საგამოცდო ბილეთები, სანადრო, სპორტული და თავდაცვის იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საგამოცდო ბილეთები, სანადრო, სპორტული და თავდაცვის იარაღი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.
საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგებადა გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად იარაღის შეძენის მსურველს 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს. აქ მოცემული ბილეთები გახლავთ ქართულ და რუსულ ენებზე.... წარმატებებს გისურვებთ იქნებ ვინმეს გამოგადგეთ ![]() პატივისცემით: მე.... წყარო: საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ქართული: 1. თავდაცვითი ![]() 2. სპორტული ![]() 3. სანადირო ![]() რუსული: 1. თავდაცვითი ![]() 2. სანადირო ![]() 3. სპორტული ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 27-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ხოდა იმ კითხვის სწორ პასუხს რა ვუყოთ, რომელიც მე საკამათო მგონია? ამ კითხვის სწორი პასუხია: აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. წყარო: http://tcc.gov.ge/uploads/kanonebi/sisxlis...is_kodeqsi.pdf: მუხლი 28, პუნქტი 2. როცა პირის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგება, თვითგადარჩენის ინსტიქტით, რაც ყველა მოკვდავს აქვს, არავინ იწყებს იმაზე ფიქრს, მოგერიების ოპტიმალური ვარიანტი ავირჩიო და ზედმეტი არ მომივიდესო. პირველივე შესაძლებლობას, რაც იმ წამში მიეცემა (თუნდაც მთლიანი მჭიდის ჩახუტება) იყენებს ამ დროს ადამიანი და ამის გამო რა თქმა უნდა არ უნდა დაისაჯოს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 01:39 |