minchanin-ის სახელოსნოში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
minchanin-ის სახელოსნოში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია. ![]() ![]() ![]() სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი ![]() სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები ![]() შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი) ![]() ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3) ![]() სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია) ![]() სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი ![]() სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში. სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ. თემის გამოცოცხლების მიზნით გადავწყვიტე დამედო პატარა ინფო თურქული „ჰატსანი“-ს წარმოების ნოტრო პისტონზე (გაზის ზამბარაზე).
![]() რამოდენიმე დღის წინ მომიტანეს ჰატსანის პნევმატური შაშხანა მრავალ ჯერ დასატუმბ ნიტრო პისტონზე (გაზის ზამბარაზე). გაზის ზამბარა იყო დაშვებული. ვცადე მისი დატუმბვა, მაგრამ ჰერმეტულობა ჰქონდა დარღვეული. გადავწყვიტე მის მაგივრად ჩემი ჰაერის ზამბარა ჩამეყენებინა. ამავე დროს ვცადე შემესწავლა არსებული ჰატსანის ზამბარა. და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა. დავიწყე დგუშიდან ![]() დგუშის წონა 340 გრამია, რაც ჩემი აზრით ბევრია ჰაერის (გაზის) ზამბარისთვის 8 მილიმეტრიანი ღერძით. ასევე ურადსაღებია ის ფაქტიც, რომ დგუში დახურულია სამი მხრიდან. მისი შიგა დიამეტრი 20 მილიმეტრია. ![]() ნიტრო პისტონი ![]() მისი გარე დიამეტრი 19,5 მილიმეტრია. ის ჩაყენებულია დგუშში ღერძით. გამოდის, რომ დგუშის შიგა დიამეტრსა და ნიტრო პისტონის (გაზის ზამბარის) კორპუსს შორის ღრეჩო ორივე მხარეს 0,25-0,25 მილიმეტრია. ჩემი აზრით ეს ძალიან ცოტაა. რადგან ზამბარის სწრაფი გაშლის დროს (მისი გაშლის სიჩქარე სანადირო თოფში მუხტის აფეთქების სიჩქარის ტოლია - დაახლოებით 0,05 წმ) მოსალოდნელია დგუშის შიგნით ვაკუუმის შექმნა, რადგან შეკუმშულ მდგომარეობაში დგუშის შიგა სივრცე თითქმის შევსებულია ნიტრო პისტონის კორპუსით, და როცა ხდება ზამბარის გაშლა, ხდება მისი კოპუსის დგუშის შიგა სივრციდან სწრაფი გამოსვლა. ამ დროს კი ნახსენები სივრცე შეივსება გარე ჰაერით, რომელიც უნდა შეიჭრას ზემოთ ნახსენებ ღრეჩოში. და როცა ეს ღრეჩო მცირეა გარკვეულ წილად შეყოვნებულია საჭირო ოდენობის ჰაერის სწრაფი შესვლა დგუშის შიგა სივრცეში. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ამ სივრცეში ჰაერის უკმარისობას, ანუ ვაკუუმს. რაც თავის მხრიდან გამოიწვევს დგუშიდან ნიტრო პისტონის კორპუსის სწრაფად გამოსვლის დამუხრუჭებას. ანუ დგუშის გადაადგილების სიჩქარის დამუხრუჭებას, და ენერგიის დაკარგვას. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებასაც, რომ სწორედ ამ დროს ხდება კომპრესორში ჰაერის „ბალიშის“ წინააღმდეგობის გადალახვაც, ვფიქრობ, რომ ასეთი მდგომარეობა უარყოფითად იმოქმედებს ტყვიის საწყის სიჩქარეზე. მე არ მინდა ეჭვი შევიტანო ჰატსანის კონსტრუკტორების ინტელექტუალურობაში, მაგრამ მგონია, რომ რაღაც მთლიანად ვერ არის გათვლილი ნიტრო პისტონის ასეთნაირად გამოყენებაში. გარდა ამისა, რადგან არსებული ნიტრო პისტონი უვარგისი იყო გადავწყვიტე მისი კონსტრუკციის შესწავლა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მისი დასლა არც თუ ისე იოლია. ორივე მხარეზე გამოყენებულია ანაერობული ფიქსატორი. შენაერთის დასაშლელად საჭიროა მისი 330 გრადუსამდე გაცხელება, რაც თავის მხრივ იწვევს შიგა რეზინის სალნიკების მწყობრიდან გამოსვლას. სხვა გამოსავალი არ იყო, და მეც მომიწია მისი გაცხელება. კლაპნის სისტემა საკმაოდ მარტივია ![]() ![]() ხოლო სალნიკების სისტემა ნამდვილად არ მომეწონა ![]() ნიტროს „თავში“ უყენია წრიული კვეთის 2 სალნიკი. ერთმანეთიდან 10 მილიმეტრის დაშორებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიტრო პისტონის „თავში“ მისი ღერძი ღერძი მოთავსებულია მინიმალუღი ღრეჩოთი, მისი მოშორებული სალნიკის შეზეთვა გართულებულია. გარდა ამისა, როგორც ცნობილია წრიული კვეთის სალნიკების გამოყენება მიზანშეწონილია მასში ღერძის დაბალი სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაში (მაგ. ნასოსებში), ხოლო, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ნიტრო პისტონში ღერზის გადაადგილება ხდება ძალიან დიდი სიჩქარით. და ეს ორი გარემოება ვფოქრობ უარყოფითად იმოქმედებს ნიტრო პისტონის ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე. და, ვფოქრობ ჩემს შემთხვევაშიაც სწორედ ამიტომ იყო ნიტრო პისტონი გაფუჭებული. ასევე ყურადღება მივაქციე იმ გარემოებას, რომ ნიტრო პისტონის კორპუსის შიგა ზედაპირი არის გაპრიალებული. ვერ გამიგია რისთვის. ![]() კედლის სისქე თითქმის 2 მილიმეტრია. რაც თავის მხრივ დიდ მედეგობას განაპირობებს. ჩემი აზრით ის არა თუ სამუშაო 125 ატმოსფეროს, არამედ 400-500 ატმოსფეროსაც კარგად გაუძლებს. მაგრამ რისთვის? გარდა ამისა ნიტრო პისტონის შიგა დიამეტრი 15 მილიმეტრია, რაც ერთი მილიმეტრით ნაკლებია ჩემს მიერ წარმოებულ ჰაერის ზამბარებზე. რაც თავის მხრივ შიგ არსებული, შედარებით ნაკლებ ჰაერის (გაზის) მოცულობაზე მიგვითითებს, რაც თავის მხრივ მისი , ჩემს ჰაერის ზამბარასთან შედარებით, დაბალ რესურსზე მეტყველებს. ასევე ჩემს ჰაერის ზამბარებს არ აქვს დასატენი „პორტი“, და ამ დასატენი „პორტის“ მოცულობის დამატება ჩემს ჰაერის ზამარებში კიდევ ერთი პლიუსია. ერთი სიტყვით გავაკეთე ჩემებურად - გადავჩარხე დგუშის გარე დიამეტრი 26,5 მილიმეტრიდან 23 მილიმეტრამდე და ამოვჭერი ბიძგარას გადაადგილების ადგილი ![]() რამაც მოგვცა 110 გრამით დგუშის წონის შემცირება 230 გრამამდე. ეს წონა კი ოპტიმალურია გაზის ზამბარის გამოყენების შემთხვევაში ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2025 - 14:12 |