ქედანზე ნადირობა!!! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქედანზე ნადირობა!!! |
![]()
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ხალხნო გადავწყვიტე რომ ქედანზე ნადირობას დაუთმო დიდი დრო. ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება მისი მოპოვება ისე რომ თბილისიდან შორს არ გავიდე საფარს და ფიტულებს ვიჩალიჩებ პრობლემა არ არის უბრალოდ არ ვიცი სად იჩითება ხოლმე. მტრედზე არ მაქვს საუბარი იმენა ქედანი ნაცრის ფერი რომ არის. წინასწარ დიდი მადლობა ყველას.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 9 რეგისტრ.: 1-December 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შეგიძლიათ თვითონვე შეამოწმოთ ნახევრად ავტომატის და ჩაკეტილი სისტემის იარაღების ეფექტურობა ან ქრონზე ან ხის დაფაზე და შტანგელით გაზომოთ რომელი იარაღის ნასროლი რამდენზე შევა ხეში.
პომპა თავიდან სანადიროდ შეიქმნა უბრალოდ მისი მაღალი საიმედოობის გამო აიტაცეს შეიარაღებულმა ძალებმა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ცხოველზე ნადირობისას საიმედოობა ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტიცაა თან ორ ლულიანზე მეტი ტყვიაც ეტევა ყველა მივხვდებით უპირატესობას. იარაღის ბრძოლისუნარიანობა. ეგრედწოდებული ჭრა, ტყვიის სიჩქარე დამოკიდებულია ფაქტორთა მთელ სისტემაზე, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება: 1. გაზის კარგვა რაც ცოტაოდენ მაინც ამცირებს ტყვიის სიჩქარეს. 2. სავაზნე რომ არის 76 მმ და 70 მმ ვაზნას ვხმარობთ იქაც ხდება გაზების კარგვა რაც ასევე აკლებს სიჩქარეს, 3.სხვადასხვა ქვეყნების წარმოებულ იარაღებს ლულის გაბურღულობა სხვადასხვა ზომის აქვთ და ამიტომ პიჟების ზომით ხდება სიცქარის რეგულირება, რომელიც ინგლისურ თოფებში 12 კალიბრისთვის 18.5 მმ მდეა და ამერიკულ თოფებში 15 მმ აქედან გამომდინარე თუ ინგლისური თოფით ვისვრით ამერიკულ თოფზე გათვლილ გილზს მისი პიჟი ლულაში არ გაიჭედება და წნევას არ შექმნის რაც ასევე დააკლებს სიჩქარეს. (იყიდეთ რამდენიმე ფირმის გილზები დაშალეთ და ლულაში პიჟ-კონტეინერები ჩატენეთ, ზოგი თავისუფლად წავა ზოგი გაიჭედება) 4. ლულის სიგრძე, რაც 71 სმ. მდე ტყვიას აჩქარებს მაქსიმალურად და თუ ლულა მეტი სიგრძისაა უკვე ტყვიის სიჩქარე იკლებს საქართველოს შემთხვევაში, რადგან აქ გვაქვს უხარისხო დენთით დატენილი გილზებით სავსე მაღაზიები და ეს დენთი წვას მანამდე წყვეტს ვიდრე 81 სანტიმეტრიანი ლულის ბოლომდე გავა რის შედეგიც სიჩქარის კლებაა.. მართალია ლულის სიგრძე კარგი ჯგუფის შექმნას უზრუნველყოფს და ამიტომ ტყვიის სიჩქარეს აღარავინ უყურებს საფანტის ჯგუფი იმდენად მნიშვნელოვანია. 5. საზაფხულო და საზამთრო გილზები სხვადასხვანაირად იტენება და საქართველოში ეგეც არავის ადარდებს მაღაზიებში, რადგან საზაფხულო გილზები იაფია ის შემოაქვთ ზამთრისთვისაც უბრალოდ ფერი ან ფირმის სახელი იქნება სხვა და როგორც ზამთრის გილზი ფასიც მეტი აქვს ჩვენთვის. ასეთი მიზეზები კიდევ ბევრია და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძლიერ მოქმედებს ჩვენს შედეგსა და ნერვებზე )))) ისე როგორც ერთერთმა ძველმა მონადირემ და სპორცმენმა თქვა: თუ თოფი გაქვს და ვერ კლავ ესეიგი სროლა არ იცი! ამისი ქართული ინტერპრეტაცია კი იცით ყველამ ცუდ მოცეკვავეს რაც უშლის ხელებს )))) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2025 - 13:19 |