე რამოდენიმე ვაზნა. მუხტად ავიღე ე. წ. ესპანური წამალი (როგორც მითხრეს მაღაზიაში), და 12 კალიბრისთვის დავმუხტე 1,9 გრამით. პიჟის გარეშე. დავამთავრე "ზაკრუტკით". სროლა ვაწარმოე "ჰატსან ესკორტიდან", ცილინდრიანი ჩოკით, 50 მეტრზე. როგორც 80 პროცენტ პოლუავტომატებს (შეიძლება მეტსაც) ჩემს თურქსაც მარცხნივ წაღება უყვარს. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დაჯგუფების გაკთება. მიღებული რეზულტატს ნორმალურად ვთვლი. პირველი სამის გვერდზე წაღების მერე შევეცადე გამეთვალისწინებინა თოფის ეს ნიუანსი, და 4 და 5 ნასროლი უკვე ცენტრთან ახლოს მოხვდა. და თანაც საკმაოდ ახლოს ერთმანეთთან. ქარხნულ ტყვიასთან შედარება არ გამიკეთებია, რადგან მხოლოდ ერთი ცალი მქონდა. უახლოეს დღეებში ვიყიდი რამოდენიმე ცალს და შევადარებ დაჯგუფებას. ისე კი უნდა ავღნიშნო, რომ "შარიკიანი " ტყვია არ არის ცილინდრული. თავსა და ბოლოში დიამეტრების სხვაობა ნახევარ მილიმეტრს აღემატება. სურათებში ეს ჩანს. ანუ ტყვიის თავი თავისუფლად ყანყალებს ლულაში, და გამოვარდნისას მიმართულება შეიძლება ცვალებადი იყოს. შესაბამისად სიზუსტეც. ასეთია ჩმა. ჩემი ტყვიის შემთხვევაში ეს გარემოება საგრძნობლად უკეთესია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ტყვიის ანბეჭდები სამიზნეზე საკმაოდ მკაფიოებია. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტყვიის ღერძი და მისი ტრაექტორია ერთმენეთს ემთხვევა. ანუ, არ ხდება ტყვიის გვერდულად ფრენა. ასევე მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად ქარხნულ ტყვიებზე არსებული გვერდითი ჭრილებისა, რომლებიც საჭიროა მათი (ტყვიის) თავისი ღერძის ირგვლის დასატრიალებლად, ისინი (ჭრილები) ამ როლს ვერ ასრულებენ. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ამასვე ამტკიცებენ მიტიჩკინები თავიანთ წიგნში "პულევიე სნარიადი". და არა მარტო ისინი. ხოლო "დიაბლოს" ფორმა საკმაოდ იოლად იტანს იმ ტურბულენტურ ჰაერის ნაკადებს, რომლებიც წარმოიშვება ტყვიის სივრცეში გადაადგილების დროს. რაც არაბრუნვადი ტყვიებისთვის მნიშვნელოვანია. და უფრო მეტიც, თუ ამ ფორმის ტყვიას ვაიძულებთ, და დავატრიალებთ თავისი ღერძის გარშემო, მისი სიზუსტე საგრძნობლად იზრდება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ "დიაბლოს" ფორმის ტყვიით, და "პარადოქსით", 410 კალიბრის "საიგა" გაუტოლდა სიზუსთით კარაბინ "ბარს"-ს (5,6 - 39 მმ.). ანუ გაბნევამ შეადგინა 7 სანტიმეტრი 100 მეტრზე. რა თქმა უნდა უქარო ამინდში. მიუხედავად ამისა გლუვლულიანი თოფისთვის ეს მაჩვენებელი კარგზე უკეთესია. მომავალში მეც მაქვს იდეა მსგავსი "პარადოქსის" დამზადებისა. და, სწორედ ამიტომ იქნა პირველი ნაბიჯი გადადგმული, და იქნა "დიაბლოს" ტიპის ტყვია დამზადებული. რადგან ჩემი ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეზღუდულია, ამიტომ ეს იდეა კარგადაა დასამუშავებელი. რაც საკმაო დროს წაიღებს. ვფიქრობ პირველი ნაბიჯი არც თუ ისე ცუდია.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
|
minchanin მინჩანინის სახელოსნოში (არა პნევმატური) Mar 28 2014, 21:26
minchanin და კიდევ ერთი პატა... Mar 28 2014, 21:32
HUNTER FREDY გემრიელი სახელოსნ... Mar 28 2014, 21:56
minchanin ციტატა(HUNTER FREDY @ Mar 28 2014... Mar 29 2014, 10:04
assassin29 სილამაზის სალონია ... Mar 28 2014, 23:23
ალთაზარ minchanin
ბრავო , ბრავო დ... Mar 28 2014, 23:53
Bone RE: მინჩანინის სახელოსნოში (არა პნევმატური) Mar 29 2014, 08:05
ნუკრიMax minchanin
მართლაც მოვიხ... Mar 29 2014, 10:54
minchanin ციტატა(ნუკრიMax @ Mar 2... Mar 29 2014, 13:26
ilariona dzirula
შენი პოსტი წაშლ... Mar 30 2014, 18:52
HUNTER FREDY მადლობა minchanin იმედი... Mar 30 2014, 19:19
უიარაღო ერთი რა მაინტერესე... Mar 31 2014, 09:18
T A M P L I E R უიარაღო
არანაირი ... Mar 31 2014, 09:23
ლეონ-ბლექი ციტატა(uiaragho @ 31st March 2014... Mar 31 2014, 13:08
assassin29 მე რა მაინტერესებს... Mar 31 2014, 13:11
minchanin ციტატა(assassin29 @ Mar 31 2014, ... Mar 31 2014, 16:27
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Jun 20 2014, 19:37
HUNTER FREDY ეეეს კარგი იდეაა თ... Jun 20 2014, 23:40
minchanin HUNTER FREDY
კი, რა თქმა უნდ... Jun 21 2014, 10:29
minchanin HUNTER FREDY
რაც შეეხება გ... Jun 21 2014, 10:41
assassin29 კარგია თუნდაც იმიტ... Jun 21 2014, 10:47
HUNTER FREDY minchanin მასალად ტიტან... Jun 21 2014, 12:47
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 21st Jun... Jun 21 2014, 19:50
HUNTER FREDY გააგებია წარმატებ... Jun 21 2014, 19:56
HUNTER FREDY გასაგებია წარმატე... Jun 21 2014, 19:56
minchanin მივესალმები ყველა... Sep 10 2014, 20:32
HUNTER FREDY ძალიან კარგი ამბავ... Sep 10 2014, 22:46
minchanin ციტატა(HUNTER FREDY @ Sep 10 2014... Sep 11 2014, 10:38
muska1978 minchanin,თურქული ნახევა... Sep 11 2014, 08:53
muska1978 minchanin მართალი ხარ შო... Sep 11 2014, 16:22
minchanin ციტატა(muska1978 @ Sep 11 2014, 1... Sep 11 2014, 19:31
ლეონ-ბლექი minchanin
ვაა..საინტერეს... Sep 11 2014, 19:09
assassin29 ლეონ-ბლექი
ტოზ 8 ჩა... Sep 11 2014, 19:24
minchanin ციტატა(assassin29 @ Sep 11 2014, ... Sep 11 2014, 19:35
assassin29 minchanin
შეგიძლიათ რომ ... Sep 11 2014, 19:41
minchanin ციტატა(assassin29 @ Sep 11 2014, ... Sep 11 2014, 20:42
minchanin მოგესალმებით.
მეგო... Feb 4 2015, 21:36
assassin29 minchanin
ტოზ 8 ზე მჭიდის ... Feb 4 2015, 22:17
Davitus minchanin
თემა თქვენია, ... Feb 4 2015, 22:19
minchanin ციტატა(Davitus @ 4th February 201... Feb 5 2015, 20:50
Davitus minchanin
კარგია, ტაკ დე... Feb 6 2015, 10:18
jaba_gugesha minchanin
კარგია, მაგრამ... Feb 6 2015, 11:29
minchanin კიდევ ერთი პატარა ... Feb 22 2015, 21:43
manuchari89 გეკოს ზატორებს თუ ... Feb 23 2015, 16:23
minchanin ციტატა(manuchari89 @ Feb 23 2015,... Feb 23 2015, 18:42
manuchari89 ციტატა(minchanin @ Feb 23 2015, 1... Feb 23 2015, 19:08
minchanin მოგესალმებით.
კიდე... Mar 1 2015, 19:54
Davitus ვაა ძაან მაგარია, დ... Mar 1 2015, 20:05
minchanin ციტატა(Davitus @ Mar 1 2015, 21... Mar 1 2015, 21:38
HUNTER FREDY კაარგია მაგრამ! ფ... Mar 1 2015, 20:13
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 1st Marc... Mar 1 2015, 21:43
HUNTER FREDY ჰო, და, ზუსტად მაგიტ... Mar 2 2015, 08:31
უიარაღო რომ ისვრის კარგია ... Mar 2 2015, 09:27
minchanin ციტატა(uiaragho @ 2nd March 2015 ... Mar 2 2015, 11:24
უიარაღო ვფიქრობ ჯერ უნდა გ... Mar 2 2015, 13:31
minchanin გამარჯობათ.
დღეს ჩ... Aug 16 2015, 19:09
minchanin როგორც სურათებიდა... Aug 16 2015, 19:15
minchanin სურათებზე წითელი ი... Aug 16 2015, 19:44
kardinal84 minchanin
გამარჯობა!.. რ... Apr 4 2016, 18:05
minchanin ციტატა(kardinal84 @ 4th April 201... Apr 4 2016, 18:58
kardinal84 ზაუერია, მეც არ მინ... Apr 4 2016, 19:05
ბახტური [quote name='minchanin' date='Jul 5 20... Jan 31 2020, 15:54
minchanin ვისაც აინტერესებს,... Dec 19 2016, 21:08
koba1973 minchanin
ძალიან კარგია. ... Jun 20 2018, 11:38
minchanin მადლობა კობა 1973.
გუ... Jun 20 2018, 12:34
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Feb 28 2019, 20:04
minchanin კიდევ გამარჯობათ.
... Apr 2 2019, 14:59
ჩელე minchanin
ისე პატარა ვიდ... Apr 3 2019, 10:11
minchanin ციტატა(ჩელე @ Apr 3 2019,... Apr 3 2019, 13:56
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Jun 12 2019, 21:22
minchanin გამარჯობათ. საიტის... Sep 16 2019, 19:56
minchanin ამ ძალით უმუშევრობ... Apr 27 2020, 14:44
ჭალიმგელა minchanin
მიყვარს თქვენ... Apr 28 2020, 10:38
minchanin ციტატა(ჭალიმგელა ... Apr 28 2020, 21:42
minchanin ლულის ჩაჭყ**ტილობი... Oct 4 2020, 06:46![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th December 2025 - 03:37 |