ენტერიტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ენტერიტი |
Sep 25 2016, 15:19
პოსტი
#1
|
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 25-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობა! დღეს დავრეგისტრირდი არც მონადირე ვარ არც მეთევზე, სიმართლე თუ გინდათ არ ვემხრობი ცხოველების დაჭერას და მოკვლას,მაგრამ ვიცი რომ მე ვერ გამოვასწორებ ვერაფერს ამიტომ ჩუმად ვარ,აქ ამ თემაზე სასაუბროდ არ ვარ.
მყავს ძაღლი და რამდენჯერაც რაღაც დამჭირდა და დავგუგლე სულ ამ საიტზე მიგდებს ინფორმაციას,ხოდა გადავწყვიტე დავრეგისტრირდე და პირდაპირ დაგისვათ კითხვები. ჰასკი მყავს 4 თვის და ერთი-ორი კვირაა კუჭში თხლად გადიოდა, 12-ში აღებინა კიდეც მაგრამ მაშინვე გადაუარა და მშვენივრად იყო, მეც არ ჩავთვალე საჭიროდ პანიკის ატეხვა და ეგრევე ვეტთან გაქანება, მაგრამ დღეს დილით აღებინა ისევ, კუჭშიც უარესად იყო,თან მოწყენილიც იყო და შემეშინდა და წავიყვანე. მითხრა რომ ენტერიტი აქვს, ძალიან პესიმისტი შემხვდა ისედაც გული მისკდებოდა და უარესი დამმართა,მე კი ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ შეიძლება მოკვდესო,ბევრი კვდება ამისგანო და ა.შ. რა მაინტერესებს ძალიან დაგვიანებული ხომ არაა მკურნალობა? მართლა შეიძლება რომ მოკვდეს? მითხრა არაფერი არ აჭამო სამი დღეო და ესე უფრო არ დასუსტდება? სამ დღიან კურსს ჩავუტარებო. ანუ თავისი ვეტი არაა ვისთანაც დამყავდა დღეს არ იყო თვითონ და სხვაგან წავიყვანე დიდად არ ვენდობი და მაგიტომ მაინტერესებს. ჩემს ვეტსაც რომ დავურეკე მითხრა ჟობია ვისთანაც დაიწყე მკურნალობა იმასთან დაამთავროო. გამიგია რომ ზოოპარკში ალიკა არისო ძაან ძლიერი ვეტიო და მანდ ხო არ წავიყვანო თუ გადავხედო ეს სამი დღე? მირჩიეთ რამე თორე მოვკვდები ნერვიულობით. მადლობა ყურადღებისთვის |
|
|
|
![]() |
Sep 26 2016, 10:32
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Bonnie
სამწუხაროდ დაგვიანებული ენტერიტისგან, მეც მომიკვდა 2,5 თვის ჰასკი, მაგრამ იქ ექიმის ბრალი იყო. ვერ მიხვდა ენტერიტი იყო თუ უბრალოდ მოწამვლა. არა და ცნობილი ვეტერინარია რომ ჰკითხო. ვეუბნებოდი, რომ ენტერიტია მეთქი და არ არის ეს ენტერიტიო. პირველი რასაც უნდა დააკვირდე არის: ღებინების დროს მასას მწარე სუნი თუ აქვს დაახლოვებით აცეტონის მსგავსი, მაშინ ენტერიტია. საკმაოდ არასასიამოვნოა ვიცი, მაგრამ მოგიწევს დასუნო. ასევე, განავალი. თუ მწარე სუნი დაჰკრავს, ე.ი. ეგ არის. მეორე: პანიკაში ნუ ჩავარდები. 4 თვის არც ისეთი პატარაა, რომ ვერ გადაიტანოს ამიტომ მგონია, რომ გამოძვრება. თუმცა გააჩნია ლეკვი რამდენად ჯანსაღია და ვინ შეხვდება მკურნალი ექიმი. აცრები ან ჭიაზე დამუშავებული თუ გყავს? ვისთან მიიყვანე? ალიკა ეხლა არის საბურთალოს 45-ში (ახლანდელი ცინცაძის ქუჩა). ჩემი ჩელსი ბოლოს ალიკასთან მივიყვანე, მაგრამ იმდენად დაგვიანებული იყო, რომ სამწუხაროდ ვერაფერს გახდა. თუმცა ძალიან ეცადა, სხვისი დანაშაული გამოესწორებინა. მოკლედ, წარმატებას გისურვებთ შენც და ცუგასაც. იმედი მაქვს გამოჯანმრთელდება და შემდეგ ფოტოსაც გვაჩვენებ. მთავარია შენ არ დაყარო ფარ-ხმალი და იბრძოლო ბოლომდე. |
|
|
|
Bonnie ენტერიტი Sep 25 2016, 15:19
გოგიტა პრინციპში დაავადე... Sep 25 2016, 18:16
ზახარა Bonnie
დაგვიანებული ე... Sep 26 2016, 09:37
ჩელე Bonnie
რა ქენი ადამიან... Sep 28 2016, 08:57
chalata 3 ლეკვი მყავს გადარ... Sep 28 2016, 23:09
Mariami- ციტატა(chalata @ Sep 28 2016, 23... Oct 8 2018, 10:01
ჩელე სავარაუდოდ ვერ არი... Sep 29 2016, 09:07
გოგიტა ექიმთან მიიყვანე ს... Oct 8 2018, 13:34
ოთო. Mariami-
სალამი !
აჯობ... Oct 8 2018, 19:09
ჯოლა Mariami-
რა ასაკისაა? რა ... Oct 8 2018, 23:03![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 18:45 |