Alex Jango - ს თხზულებები, II ტომად |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Alex Jango - ს თხზულებები, II ტომად |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Alex Jango ხაშურის შესახებ :
ხაშურში ადრე პატარა სოფელ იყო. ეხლა რომ არის გაბრწყინებული, განათებული და გადიდებული ეგრე კი არ იყო? ჰოდა ამ სოფელს ერთი არწივი ჰყავდა შემოჩვეული. იტაცებდა ეს არწივი ხან ცხვარს, ხან ბოჩოლას, ხან ქათამს და ხან თხას. ერთ დღესაც, ასეთივე მზიანი იყო ის შავბნელი დღე როგორიც დღეს არის, მოფრინდა ეს არწივი და მოიტაცა ბავშვი. დაინახა ამ ბავშვის ბიძამ ეს ამბავი, დაავლო ხელი თოფს და გაეკიდა. მიფრინავს ეს არწივი და მისდევს ეს კაცი, მიფრინავს და მისდევს. არ ეშვება. მიფრინავს და თანდათან კარგავს თვალთახედვიდან. 2 დღე და ღამე სდია კაცმა. ბოლოს დაინახა ჭაუხები. არ ჰქონდა დიდი იმედი, მაგრამ აუყვა ამ ჭაუხებს. თან ეძახდა ბავშვს: ხაშუურ, ხაააშუუურ... ხაშურა ერქვა თურმე ამ ბავშვს. ეძახის, მაგრამ კაციშვილი ხმას არ სცემს. არც ქალიშვილი. ძალა გამოეცალა ამ კაცს, ხელი ჩაიქნია, უკვე იმედიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ერთი კიდევ გასძახა ცრემლნარევი ხრინწიანი ხმით: ჰაააი ხაააშუუურ... და უცებ ვიღაცამ გამოსძახა: აქა ვაარ ძიააა.... ჰოდა ამიტომ დაერქვა ხაშურს ხაშური..... ![]() ![]() Alex Jango ზესტაფონის შესახებ : ერთ კაცს თურმე ჰყავდა 3 გოგო. ეს კაცი მშრომელი იყო, მუხლჩაუხრელად შრომობდა დღე და ღამეც. მეუღლე უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. მესამე გოგოს მშობიარობას გადაჰყვა. დარჩა მარტო, მაგრამ არ შეუშინდა ცხოვრების ქარ-ცეცხლს და გაზარდა ეს 3 გოგო. რის ვაივაგლახით, მაგრამ გაზარდა. ერთ დღესაც თურმე ბატონი ეახლა ამ კაცს. გოგოები მოწონებია ამ დამპალს და უთქვამს ამ კაცისთვის: ხვალ საღამოს ჩემ კაცს გამოვუშვებ ურმით. დასხი სამივე გოგო და გამომიგზავნე ჩემ კარზეო. შეეშინდა ამ კაცს. აღარც ისეთი ახალგაზრდა იყო, რომ აეღო თოფი და შიგ შუბლში დაეჭედებინა. არც გოგოების გატანება უნდოდა. გააცილა ბატონი, შემობრუნდა სახლში, დასხა თავისი გოგოები და უთხრა: სასწრაფოდ მოკრიბეთ თქვენი ტანსაცმელი უნდა გავერიდოთ აქაურობასო. ამ გოგოებსაც არა დარჩენოდათ სხვა რამ. შეფუთეს ტანსაცმელი, თუკი რამე ძვირფასი გააჩნდათ მოაგროვეს, შეყარეს ეს ყველაფერი ურემზე და დაელოდნენ დაბინდებას. აი დაბინდდა კიდეც. კაცმა ხარებს შოლტი გადაარტყა, ''გეჩი''-ო შესძახა და მთვარის შუქზე ძაღლიც აყეფდა. მთელი ღამე იარეს. გადაიარეს ბევრი მთა. თვალი არ მოუხუჭავს არცერთს. საკმაოდ ბევრი იარეს. ამასობაში მზეც ამოიწვერა, მაგრამ მიდიოდნენ თავდაუზოგავად. მთელი დღე იარეს. იარეს. იარეს. 1 კვირა იარეს. კიდევ იარეს. მერე კიდევ მთელი კვირა იარეს. მანამდე იარეს, სანამ ხარები არ დაეცნენ და სული არ განუტევეს. ამასობაში მიდგნენ მდინარეს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ძალიან სუფთა და კამკამა იყო, მაგრამ მოდიდებული და ცოტა გაავებული ჩანდა. ფონს ვერ პოულობდნენ. ხან ზევით ეცნენ, ხან ქვევით, მაგრამ ვერ იპოვნეს ადგილი საიდანაც გადავიდოდნენ მეორე მხარეს მშვიდობიანად. გამწარებულმა კაცმა აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს, ცაში აიხედა, გოგოებს მოუხმო თავისთან, ხელი ჩაკიდა და შესძახა: თუ ''ზე''ნამ ინება, ''სტა''ბილურად გავალთ ''ფონს''-ო. გოგოებმა შეცბუნებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ბოლოს ერთმა შებედა და ჰკითხა: რაო მამა?.... -თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს და დავიხრჩოთ. ალბათ ასე ყოფილა საჭიროო. -ვერ გავიგეთ მამა რას ამბობ? -თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს. რა გჭირთ დაყრუვდით თქვე მამაძაღლებოო??? - არ გვესმის მამა, ხმამაღლა გვითხარი.... კაცმა მოიკრიბა ძალ-ღონე და ისეთი ხმით დასჭექა, მდინარემ დროებით დინება შეწყვიტა. --თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს, წყაააააალმააააააა.... -გვესმის მამა, ლატომ ყვილი ლაა- ამოილუღლუღა ნაბოლარამ, რომელიც ''რ''-ს ვერ ამობდა. რაღა ბევრი გავაგრძელო და გავიდნენ ფონს მამა-შვილი. გადავიდნენ მშვიდობიანად მეორე ნაპირზე და იქვე ახლოს დასახლდნენ. ცხოვრობდნენ მას მერე მშვიდობიანად. არც ბატონი ჰყავდათ და არც პატრონი. მერე გოგოები გათხოვდნენ, ეყოლათ შვილები, თანდათან გაიზარდა სოფელი, რომელსაც მამის საპატივსაცემოდ დაარქვეს ზესტაფონი (ზენა, სტაბილურობა, ფონი) მდინარეს კი რომელიც მამის ყვირილმა გააჩერა, ყვირილა.... ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩელე
მიდი ერთი წალკაზეც მოზღაპრე რა რამე. სულ მაინტერესებდა ვინ ოხერმა დააფუძნა იმ სკვარამში. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 01:00 |