არმსან 612, მიმოხილვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
არმსან 612, მიმოხილვა |
Aug 5 2014, 15:35
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 948 რეგისტრ.: 11-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
აღმოვაჩინე რომ ფორუმზე ამ მოდელის მიმოხილვა არ დევს : ) არმსან 612-ი აირგადამტენი თურქული ნახევრად ავტომატური იარაღი. მას აქვს რამოდენიმე მოდიფიკაცია, არის ძალია პოპულარული იარაღი. რუსულ ფორუმებზე ყველა აქებს, ამერიკაშიც კარგად იცნობენ. ერთგან ვკითხულობ იტალიელი მონადირის სიტყვებს. "მე მაქვს ბენელი ვინჩი და ახლახანს შევიძინე ა612 სპორინგი. გაოგნებული ვარ ისეთი კარგი და დამუშავებული ნაკეთობაა"
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ ფორუმზეც არის არმსან 612-ის მფლობელები და გავუზუაროთ ერთმანეთს შედეგები, უარყოფითი და დადებითი მხარეები. არსებობს ბევრი დავა სადაც ამბობენ რომ ფენომა 612-ს ვერ ჯობნის.. საინტერესოა მათი სრულყოფილი ტესტირება : ) |
|
|
|
![]() |
Jan 14 2017, 17:20
პოსტი
#2
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით.
გილოცავთ ძველით ახალ წელს. წუხელ ვისროლე იგივე ვაზნები რაც წინა პოსტში მიწერია და არცერთხელ არ გადატენა. არადა იგივე ყუთის ვაზნები იყო. როგორ შეიძლება რომ ერთ დღეს ყველა გადატენოს და ორი დღის მერე საერთოდ არ გადატენოს. შუალედში შვილმა გაწმინდა თოფი და ვიფიქრე რაიმე ხომ არ დაავიწყდა მეთქი, ვნახე და ყველაფერი თავის ადგილზეა. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ვითომ გარემო ტემპერატურის სხვაობას ექნებოდა მაგხელა მნიშვნელობა? |
|
|
|
Jan 17 2017, 21:12
პოსტი
#3
|
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 17-January 17 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით. გილოცავთ ძველით ახალ წელს. წუხელ ვისროლე იგივე ვაზნები რაც წინა პოსტში მიწერია და არცერთხელ არ გადატენა. არადა იგივე ყუთის ვაზნები იყო. როგორ შეიძლება რომ ერთ დღეს ყველა გადატენოს და ორი დღის მერე საერთოდ არ გადატენოს. შუალედში შვილმა გაწმინდა თოფი და ვიფიქრე რაიმე ხომ არ დაავიწყდა მეთქი, ვნახე და ყველაფერი თავის ადგილზეა. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ვითომ გარემო ტემპერატურის სხვაობას ექნებოდა მაგხელა მნიშვნელობა? მოგესალმებით. მრავალს დაესწარით. 30 დეკემბერს შევიძინე ა612 პლასტიკი მაგნუმში (რჩევების გათვალისწინებით) და მართლაც კარგი შთაბეჭდილება შემექმნა ამ იარაღზე. რამოდენიმეჯერ ვიყავი სანადიროთ და კარგი შედეგებიც ქონდა, ასევე სამიზნეზე სროლისასაც. რაც შეეხება არ გადატენვას (და არა გაჭედვას) დილით გადაფრენაზე ერთ-ერთი ნადირობისას ორჯერ დაემართა. კონკრეტულად კი მილანოს 36 გრამიან ვაზნაზე. პირველი გაისროლა ჩვეულებრივ და გასროლილი მასრაც ამოაგდო, ასევე გადატენა ზატვორი მაგრამ შემდეგი ტყვია აღარ მიაწოდა სავაზნედან. მეც რატომღაც გარემოს ტემპერატურაზე გავამახვილე ყურადღება იმიტომ რომ ძალიან ყინავდა და სახლიდან გასვლიდან დაახლ. საათნახევრის შემდეგ გავისროლე (ეს გამართლება არაა მთლად ამინდებსაც არ დავაბრალე და დავშალე და კარგად გავწმინდე.... სავაზნეც დავშალე და შიგნიდან კარგად გავწმინდე... პრუჟინაც კარგად დავზეთე, ეს იმიტომ რადგანაც მომდევნო ტყვია აღარ მიაწოდა უფრო ამ მექანიზმზე გავამახვილე ყურადღება. სხვათაშორის სავაზნეს (მაგაზინის) შევსების დროს ახლა უფრო თავისუფლად ვდებ ვაზნებს და ჩემი აზრით ახალი ტყვიის გამოსვლასაც არ შეაყოვნებს რომ კვლავ გადატენოს. მეორე დღეს იგივე ყუთის ტყვიებით გავედით სასროლათ და ყველა უპრობლემოთ გაისროლა მიყოლებით. შემდეგ თითო ყუთი 34გ. ბუგატი და 36გ. ზუბერიც. უპრობლემოთ მიაყოლა. თანაც გასვლამდე ზუსტად ორი საათით აივანზე დავდე თოფი, რომ ტემპერატურის ამბავი გამომერიცხა. მაინც ვერ მოვისვენე და გუდვილის მაგნუმში წავედი (სადაც ვიყიდე). იქ მომუშავე კაი ხალხიდან ერთ-ერთმა (სერგომ) 24გ.-დან დაწყებული 36გ. მდე ორ-ორი ტყვია წამოიღო (ფირმა არ მახსოვს მარა ყველაზე დაბალი ხარისხი კი იყო სპეციალურად) და ვისროლეთ უპრობლემოდ.... მოკლეთ აღარ დამართნია მსგავსი რამ მიუხედავად იმისა რომ უფრო დიდხანს მიტარებია ყინვაში და მერე მისვრია. კიდევ დავამატებ,რომ სავაზნეს (მაგაზინი) გაწმენდისას ისე დაისვარა ჩვარი, რომ არაა გამორიცხული ამ ჭუჭყმა შეაყოვნოს ვაზნების თავისუფლათ მოძრაობა სავაზნეში, მითუმეტეს, რომ გადატენვას წამის მეასედებში ახდენს. მინდა გთხოვო, რომ თუ სავაზნეს დაშლი და გაწმინდავ დააკვირდე რამდენათ თავისუფლად იდება ვაზნები გაწმენდამდე და როცა გაწმინდავ მერე. უბრალოდ შეადარო. მართალია ახალი თოფებია მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ ვაზნებს მცირედი ჭუჭყი შეყვათ და ცოტა დააბინძურეს სავაზნე (რამოდენიმეჯერ ბალახზე ამოვყარე ტყვიები ნადირობის შემდეგ). თუ შენს თოფსაც ამან უშველა ჩავთვალოთ, რომ ეს მოდელები ამ კონკრეტული მიზეზის მიმართ პრეტენზიულია და შესაბამისად პერიოდულად სავაზნესაც დაჭირდება ხოლმე გაწმენდა. |
|
|
|
smekosmeko არმსან 612 Aug 5 2014, 15:35
smekosmeko RE: არმსან 612 Aug 5 2014, 15:40
smekosmeko RE: არმსან 612 Aug 5 2014, 15:50
PREDATOR ჩემ მამიდაშვილს აქ... Aug 5 2014, 20:11
smekosmeko ფენომა რომ სემოვიდ... Aug 5 2014, 20:38
Rey - მე მაქვს არმსან 612 ..
... Aug 6 2014, 09:32
smekosmeko ერთი მინუსი რაცას ... Aug 6 2014, 15:16
koba1973 გუშინ მოვიტანე a612 კ... Apr 14 2016, 10:26
kardinal84 koba1973
გილოცავ სუ კაი ... Apr 14 2016, 10:44
koba1973 kardinal84
მადლობა. Apr 14 2016, 19:39
assassin29 koba1973
მაგარია მშვიდო... Apr 14 2016, 21:04
koba1973 assassin29
მადლობა.
ციტატ... Apr 15 2016, 05:39
koba1973 სლაგ ლულით მელიტა ... Apr 15 2016, 05:48
koba1973 დღეს როგორც იქნა მ... Apr 28 2016, 18:50
kardinal84 კაი კოხტა თოფია კი... Apr 28 2016, 18:58
koba1973 ვესროდი მილანოს ფი... Apr 28 2016, 19:28
koba1973 ფიჭვის ფიცრის ნაჭე... Apr 28 2016, 19:36
minchanin ციტატა(koba1973 @ Apr 28 2016, 20... Apr 28 2016, 21:08
koba1973 კი. შესაძლოა ვაზნე... Apr 28 2016, 21:14
koba1973 ეს პიჟ-კონტეინერი ... Apr 28 2016, 21:30
koba1973 minchanin
ციტატა(minchanin @ 28t... Apr 28 2016, 23:20
minchanin მშვიდობაში მოგახმ... Apr 29 2016, 10:10
ჰერცოგი მშვენიერი თოფია 4 წ... Apr 29 2016, 12:47
koba1973 minchanin
მადლობა Apr 29 2016, 12:50
koba1973 ვერ მოვისვენე და დ... Apr 30 2016, 18:52
koba1973 ჰერცოგი
ციტატა(hercogi9... Apr 30 2016, 18:58
koba1973 ციტატა(koba1973 @ 30th April 2016... Oct 5 2016, 14:13
koba1973 დღეს ვისროლე 24 გრამ... Jan 10 2017, 16:47
dima71 ხო და ადექი და უფრო ... Jan 15 2017, 14:14
koba1973 dima71
საოოცარი ის არი... Jan 15 2017, 19:19
ჯოლა koba1973
20 კალიბრზე 24 გრა... Jan 15 2017, 19:22
koba1973 ჯოლა
პირიქით. შვილ... Jan 15 2017, 19:30
Iori055 ციტატა(koba1973 @ Jan 15 2017, 20... Jan 17 2017, 21:58
ჯოლა koba1973
რა ზეთი იხმარე? ... Jan 15 2017, 19:31
koba1973 ჯოლა
ბალისტოლი. უნ... Jan 15 2017, 19:34
koba1973 Iori055
გაუმარჯოს.
ჩემს... Jan 18 2017, 04:04
მაქსიმუსა koba1973
ეს ხომ გაზგადა... Jan 18 2017, 08:17
koba1973 ალბათ მართლა ტემპე... Jun 17 2017, 17:07
Gogi88 ერთი სიტყვით გადავ... Aug 23 2017, 20:31
koba1973 Gogi88
დღე რომ ხელახლა ... Aug 23 2017, 22:10
Gogi88 koba1973
ნუ რავი აბა მე ა... Aug 24 2017, 00:21
koba1973 Gogi88
ბენელიზე რა გით... Aug 24 2017, 05:01
koba1973 Gogi88
ყიდვას როცა ვაპ... Aug 24 2017, 12:24
Gogi88 koba1973
უკვე მაგ აზრზე ... Aug 24 2017, 13:18![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th December 2025 - 20:57 |