ედა, ციმბირული ჰასკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ედა, ციმბირული ჰასკი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ რომ ვთქვა, 2011 წლის მერე ქალბატონი ჩელსის გარდაცვალების შემდეგ, არც კი გამიხედავს ძაღლისკენ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მყავდა. აღარ ვაპირებდი ძაღლის აყვანას და გაზრდას. მაგრამ ისევ მეუღლის დიდი სურვილის და დაჟინებული ზუზუნის გათვალისწინებით, ავიყვანე ისევ ციმბირული ჰასკი და ისევ მეუღლის დაბადების დღეზე სიურპრიზად მივართვი.
![]() მაშ ასე, გაიცანით ![]() ![]() ლეკვის წარმოშობა: საგვარეულო ნომერი: FCG-1000 სქესი- ძუ სახელი- ედა შეფერილობა: შავ-თეთრი დაბადების თარიღი- 20.02.2015 დაბადების ადგილი- ბორჯომი მამა- ბუფი FCG-0590 დედა- დეზი FCG-0617 მოყვანის დღიდან მოუსვენარი, ხანდახან თავხედი და მაიმუნი. ჭამს ყველაფერს რაც იღეჭება. არ აქვს მნიშვნელობა რა არის: ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. ძირითადად კი მისი საჭმელი როიალ კანინის MEDIUM JUNIOR. დილაობით 0%-იანი ხაჭო. 2 დღეში ერთხელ მოხარშული თევზი- მოივა. ასევე 2 დღეში ერთხელ ქათმის ფილე მოხარშული. თევზს და ქათამს მონაცვლეობით ვაჭმევ. ვაპირებ დავუმატო საქონლის ხორცი რა თქმა უნდა მოხარშული. დამუშავებულია ჭიებზე და აცრილია ცოფზე 23.06.2015 (ეს ისე, ჩემთვის ![]() მოკლედ რაღა დავამატო და შემოგთავაზებთ ფოტო-ვიდეო მასალას ქალბატონი ედას მოყვანის დღიდან კაცმა არ იცის როდამდე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასეთი არეულობა ბევრჯერ დამხვედრია მისი წყალობით ![]() ![]() ![]() ![]() პირველი ბანაობა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტუმრად ვიტოს ცხოველებთან: დეგისთან და ტარასთან... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() фото хостинг ისე კი დიდი გეგმები მაქვს ამ ძაღლთან დაკავშირებით. ბევრს გაგეცინებათ დარწმუნებული ვარ და იფიქრებთ ამას აკლია-ო. ნუ ამას ზრდილობიანად ![]() ![]() ინსტიქტები აქვს ძალიან კარგად განვითარებული. რაც კი მოძრაობს ყველაფერს დასდევს. რამდენიმე კუ უკვე მომითრია სახლში მეხობლის ეზოდან. ასევე ზღარბები იპოვნა და არ მოეშვა სანამ მე არ მივედი და არ გამოვიყვანე. მფრინავ ხოჭოებს იჭერს, აი მარტორქასავით ხოჭოები რომ არის იმათ და ჭრიჭინებს კიდევ. ზოგიერთს გავახარებ და გეტყვით, რომ პეპლებსაც დასდევს ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ ძალიან მინდა, რომ მწყერზე მაინც ქნას რამე, რომ მეც მომემატოს ჟინი და იქნებ მეც დავიწყო ნადირობა ![]() ![]() ![]() თავისი მოთრეული კუ მეზობლის ეზოდან ![]() ![]() ასე ძინავს ხოლმე ![]() ![]() ![]() ![]() хостинг фото პრობლემები: ხასიათი- ძალიან ჯიუტი. თუ ხასიათზე არ არის, ზედაც არ შემოგხედავს. ისე პატრონმა მითხრა, დედამისიც მასე იყოო. იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება. 1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას. 2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო. 3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე. 4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო? 5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს ![]() 6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ ![]() ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას... ედამ ბოყაყი გაიცნო ედა და ზღნარბი ვიდეოებს ეტაპობრივად დავამატებ.... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საკმაოდ ბევრი ძაღლი იკარგება ბოლო დროს. ზოგს იპარავენ, ზოგი თავისით გადის და აღარ მოდის და ა.შ. ვისაც არ გამოუცდია ალბათ ვერ მიხვდება ეს რა ტანჯვა-წამებაა. ვისურვებ არავინ გამოსცადოს. მეც ამ ზაფხულს დავკარგე ჩემი გოგო და თითქმის 20 დღიანი ნერვიულობის და ძებნის შემდეგ მივაგენი. ახლა სახლში მყავს და იმის ალბათობა, რომ გაიპაროს და აღარ დაბრუნდეს, დასულია 10%-ზე.
მას შემდეგ რაც ვიპოვნე ჩემი გოგო, დავიწყე ფიქრი იმის შესახებ თუ რა შეიძლებოდა მემოქმედა რომ მსგავსი არ განმეორებულიყო. ოცდამეერთე საუკუნეა. პროგრესი დღითიდღე მატულობს ჩვენ ცხოვრებაში და რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი რაც გამაკონტროლებინებდა ჩემ ლამაზ ედას. ძიების შემდეგ მივაგენი ჯი-პი-ეს ტრეკერს, რომლის საშუალებითაც: 1. ვაკონტროლებ ძაღლის ადგილმდებარეობას ''ლაივ'' რეჟიმში 2. ვაკონტროლებ როდესაც სცდება ზონას 3. ვისმენ ირგვლივ რა ხდება 4. ტრეკერს აქვს როგორც ვინდოუს ასევე ანდროიდ აპლიკაცია და შეგიძლიათ როგორც ლეპტოპში ან პერსონალურ კომპზე, ისე მობილურითაც აკონტროლოთ. 5. არის წყალგამძლე მსგავსი ტრეკერები მრავალი სახის არის, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიმალური ეს ვერსიაა რადგან: 1. არ აქვს სააბონენტო გადასახადი პროვაიდერთან ( არის ტრეკერები, რომლებსაც აქვთ სააბონენტო გადასახადი ყველ წელს) 2. ერთი რაც ჭირდება ამ ტრეკერს არის, სიმ ბარათი, რომელზეც ჩართული იქნება მუდმივად ინტერნეტი და სმს მხარდაჭერა, რომ ზონის გაცელის შემთხვევაში, სმს მოგივიდეთ ტელეფონზე მინუსები: 1. როდესაც ზონას სცდება, სმს მომდის ჩინურ ენაზე. თუმცაღა აპლიკაციით ჩვეულებრივ მიჩვენებს სად იმყოფება მოცემულ მომენტში. 2. ამ ტრეკერს გააჩნია ე.წ. ''სლიპ მოუდ'' ფუნქცია. ამას რომ ვააქტიურებ, მერე წესით მოძრაობაზე უნდა ჩაირთოს, მაგრამ არ ირთვება. ეს სისტემა განკუთვნილია ენერგიის ხარჯის შემცირებისთვის. იმის გამო, რომ რაღაც ვერ გავუგე, გათიშული მაქვს ეს ფუნქცია და შესაბამისად სულ ჩართულია რაც იწვევს ბატარიის მოკლე დროში დაჯდომას. ეს მოკლე დრო კი 9-10 საათია. ისე კი ინსტრუქციით 350 სააათი უწერია. მოკლედ ჩემთვის მაინც კარგი რამეა და გირჩევთ შეიძინოთ, რათა დაიცვათ თქვენი ცუგა. შეიძლება ეს არ არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ გამოვიწერე და მუშაობს. რაღაც მინუსები აქვს. არის აპლიკაციაში რაღაც ნიუანსები, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი. ჩემთვის მთავარი იყო, ზონას რომ გაცდებოდა მცოდნოდა. ამ ტრეკერის საშუალებით ამას ვახერხებ უკვე. ![]() წარმატებებს გისურვებთ პ.ს. ვინმეს არ ეგონოს, რომ წილში ვარ ამ ტრეკერების. ![]() ![]() ![]() ესეც ლინკი, საიდანაც გამოვიწერე. https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tr...racker+for+pets |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 19:57 |