Alex Jango - ს თხზულებები, II ტომად |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Alex Jango - ს თხზულებები, II ტომად |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Alex Jango ხაშურის შესახებ :
ხაშურში ადრე პატარა სოფელ იყო. ეხლა რომ არის გაბრწყინებული, განათებული და გადიდებული ეგრე კი არ იყო? ჰოდა ამ სოფელს ერთი არწივი ჰყავდა შემოჩვეული. იტაცებდა ეს არწივი ხან ცხვარს, ხან ბოჩოლას, ხან ქათამს და ხან თხას. ერთ დღესაც, ასეთივე მზიანი იყო ის შავბნელი დღე როგორიც დღეს არის, მოფრინდა ეს არწივი და მოიტაცა ბავშვი. დაინახა ამ ბავშვის ბიძამ ეს ამბავი, დაავლო ხელი თოფს და გაეკიდა. მიფრინავს ეს არწივი და მისდევს ეს კაცი, მიფრინავს და მისდევს. არ ეშვება. მიფრინავს და თანდათან კარგავს თვალთახედვიდან. 2 დღე და ღამე სდია კაცმა. ბოლოს დაინახა ჭაუხები. არ ჰქონდა დიდი იმედი, მაგრამ აუყვა ამ ჭაუხებს. თან ეძახდა ბავშვს: ხაშუურ, ხაააშუუურ... ხაშურა ერქვა თურმე ამ ბავშვს. ეძახის, მაგრამ კაციშვილი ხმას არ სცემს. არც ქალიშვილი. ძალა გამოეცალა ამ კაცს, ხელი ჩაიქნია, უკვე იმედიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ერთი კიდევ გასძახა ცრემლნარევი ხრინწიანი ხმით: ჰაააი ხაააშუუურ... და უცებ ვიღაცამ გამოსძახა: აქა ვაარ ძიააა.... ჰოდა ამიტომ დაერქვა ხაშურს ხაშური..... ![]() ![]() Alex Jango ზესტაფონის შესახებ : ერთ კაცს თურმე ჰყავდა 3 გოგო. ეს კაცი მშრომელი იყო, მუხლჩაუხრელად შრომობდა დღე და ღამეც. მეუღლე უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. მესამე გოგოს მშობიარობას გადაჰყვა. დარჩა მარტო, მაგრამ არ შეუშინდა ცხოვრების ქარ-ცეცხლს და გაზარდა ეს 3 გოგო. რის ვაივაგლახით, მაგრამ გაზარდა. ერთ დღესაც თურმე ბატონი ეახლა ამ კაცს. გოგოები მოწონებია ამ დამპალს და უთქვამს ამ კაცისთვის: ხვალ საღამოს ჩემ კაცს გამოვუშვებ ურმით. დასხი სამივე გოგო და გამომიგზავნე ჩემ კარზეო. შეეშინდა ამ კაცს. აღარც ისეთი ახალგაზრდა იყო, რომ აეღო თოფი და შიგ შუბლში დაეჭედებინა. არც გოგოების გატანება უნდოდა. გააცილა ბატონი, შემობრუნდა სახლში, დასხა თავისი გოგოები და უთხრა: სასწრაფოდ მოკრიბეთ თქვენი ტანსაცმელი უნდა გავერიდოთ აქაურობასო. ამ გოგოებსაც არა დარჩენოდათ სხვა რამ. შეფუთეს ტანსაცმელი, თუკი რამე ძვირფასი გააჩნდათ მოაგროვეს, შეყარეს ეს ყველაფერი ურემზე და დაელოდნენ დაბინდებას. აი დაბინდდა კიდეც. კაცმა ხარებს შოლტი გადაარტყა, ''გეჩი''-ო შესძახა და მთვარის შუქზე ძაღლიც აყეფდა. მთელი ღამე იარეს. გადაიარეს ბევრი მთა. თვალი არ მოუხუჭავს არცერთს. საკმაოდ ბევრი იარეს. ამასობაში მზეც ამოიწვერა, მაგრამ მიდიოდნენ თავდაუზოგავად. მთელი დღე იარეს. იარეს. იარეს. 1 კვირა იარეს. კიდევ იარეს. მერე კიდევ მთელი კვირა იარეს. მანამდე იარეს, სანამ ხარები არ დაეცნენ და სული არ განუტევეს. ამასობაში მიდგნენ მდინარეს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ძალიან სუფთა და კამკამა იყო, მაგრამ მოდიდებული და ცოტა გაავებული ჩანდა. ფონს ვერ პოულობდნენ. ხან ზევით ეცნენ, ხან ქვევით, მაგრამ ვერ იპოვნეს ადგილი საიდანაც გადავიდოდნენ მეორე მხარეს მშვიდობიანად. გამწარებულმა კაცმა აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს, ცაში აიხედა, გოგოებს მოუხმო თავისთან, ხელი ჩაკიდა და შესძახა: თუ ''ზე''ნამ ინება, ''სტა''ბილურად გავალთ ''ფონს''-ო. გოგოებმა შეცბუნებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ბოლოს ერთმა შებედა და ჰკითხა: რაო მამა?.... -თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს და დავიხრჩოთ. ალბათ ასე ყოფილა საჭიროო. -ვერ გავიგეთ მამა რას ამბობ? -თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს. რა გჭირთ დაყრუვდით თქვე მამაძაღლებოო??? - არ გვესმის მამა, ხმამაღლა გვითხარი.... კაცმა მოიკრიბა ძალ-ღონე და ისეთი ხმით დასჭექა, მდინარემ დროებით დინება შეწყვიტა. --თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს, წყაააააალმააააააა.... -გვესმის მამა, ლატომ ყვილი ლაა- ამოილუღლუღა ნაბოლარამ, რომელიც ''რ''-ს ვერ ამობდა. რაღა ბევრი გავაგრძელო და გავიდნენ ფონს მამა-შვილი. გადავიდნენ მშვიდობიანად მეორე ნაპირზე და იქვე ახლოს დასახლდნენ. ცხოვრობდნენ მას მერე მშვიდობიანად. არც ბატონი ჰყავდათ და არც პატრონი. მერე გოგოები გათხოვდნენ, ეყოლათ შვილები, თანდათან გაიზარდა სოფელი, რომელსაც მამის საპატივსაცემოდ დაარქვეს ზესტაფონი (ზენა, სტაბილურობა, ფონი) მდინარეს კი რომელიც მამის ყვირილმა გააჩერა, ყვირილა.... ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ერთი სამეფოს გვერდით იყო პატარა სოფელი, რომელიც გარშემორტყმული იყო ტყის მასივებით და ამ ტყესთან ახლოს მდებარე ტბა, მას უფრო მეტ სილამაზეს სძენდა. სოფელში საკმაოდ ბევრი ხალხი ცხოვრობდა, რომლებიც შეხმატკბილებულები იყვნენ ერთმანეთთან. სოფელში მუდმივად მშვიდობა სუფევდა. ეხმარებოდნენ ერთმანეთს, მიცვალებულებს საკადრის პატივს სცემდნენ, ადიდებდნენ მაღალ ღმერთს და იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ადამიანის გაჭირვებას ვერ ნახავდით. დაფრინავდნენ პეპლები, დადიოდნენ ჭიანჭველები და ფეხსაც კი არ ადგამდნენ, მანამ სანამ.....
იმ ავბედით დღეს, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ლამაზი და მშვიდი სოფელი, ოდესღაც საშინელ და წარმოუდგენელ ადგილად გარდაიქმნებოდა. იმ ავბედით დღეს, ამ სოფლისთვის ცხოვრება დამთავრდა. ცხოვრება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სიმშვიდის და სიყვარულის გარანტი იყო. დღეობას აღნიშნავდნენ სოფლის მაცხოვრებლები. ახალგაზრდობა, მოხუცები, ბავშვები მოფენილები ყოფილან ტყის პირას. ალა-ალაგ სუფრები გაშლილიყო მინდორზე. ურემში შებმული ხარები გემრიელად იცოხნებოდნენ და სიამოვნებისგან კრუსუნებდნენ. ყველა სუფრას თავისი თამადა ჰყავდა. ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ და ხმამაღლა გაჰკიოდნენ გაურკვეველ სიტყვებს. აქა-იქ შეყვარებული წყვილები თვალებს უჟუჟუნებდნენ ერთმანეთს და იმის შიშით, რომ არავის შეემჩნია, შორი-შორს იდგნენ და შორით ტრფობას მისცემოდნენ. მამაკაცები ხორხოცობდნენ და მხიარულად უჭახუნებდნენ ჭიქებს ერთმანეთს. სადღაც ცეკვავდნენ, სადღაც მღეროდნენ, სადღაც წინაპრების სადღეგრძელოს სვავდნენ და თამადას გულისყურით უსმენდნენ. ყველა სუფრის გვერდით ცეცხლი გიგზგიზებდა და კვამლისგან აცრემლებული ქალები თვალებს ისრესდნენ. თანდათან ბინდდებოდა. ბახუსის ღმერთი ზემოდან იყურებოდა და თავისთვის იღიმოდა გესლიანად. კაცებს სიმთვრალე ეპარებოდათ, ქალებს დაღლილობა, ბავშვებს ძილი და მოხუცებს ბედნიერება ამ ყველაფრის მონაწილენი რომ იყვნენ. ტყეში ჭოტის გამაყრუებელი ხმა გაისმა თუმცა ამ კივილისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. უკვე ჩამობნელებულიყო. ყველა რაღაცას ელოდა შინაგანად. გრძნობდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც გრანდიოზული. რაღაც აღუწერელი და წარმოუდგენელი. ჭოტმა კიდევ დაიკივლა. ტბასაც რაღაც ღელვა დაეწყო. ქარი კი არსაიდან ჩანდა. ღრიანცელი გრძელდებოდა. გაჩუმებას არავინ აპირებდა, პირიქით თრობა თანდათან ემატებოდათ კაცებს და თანდათან ხმას უწევდნენ. ჭოტის ხმა კი უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. უცებ ტყიდან ნისლი გამოვარდა. ხეებმა შრიალი დაიწყეს. ტბაც თავდაუზოგავად აწყდებოდა ნაპირებს. ცეცხლიდან ნაპერწკლების კორიანტელი ავარდა, ერთად მოიყარეს თავი ნაპერწკლებმა და დიდ გროვად გადაიქცა. ხალხი გაოგნებული შეჰყურებდა ამ სანახაობას, ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა. გაქცევა არავის უფიქრია, იმდენად შოკირებულები იყვნენ. ნისლიც გაიფანტა და უცებ სილუეტი შენიშნეს ცეცხლის ალზე იქ მყოფებმა. სოფლის თავი რომელსაც ბულა-ს ეძახდნენ, სუფრიდან ადგა, 3 ნაბიჯი გადადგა და ამოილუღლუღა: ტყიური, ტყიური... სილუეტი სოფლის თავისკენ გამოემართა. ბულას ნაბიჯი არ გადაუდგამს. სილუეტი კი უშიშრად მოემართებოდა ბულასკენ. ბულამ ხელი ჩაიყო ჩოხის უბეში და იქიდან პატარა ხმალი ამოიღო. სილუეტმა კი თავი მოიფხანა, შემდეგ გააქნია ეს თავი და იქიდან წამოსულ მტვერს სული შეუბერა. მტვერი გაიფანტა, შეიყნოსა ყველა იქ მყოფმა ადამიანმა და თვალები აუწითლდათ. თითქოს ცხოველებს დაემსგავსნენ, თითქოს ერთმანეთის მოსისხლე მტერი ყოფილიყვნენ დაერივნენ ერთმანეთს. ზოგი დანით, ზოგი ჯოხით, ზოგი ხანჯლით დარბოდა და გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს... ბოლოს, სილუეტი და ბულა დარჩნენ. შეებნენ ერთმანეთს, ხან ბულა იყო ქვემოდან და ხან სილუეტი ზემოდან. ბოლოს ბულამ თავში ჩასცხო ხანჯალი სილუეტს. სილუეტმა ხელი მოიქნია და გადააგდო ბულა. ბულამ თავი ვერ შეიკავა და იქვე დაგდებულ ხანჯალზე წამოეცვა.... ეს ამბავი ერთმა იმერელმა თავისი თვალით ნახა, რომელიც რაჭაში მიდიოდა 1 ურემი სიმინდით, რომ ლობიოზე გადაეცვალა... გავიდა დრო და ამ სოფელში ისევ დაიწყო ხალხმა ცხოვრება. სოფელს კი ტყიბულა დაარქვეს, სილუეტის (რომელმაც სოფლის თავმა ტყიური უწოდა) და ბულას ბრძოლის პატივსაცემად... დროთა განმავლობაში კი ტყიბულამ სახე იცვალა და ტყიბული გადაერქვა... აი ასე დაერქვა ტყიბულს ტყიბული.... ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 22:09 |