კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯერ დიდი მადლობა თბილი შეხვედრისთვის............
ვიყავით მთელი სია + ლევანი90 VS 4კაცი და 1 ქალი ![]() შევხვდით და ჩემ პირად შეხედულებას დავდებ. პირველი - გაცნობითი შეხვედრისთვის საკმაოდ კარგი გამოვიდა. ძირითად თემებს შევეხეთ, ანუ იმას რაც გვაწუხებს. ნადირობასაც შევეხეთ, თევზაობასაც და არაენდემურ და შემოყვანილ ცხოველებსაც. რაც შეეხება მგელს. საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ძალიან საგანგაშო სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ აქა იქ რაღაც რაოდენობა ამოსაღები გახდეს შეიძლება. თიანეთი და ჩოხატაურის რაიონი იყო ნახსენები, რა თაქმა უნდა ჩვენ ჩვენივე ხარჯებით შევთავაზეთ დახმარება, მაგრამ ამასაც თავის პროცედურა ნდომებია, რაც დასაზუსტებელია. რაც შეეხება მგელს ამ ჯერზე მოსმენის რეჟიმში ვიყავით. ![]() რაც შეეხება წითელ მგელს, მითი დაინგრა, არავიტარი წითელი მგელი არ არსებობს, არსებობენ ჰიბრიდები რომლებიც ფერით ვიღაცეებმა მიამსგავსეს წითელს და აგორდა ჭორი. არგუმენტად რამოდენიმე წლიანი კვლევა არის მოტანილი და აქედან გამომგინარე რაიმე კავშირი წითელ მგელთან არ ჩანს. (ეგრეც მეგონა ![]() თევზაობასთან დაკავშირებითაც მოკლედ მიმოვიხილეთ, კვირის შეჯიბრზეც დავძარით სიტყვა და დახმარება აღგვითქვეს. სასიამოვნოა ის, რომ ფოთზე რეაგირება იქნება და თან რაღაცეების მარტივად გადაწყვეტა შეიძლება. ვისაუბრეთ გარკვეული სახის სანადირო ობიექტების (მაგ. კურდრელი, მაჩვი და ა.შ.) სანადირო მეურნეობებიდან გამოტანაზე და ვნახოთ, შეიძლება წლევანდელ წელს მოუსწროს... ![]() ასევე ვისაუბრეთ დუპელზე. ასევე ვისაუბრეთ შემოყვანილ ცხოველებზე - ენოტი და ენოტისებური ძაღლი. ეს არის მოკლედ რაც გუშინ მოხდა, დანარჩენზე კი შემდეგი შეხვედრების მერე ვისაუბროთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ხალხი წინადადებებისა და შეთავაზებებისთვის გახსნილები არიან. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
AlekoN
გასაგებია თქვენი გულისტკივილი...მაგრამ დღევანდელ საქართველოში(და არა ევროპასავით მოძლიერებულ, მომავლის)...რა გამოსავალს გვთავაზობთ?????....ამბობთ მგელს ვერ გაანადგურებთო...(ნეტა ეგ ევროპის ქვეყნებმა როგორ მოახერხეს)....რეგულირებაა საჭიროო...კიმაგრამ მაგას ვინ კრძალავს???...გარკვევით გვითხრეს შეხვედრაზე..."აგერ ბატონო...53 მგელია გასანადგურებელი და თუ შეგიძლიათ მიხედეთო"....არადა ჩვენ ხომ გვაწუხებს ეს საკითხი...მივხედოთ რა...წავიდეთ და გავანადგუროთ. სამინისტრო წინააღმდეგია...ადამიანები შევარდნენ ტყეში და გაწყვიტონ მგლები..ვისაც როგორ მოუნდება და რა საშუალებით...აი მაგას კრძალავენ....თორემ გამგეობებთან შეთანხმებით..(კანონიერად) ნებადართულია იმ მგლების მოსპობა..რომელიც...ფიქსირდება ამა თუ იმ მიდამოებში და აწუხებს მოსახლეობას... |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ლევანი
ამბობთ მგელს ვერ გაანადგურებთო...(ნეტა ეგ ევროპის ქვეყნებმა როგორ მოახერხეს) სამინისტრო წინააღმდეგია...ადამიანები შევარდნენ ტყეში და გაწყვიტონ მგლები..ვისაც როგორ მოუნდება და რა საშუალებით... მემგონი ყურადღებით არ კითხულობ ჩემს პოსტებს, რადგან ამ კითხვების პასუხები უკვე დავწერე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დას. და ცენტრ. ევროპა კარგა ხანია მჭიდროდაა დასახლებული, ამან გამოირვია პირველყოფილი ლანდშაფტის შეცვლა და სავარგულების გაკულტურება (ტყე-პარკები, სასოფლო-სამეურნეო მიწები), პრაქტიკულად, აუთვისებელი და უდაბური ადგილები აღარ დარჩა (ნაკრძალებისა და ცალკეული მთიანი რეგიონების გარდა). სწორედ ამან გახადა მოწყვლადი მგელი. ანუ ბუნებრივი პირობების გლობალურმა ცვლილებამ და მოსახლეობის დიდმა სიმჭიდროვემ მას შანსი აღარ დაუტოვა. საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა. მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა,(ძირითადად პროვინციების ხარჯზე), სოფლები იცლება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიუხედავია და უდაბურდება, რაც ნადირის გამრავლებას ხელს უწყობს. კიდევ ვიმეორებ, რომ კავკასიაში მგელს ვერ გაწყვეტ, ისევე, როგორც რუსეთსა და ზოგ. აღმ. ევროპულ ქვეყანაში, თუ იგივე გლობალური ცვლილებები არ მოხდა რაც დას. ევროპაში. ამას დაუმატე მგლის კარგი რეზერვატები უკლებლივ ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, რომელიც შეავსებს ჩვენს პოპულაციას, შემცირების შემთხვევაში. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 01:50 |