კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯერ დიდი მადლობა თბილი შეხვედრისთვის............
ვიყავით მთელი სია + ლევანი90 VS 4კაცი და 1 ქალი ![]() შევხვდით და ჩემ პირად შეხედულებას დავდებ. პირველი - გაცნობითი შეხვედრისთვის საკმაოდ კარგი გამოვიდა. ძირითად თემებს შევეხეთ, ანუ იმას რაც გვაწუხებს. ნადირობასაც შევეხეთ, თევზაობასაც და არაენდემურ და შემოყვანილ ცხოველებსაც. რაც შეეხება მგელს. საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ძალიან საგანგაშო სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ აქა იქ რაღაც რაოდენობა ამოსაღები გახდეს შეიძლება. თიანეთი და ჩოხატაურის რაიონი იყო ნახსენები, რა თაქმა უნდა ჩვენ ჩვენივე ხარჯებით შევთავაზეთ დახმარება, მაგრამ ამასაც თავის პროცედურა ნდომებია, რაც დასაზუსტებელია. რაც შეეხება მგელს ამ ჯერზე მოსმენის რეჟიმში ვიყავით. ![]() რაც შეეხება წითელ მგელს, მითი დაინგრა, არავიტარი წითელი მგელი არ არსებობს, არსებობენ ჰიბრიდები რომლებიც ფერით ვიღაცეებმა მიამსგავსეს წითელს და აგორდა ჭორი. არგუმენტად რამოდენიმე წლიანი კვლევა არის მოტანილი და აქედან გამომგინარე რაიმე კავშირი წითელ მგელთან არ ჩანს. (ეგრეც მეგონა ![]() თევზაობასთან დაკავშირებითაც მოკლედ მიმოვიხილეთ, კვირის შეჯიბრზეც დავძარით სიტყვა და დახმარება აღგვითქვეს. სასიამოვნოა ის, რომ ფოთზე რეაგირება იქნება და თან რაღაცეების მარტივად გადაწყვეტა შეიძლება. ვისაუბრეთ გარკვეული სახის სანადირო ობიექტების (მაგ. კურდრელი, მაჩვი და ა.შ.) სანადირო მეურნეობებიდან გამოტანაზე და ვნახოთ, შეიძლება წლევანდელ წელს მოუსწროს... ![]() ასევე ვისაუბრეთ დუპელზე. ასევე ვისაუბრეთ შემოყვანილ ცხოველებზე - ენოტი და ენოტისებური ძაღლი. ეს არის მოკლედ რაც გუშინ მოხდა, დანარჩენზე კი შემდეგი შეხვედრების მერე ვისაუბროთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ხალხი წინადადებებისა და შეთავაზებებისთვის გახსნილები არიან. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 103 რეგისტრ.: 8-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქ.თბილისი ![]() |
AlekoN
ევროპის რიგ ქვეყნებში მგელი დიდი ხანია გაწყვიტეს და იქაურ ფაუნას არაფერი უჭირს, იმდენი ჩლიქოსანი ყავთ, სად წაიღონ, არ იციან. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- უკაცრავად პატივცემულო, მაგრამ ეს აბსურდია. სწორედ ის ფაქტი, რომ ევროპაში ჩლიქოსნები არანორმალურად გამრავლდნენ არის მგლების გაწყვეტის არასწორობის და კიდევ იმის დამადასტურებელი, რომ ფაუნას უჭირს. არსებობს ასეთი ცნება - ბიომრავალფეროვნებითი ბალანსი და ბუნება ამ ბალანსს ადამიანის იდიოტური ჩარევის გარეშეც სავსებით კარგად და სწორად იცავს. ჩარევა კი სწორედ მგლების გაწყვეტა იყო, რის გამოც იგივე გერმანელები ჩვენთან ურთიერთობაში დღეს უკვე ხმამაღლა აღიარებენ, რომ ეს სრული სისულელე და ავანტიურიზმი იყოო. AlekoN იმიტომ, რომ სამინისტროში არ არსებობს ნადირობის დეპარტამენტი, სადაც იმუშავებდნენ პროფესიონალი ნადირობათმცოდნეები, ზოოლოგები და მონადირეები. მათთვის დიდი ხანია ნათელია რომ, მტაცებლებიდან, მართლაც გაფრთხილება სჭირდება: ჯიქს, ფოცხვერს, წავს, დათვს, და არა სარანჩასავით გამრავლებულ ტურას. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამინისტროში არსებობს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, რომელიც პროფესიონალ მონადირეებთან შეთანხმების გარეშე ლამის არცერთ გადაწყვეტილებას არ ღებულობს. თავად ვყოფილვარ ამის მოწმე არაერთხელ და ასეთ უაპელაციო განცხადებებს არ გავაკეთებდი თქვენს ადგილას. AlekoN ეგ წითელი მგელი გინახიათ ვინმეს? სურათზე, რათქმაუნდა, თორემ ჩვენთან მეეჭვება ვინმეს ენახა. ---------------] არავითარი წითელი მგელი საქართველოში არავის არ შემოუყვანია. თავად ეს სახელწოდება ხალხის შერქმეულია და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ წითელ მგლებთან, რომლებიც საქართველოში არასდროს ბინადრობდნენ. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
სწორედ ის ფაქტი, რომ ევროპაში ჩლიქოსნები არანორმალურად გამრავლდნენ არის მგლების გაწყვეტის არასწორობის და კიდევ იმის დამადასტურებელი, რომ ფაუნას უჭირს. არსებობს ასეთი ცნება - ბიომრავალფეროვნებითი ბალანსი და ბუნება ამ ბალანსს ადამიანის იდიოტური ჩარევის გარეშეც სავსებით კარგად და სწორად იცავს. ჩარევა კი სწორედ მგლების გაწყვეტა იყო, რის გამოც იგივე გერმანელები ჩვენთან ურთიერთობაში დღეს უკვე ხმამაღლა აღიარებენ, რომ ეს სრული სისულელე და ავანტიურიზმი იყოო. ის რომ, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სანადირო სავარგულებში ჩლიქოსნების სიმჭიდროვე ოპტიმალურზე მაღალია, ძირითადად, სანადირო მეურნეობის განვითარების ინტენსიური ხასიათისა და მაღალი სანადირო კულტურის შედეგია. გარეულ ჩლიქოსნებს ისე უვლიან და კვებავენ, ჩვენთან ბევრი შინაურ პირუტყვს რომ ვერ მიხედავს... რომ დასჭირდეთ, თავისუფლად შეამცირებენ მათ რიცხვს - ან ნადირობის კვოტას გაზრდიან და ან შეუწყვეტენ დამატებით კვებას (განსაკუთრებით ზამთარში). ანუ, ძვირფასი სანადირო-სარეწაო ცხოველების მაღალი რიცხოვნება ხელოვნურად და სავსებით შეგნებულადაა გაზრდილი და შენარჩუნებული. მეტი ნადირი - მეტი ნადავლი - მეტი შემოსავალი, ესაა სანადირო მეურნეობების მოტივაცია. ეს ინფრასტრუქტურა კარგადაა აწყობილი ამ ქვეყნებში - გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი. აქ არავინ მოინდომებს მგლების გამრავლებას და ჩლიქოსნების რაოდენობის მათი მეშვეობით დარეგულირებას. გერმანელმა მწვანეებმა შეიძლება უარესებიც თქვან... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 22:05 |