ქათმისნაირთა გამრავლების დიდი პროექტი, გნილი, კაკაბი, ხოხობი, დურაჯი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქათმისნაირთა გამრავლების დიდი პროექტი, გნილი, კაკაბი, ხოხობი, დურაჯი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იქნა ოცნების ასრულებას ვიწყებთ და ვაშენებთ ვოლიერებს ქათმისნაირთა მოსამრავლებლად და ნაწილის ბუნებაში გასაშვებად
მე და დირექტორმა გადავწყვიტეთ ეროვნული სატყეო სანერგის ბაზაზე გავაკეთოთ "ფლორა-ფაუნის ეროვნული საშენი" გავიარეთ ბევრი კოსულტაცია დავუკავშირდით ყველა მაგ საქმის მცოდნეს. დიდი მადლობა ირაკლი ბრეგვაძეს და ყველას გვერდში დგომისთვის ასევე ახალი მინისტრი მთელი სულით და გულით გვიდგას გვერდით, დანარჩენი საქმე და ცოტა ბიუროკრატიების გადალახვა გველოდება ესეც საპილოტე საცდელი ხოხობ კაკბები კოლხური ხოხბები 2,5 თვის ![]() ![]() ![]() ![]() hosting images ესეც ირაკლის კაკბები. მთავარი სახოხბე ვოლიერი ეხლა იწყება და სურათებს შემოგთავაზებთ, იქნება ველურ ბუნებასტან მაქსიმალურად მიახლოებული სადედე საკაკბე მზადაა და გადაყვანის მერე იმ სურატებსაც შემოგთავაზებთ ![]() ![]() ![]() ![]() upload png სიახლეებს მაქსიმალურად მოგაწვდით. ისე თუ ვინმე გაიმეტებს და დამეხმარება ენდემებით მადლობელი დავრჩები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
22 აგვისტოს გამომიჩეკა კრუხმა ხოხბის ბოლო პარტია. 14 კვერცხიდან 1 ცალი გამოიჩეკა. დედალ ხოხობს კიდევ 11 კვერცხი ჰქონდა ბუდეში მოგროვილი, რომლის გამოჩეკასაც კიდევ ვაპირებდი, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ იმ დღესვე მოხვდნენ ტაფაში. მშვენიერი "გლაზუნები " გამოვიდა. მამალი იცვლიდა ბუმბულს და ეტყობა სიყვარულის განწყობაზე ვერარ იყო. ასე რომ აქედან დასკვნის გაკეთება შეიძლება. ყველაზე კარგი საინკუბაციო კვერცხი არის პირვლი დადებები, ანუ გაზაფხულზე.
პირველი პარტია კარგად გამოიჩეკა 22 კვერცხიდან 19 ცალი- მაგრამ გამოუცდელობით დამეხოცა და მხოლოდ 3 გავზარდე. მეორე პარტია- 12 კვერცხიდან 7 გამოიჩეკა, ერთი პირველ საათებშივე მოკვდა და დარჩენილი 6 დან ყველა გავზარდე. და ბოლო 14 კვერცხიდან 1 ცალი და ეს ერთი იზრდება. კრუხების გამოჩეკილები მეტად სიცოცხლის უნარიანებია, არც ერთი არ მოკვდა ბოლო 2 ბუდობიდან. პირველი პარტია კი ინკუბატორის იყო და ფილტვების ანთებით დამეხოცა უმეტესობა. მომავალ წელს ვხვდები უფრო მეტი ხოხბით და გამოცდილებით. და ბოლოს დავამატებ რომ 1 დედალი მყავს და წელს 80 ცალ კვერცხამდე ავიდა. დადებს 12-15 ცალს ისვენებს 1 კვირა, შემდეგ ისევ იწყებს და ასე შემდეგ. სექტემბერშიც დადო 4 ცალი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 12:09 |