ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველა პატიოსან და წესიერ მონადირეს სეზონის გახსნა. ყოფილიყოს ხვავრიელი და ყოველგვარი ექსცესების გარესე ჩაევლოს. როგორც იქნა დადგა აგვისტოს ბოლო შაბათი, რომელსაც ყველა ასე ველოდით. ზოგი დღეებს, ზოგიც საათებს ითვლიდა, გახსნამდე დარჩენილს. ჩვენ როგორც ყოველთვის, ადრე დავიწყეთ მზადება იმ ლამაზი ტრადიციის ლამაზად ჩატარებისათვის, რასაც წლებია ჩაეყარა საფუძველი. ადგილი ტრადიციულად შეირჩა წალკაში, დაშბაშის კანიონის სასწაული ხედით. წალკის გამგეობამ შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთა, ჩვენი მაგიდა კოხტად გადაუხურავთ და შეუღებავთ. დამატებით რამოდენიმე მსგავსი ფაცხა არის გაკეთებული მიმდებარედ. იმის გამო, რომ სავსეა იქაურობა ტურისტებით და ადგილობრივებით, შეიძლებოდა საერთოდ მაგიდის გარეშე დავრჩენილიყავით ამდენი ხალხი. ამიტომ მე და დავითუსამ წინა დღით დავიჭირეტ თადარიგი, გავძეძგეთ ჩემი მანქანა და გავსქურეთ წალკაში. ნელა ნელა სუნთქვა გაადვილდა და ტემპერატურამაც კლება იწყო ყოველ კილომეტრზე)) ავედით საღამოს 11 საათისთვის. გავაკეთეთ განათება, ავანთეთ ცეცხლი, გავშალეთ კარავი. კარგი სიგრილე დაგვხვდა, რამაც გადაგვაწყვეტინა ცოოტა გავმთბარიყავით, რაშიც თბილისიდან "შემთხვევით" წაყოლებული წიწაკის ნემიროვი გადასარევად გამოდგა. მართალია დავითუსამ 200 გრამიანზე მეტი რად გვინდაო, მაგრამ ჩემმა დაჟინებამ და გამოცდილებამ გადაწონა, რამაც გაამართლა და ცოტა ხნის მერე ყელგამომშრალი ბოთლი მიესვენა მაგიდაზე))) 15-15 კილო სამწვადე და სახაშლამე ხორცი გვქონდა წაღებული. ვიფიქრეთ მწვადის დეგუსტაცია ჩაგვეტარებინა და ხორცი წინასწარ დაგვეტესტა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შამფური არც ერთს არა გვქონდა. აქ გამოჩნდა ის, რომ ადამიანს თუ შია ან რამე ძალიან სურს, ყველაფერს მოახერხებს. დავითუსამ გაიხსენა, თუკი რამე ჰქონდა ნანახი და და წაკითხული მსგავსი სიტუაციების შესახებ და თეორიიდან ეგრევე პრაქტიკაზე გადავედით)) ამოვაცალეთ ზურგჩანთას ალუმინის სამაგრი, ნაჯავით გავუკეთეთ წვეტი, იქვე ნაპოვნი მავთულით დავახვიეთ დანაზე და გადასარევი მივიღეთ "სუპერ შამფური 2016". მოკლედ. ამ ყველაფრის შემდეგ წავუძინეთ სიგრილეში გემრიელად. დილით ათისკენ დაიწყეს ბიჭებმა ნელანელა ამოსვლა. თორმეტისკენ თითქმის ყველა ადგილზე ვიყავით. წავიდა მოყოლა თუ ვინ სად იყო, როგორ ინადირა, რამდენი აიყვანა და ძაღლებმა როგორ იმუშავეს)) ცოტა ხანში აწრიალებულმა კუჭმა თავისი გაიტანა და დავიწყეთ მზადება სუფრის გასასლელად. შეიწვა მწვადი, მოიხარშა ხაშლამა, დაიჭრა სალათი, ყველი, ძეხვი, ჩამოისხა ოჩოს ღვინო და წავიდა გუგუნი))) შილაკამ ისეთი დელიკატესი გაგვიმზადა, ისე გამოიყურებოდა, ჭამა დაგვენანა. მაგრამ ისეთი სასწაული გემოსი აღმოჩნდა, ცოტა ხანში პატარა ნაჭერიც არ დარჩა. შორიახლო მდგომი ფაცხიდან, სადაც აზერბაიჯანელი ჯიგრები ქეიფობდნენ ოჯახებით, სამი თეფში აზერბაიჯანული ხინკალი მოგვაწოდეს. სხვათაშორის ძალიან გემრიელი. იმავე თეფშებით აქედან ხაშლამა გავუგზავნეთ და ასეე გავუმაგრეთ საძირკველი ორი ერის მეგობრობას))))) რამოდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ დადგა დრო ახალი წევრის მიღებისა, რაც ტრადიციულად სკამებზე ასვლით და ბატონი რეზოს სადღეგრძელოს შესმით დაგვირგვინდა. კიდევ ერთი კარგი ადამიანი, ბუნების მოყვარული და ქომაგი შეგვემატა კლუბში რეზოს სახით. საღამოსკენ, ვინც თბილისში დაბრუნებას აპირებდა, ნელა ნელა დაიწყეს ბანაკის დატოვება. დარჩენილებმა განვაახლეთ სუფრა, აინთო შუქი და ქეიფი ახალი ძალით განახლდა. უმაგრესი საღამო გამოვიდა, კოცონით, სიმღერებით, მეგობრების წრეში დროსტარებით და იუმორით. მერე არ მახსოვს.. მერე მახსოვს რომ გავიღვიძე დილით 7 საათზე და დავითუსას კარვის მეტი ტყეში არცერთი კარავი არ იდგა და სულიერი არ ჭაჭანებდა. სიგარეტი გამთავებია და ზოგოერთებს, სახელს და გვარს არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა, დავიწყებია დატოვება და დავრჩი ასე. ერთადერთი კოლოფი ეგდო მაგიდაზე, ვოგის მენთოლიანი))) გადავხსენი სასწაულის მოლოდინში და ჰოი საოცრებავ, ერთი ღერი არ მიყურებს მორცხვად?
![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2025 - 23:16 |