ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017 |
Aug 23 2016, 12:30
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველა პატიოსან და წესიერ მონადირეს სეზონის გახსნა. ყოფილიყოს ხვავრიელი და ყოველგვარი ექსცესების გარესე ჩაევლოს. როგორც იქნა დადგა აგვისტოს ბოლო შაბათი, რომელსაც ყველა ასე ველოდით. ზოგი დღეებს, ზოგიც საათებს ითვლიდა, გახსნამდე დარჩენილს. ჩვენ როგორც ყოველთვის, ადრე დავიწყეთ მზადება იმ ლამაზი ტრადიციის ლამაზად ჩატარებისათვის, რასაც წლებია ჩაეყარა საფუძველი. ადგილი ტრადიციულად შეირჩა წალკაში, დაშბაშის კანიონის სასწაული ხედით. წალკის გამგეობამ შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთა, ჩვენი მაგიდა კოხტად გადაუხურავთ და შეუღებავთ. დამატებით რამოდენიმე მსგავსი ფაცხა არის გაკეთებული მიმდებარედ. იმის გამო, რომ სავსეა იქაურობა ტურისტებით და ადგილობრივებით, შეიძლებოდა საერთოდ მაგიდის გარეშე დავრჩენილიყავით ამდენი ხალხი. ამიტომ მე და დავითუსამ წინა დღით დავიჭირეტ თადარიგი, გავძეძგეთ ჩემი მანქანა და გავსქურეთ წალკაში. ნელა ნელა სუნთქვა გაადვილდა და ტემპერატურამაც კლება იწყო ყოველ კილომეტრზე)) ავედით საღამოს 11 საათისთვის. გავაკეთეთ განათება, ავანთეთ ცეცხლი, გავშალეთ კარავი. კარგი სიგრილე დაგვხვდა, რამაც გადაგვაწყვეტინა ცოოტა გავმთბარიყავით, რაშიც თბილისიდან "შემთხვევით" წაყოლებული წიწაკის ნემიროვი გადასარევად გამოდგა. მართალია დავითუსამ 200 გრამიანზე მეტი რად გვინდაო, მაგრამ ჩემმა დაჟინებამ და გამოცდილებამ გადაწონა, რამაც გაამართლა და ცოტა ხნის მერე ყელგამომშრალი ბოთლი მიესვენა მაგიდაზე))) 15-15 კილო სამწვადე და სახაშლამე ხორცი გვქონდა წაღებული. ვიფიქრეთ მწვადის დეგუსტაცია ჩაგვეტარებინა და ხორცი წინასწარ დაგვეტესტა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შამფური არც ერთს არა გვქონდა. აქ გამოჩნდა ის, რომ ადამიანს თუ შია ან რამე ძალიან სურს, ყველაფერს მოახერხებს. დავითუსამ გაიხსენა, თუკი რამე ჰქონდა ნანახი და და წაკითხული მსგავსი სიტუაციების შესახებ და თეორიიდან ეგრევე პრაქტიკაზე გადავედით)) ამოვაცალეთ ზურგჩანთას ალუმინის სამაგრი, ნაჯავით გავუკეთეთ წვეტი, იქვე ნაპოვნი მავთულით დავახვიეთ დანაზე და გადასარევი მივიღეთ "სუპერ შამფური 2016". მოკლედ. ამ ყველაფრის შემდეგ წავუძინეთ სიგრილეში გემრიელად. დილით ათისკენ დაიწყეს ბიჭებმა ნელანელა ამოსვლა. თორმეტისკენ თითქმის ყველა ადგილზე ვიყავით. წავიდა მოყოლა თუ ვინ სად იყო, როგორ ინადირა, რამდენი აიყვანა და ძაღლებმა როგორ იმუშავეს)) ცოტა ხანში აწრიალებულმა კუჭმა თავისი გაიტანა და დავიწყეთ მზადება სუფრის გასასლელად. შეიწვა მწვადი, მოიხარშა ხაშლამა, დაიჭრა სალათი, ყველი, ძეხვი, ჩამოისხა ოჩოს ღვინო და წავიდა გუგუნი))) შილაკამ ისეთი დელიკატესი გაგვიმზადა, ისე გამოიყურებოდა, ჭამა დაგვენანა. მაგრამ ისეთი სასწაული გემოსი აღმოჩნდა, ცოტა ხანში პატარა ნაჭერიც არ დარჩა. შორიახლო მდგომი ფაცხიდან, სადაც აზერბაიჯანელი ჯიგრები ქეიფობდნენ ოჯახებით, სამი თეფში აზერბაიჯანული ხინკალი მოგვაწოდეს. სხვათაშორის ძალიან გემრიელი. იმავე თეფშებით აქედან ხაშლამა გავუგზავნეთ და ასეე გავუმაგრეთ საძირკველი ორი ერის მეგობრობას))))) რამოდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ დადგა დრო ახალი წევრის მიღებისა, რაც ტრადიციულად სკამებზე ასვლით და ბატონი რეზოს სადღეგრძელოს შესმით დაგვირგვინდა. კიდევ ერთი კარგი ადამიანი, ბუნების მოყვარული და ქომაგი შეგვემატა კლუბში რეზოს სახით. საღამოსკენ, ვინც თბილისში დაბრუნებას აპირებდა, ნელა ნელა დაიწყეს ბანაკის დატოვება. დარჩენილებმა განვაახლეთ სუფრა, აინთო შუქი და ქეიფი ახალი ძალით განახლდა. უმაგრესი საღამო გამოვიდა, კოცონით, სიმღერებით, მეგობრების წრეში დროსტარებით და იუმორით. მერე არ მახსოვს.. მერე მახსოვს რომ გავიღვიძე დილით 7 საათზე და დავითუსას კარვის მეტი ტყეში არცერთი კარავი არ იდგა და სულიერი არ ჭაჭანებდა. სიგარეტი გამთავებია და ზოგოერთებს, სახელს და გვარს არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა, დავიწყებია დატოვება და დავრჩი ასე. ერთადერთი კოლოფი ეგდო მაგიდაზე, ვოგის მენთოლიანი))) გადავხსენი სასწაულის მოლოდინში და ჰოი საოცრებავ, ერთი ღერი არ მიყურებს მორცხვად?
|
|
|
|
![]() |
Aug 23 2016, 13:31
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
თაზო ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017 Aug 23 2016, 12:30
თაზო RE: ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017 Aug 23 2016, 12:35
ჭალიმგელა how to do a screen shot Aug 23 2016, 13:41
ზახარა ტიხარ Aug 23 2016, 13:44
ჭალიმგელა pic upload Aug 23 2016, 13:46
ჭალიმგელა pic hosting Aug 23 2016, 13:50
ზახარა ტიხარ Aug 23 2016, 14:46
ზახარა free jpeg images Aug 23 2016, 16:07
ზახარა image upload no limit Aug 23 2016, 16:14
ჩავლე თაზოზ და დავითუსას... Aug 23 2016, 22:29
ჩელე მშვენიერი რეპორტი... Aug 23 2016, 23:44
assassin29 კარგია კარგი გუდ ჯ... Aug 24 2016, 13:16
gacho საღოლ მაგარი სეზონ... Aug 24 2016, 15:50
general მოვიცალე ცოტა აქაუ... Aug 24 2016, 18:26
archil111 გილოცავთ სეზონის გ... Aug 24 2016, 22:03
MISHAE77 მადლობა ყველას მაგ... Aug 25 2016, 15:35
hunter88 გაიხარეთ ყველაფერ... Aug 25 2016, 22:43
ჭალიმგელა hunter88
პოსტიმიგზე თუ ... Aug 26 2016, 11:42
ოთო. დავამატებ ცოტას მე... Aug 26 2016, 11:50
ოთო. загрузить картинку
залит... Aug 26 2016, 11:54
kobavar უშვალოდ ნადირობის ... Aug 26 2016, 12:31
ალექსანდრე ყველას მოგილოცავთ ... Aug 26 2016, 14:18
Fishman საბო
სადაა შეპირე... Aug 27 2016, 15:54
ჭალიმგელა აბა შეხურდით სანამ... Jul 31 2017, 12:46
უიარაღო უკვე 19 დარჩა Jul 31 2017, 13:44![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th October 2025 - 04:16 |