ინგლისური სეტერი ზორო, ზოროს დღიური |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ინგლისური სეტერი ზორო, ზოროს დღიური |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
არაერთი ძაღლი მყოლია; კურცჰაარები, პოინტერი, დრათჰაარი. ყველა მყავს სულ პატარა ასაკიდან გაზრდილი. ამჯერადაც 27 დღის ლეკვი ავიყვანა. ინგლისური სეტერი. სეტერი აქამდე არ მყოლია, მაგრამ დიდი ხანია მომწონს მათი ძებნის სტილი. ამჟამად მყავს 4 წლის დრათჰაარი. პრაქტიკული ძაღლია. ნადირობის შედეგით ჩემ მეგობრების პოინტერებს ტოლს არ ვუდებთ, მაგრამ შედეგის გარდა სხვა მოთხოვნილებაც გამიჩნდა. მინდა სეტერის კატისებური ძებნის მანერითაც დავტკბე ნადირობისას. ამიტომ გადავწყვიტე მეორე ძაღლიც ამეყვანა. ზორო დაიბადა 2017 წლის 17 აპრილს, ინტერნაციონალურ ოჯახში. დედა- ქართველი "ლედი" მფლობელი ოთარ ქორიძე. მამა-ნოლანი საბერძნეთიდან, მფლობელი ქოჩიაშვილი. ჩემი ლეკვი გამოირჩეოდა თანამოძმეებისაგან შეფერილობით. თვალებზე უკეთია ზოროს ნიღაბი, ამიტომაც დავარქვი ეს სახელი. უკვე ორი დღეა სახლში მყავს, ცოტა შეეგუა დაობლებას. უკვე იყეფება კიდეც და აქვს კბენა-ღეჭვის მოთხოვნილება. ჯერჯერობით ვაძლევ მაწონში შერეულ სახლის კვერცხის გულს, საბავშვო კაშა ნესტლეს და ძროხის რძეს. ლეკვის საკვები ვუყიდე მაგრამ მაინც-და მაინც არ მოსწონს. დრო და დრო დავდებ სურათებს თუ როგორ იზრდება. მინდა ნამდვილ მეგობრად გავზარდო და კარგი მონადირე დავაყენო. ვნახოთ რა გამომივა. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
დავამუშავე გუშინ. დილას რომ შევედი ლეკვის ოთახში სასწაული ვნახე. სამი დიდი გროვა ჭიები ეყარა. ამდენი როგორ ეტეოდა მუცელში გასაკვირია. ვეტაფთიაქში მითხრეს რომ 10 დღეში უნდა გამეორება. რას იტყვით 10 დღე ბევრი ხომ არაა?
|
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 06:56 |