გაბი, ინგლისური სეტერი (ლავერაკი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გაბი, ინგლისური სეტერი (ლავერაკი) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო.
დავიწყებ იქიდან, რომ მყავდა ძუ დრათჰაარი, ჩემი პირველი მეძებარი იყო, ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი უჩუქებია ჩემთვის, (ტყის ქათამზე ნადირობას ვგულისხმობ) ცხრა წლის იყო რო რაღაც ვირუსი მოერია , ვეღარ მიუსწარი და დაიღუპა. ძალიან დამწყვიტა გული აი ძალიან რასაც ქვია, იმ მომენტებს რო ვიხსენებ ხოლმე და რო ვაცნობიერებ რომ აღარ არის, ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ![]() ეს სეზონი თითქმის ჩამამთავრებინა ისე წავიდა. მოკლეთ დავრჩი უძაღლოდ, რა უნდა მექნა, დავიწყე ძებნა ლეკვი უნდა ამეყვანა, მონადირე, ოთხფეხა მეგობრის გარეშე რა მონადირეა?! სეტერის სტილი ყოველთვის მომწონდა, მარტო გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავს, შევაფურთხე ეშმაკს ![]() ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვნახე ეს განცხადება http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13453 დაურეკე და ჩავედი სანახავათ,(ხაშურიდან) დამხვდნენ ეს მურთხები ![]() ვათვალიერე, აქედან შევხედე იქიდან შევხედე და ეს ავარჩიე, თითქოს ყველაზე აქტიური ჩანდა და რაღაცნაირათ მომეწონა გაიცანით ინგლისური სეტერი გაბი ![]() დაბადების მოწმობა და საგვარეულო ნუსხა ![]() ![]() მამაზე უფრო მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ ვინც არ იცის http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10863 ეს დედაა, მეტი სურათი არ მაქ, ორივე მშობელი სამ ფერშია ![]() ერთი მომენტი არ მომეწონა ყველაზე მეტად, ძალიან მოუვლელი და დაჩაგრული ლეკვები იყვნენ. სახლში რო მოვიყვანე 1.900 გრამი გამოვიდა რო ავწონე თვენახევრის ლეკვი. დავამუშავე ჭიაზე (დამუშავებულები არიანო თითონ კი თქვა მარა მაინც) ვაცადე ცოტა ხანი (სახლში მოყვანიდან 9 დღე) ადაპტაციისთვის და ავცერი ამერიკული ვაქცინით ვანგარდით. ორ კვირაში გაუმეორე იგივე ვაქცინა და ეხლა 23 -ში უწევს მესამე ვაქცინაცია, ამით მორჩება ყველაფერი და მერე გარეთ სეირნობაც შეიძლება თამამათ დღეს (10.04.2017) ავწონე და 5.300 გრამია. თვე და სამი დღეა რაც ჩემთანაა, მემგონი არაუშავს იმას თუ გავითვალისწინებთ როგორი წამოვიყვანე. ![]() ![]() ძაან ცელქი და მოუსვენარი ვიღაცაა, სულ ჩასაფრებული უნდა იყო აპარატით რო ცოტა ნორმალური სურათი გადაუღო ![]() შევეცდები შიგადაშიგ ავტვირთო ხოლმე სურათები, ზრდასთან ესთად. კიდე მაინტერესებს ამ ბუდიდან ჩვენიანს ხომ არ ყავს ვინმეს აყვანილი ლეკვი? საინტერესოა როგორ გამოიყურებიან ![]() მადლობა ყურადღებისთვის! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო!
ცუდი სიტუაციის წინ ვდგავარ ნამეტანი, იქნებ რჩევები არ დაიშუროთ და გამომასწორებინოთ ეს სიტუაცია, დროც მაქ საკმარისი და ნერვებსაც მოვთოკავ როგორმე ![]() რაშია საქმე, ჩემი ლეკვი ხუთი თვის ხდება უკვე და ვეღარ ვიმორჩილებ, მინდორში, თორე სახლში არაა პრობლემა. დამყავს ისეთ ადგილას რომ მწყერის ყოფნის ალბათობა არის ნოლი, იმდენად შორს გარბის რომ იკარგება თვალიდან, გინდ უძახე გინდ უსტვინე, აზრი არ აქ რო გაეკიდება ჩიტებს, მერე დამეძებს რო მოიგულისჭირებს თავისას, მაგ მომენტში აღარ ვეძახი ვემალები, რო მიპოვის როცა იქნება, გაუშვებ ისევ იგივე ხდება. ცემა არ მინდა ალბათ აზრი არ აქ. სწორი ძებნა მინდა ვასწავლო, ძალიან ენერგიული და აზარტული ლეკვია, სწორი მიდგომით კარგი მონადირე დადგება, უბრალოდ როგორ მოვიქცე რო დავიოკო ეგ მასწავლეთ. ხოო კორდა მოვსინჯე დღეს, მაგრამ უშედეგოთ, იხლართება, ხან რას ედება ხან რას, ვფიქრობ თოკით ვერ გავართმევ თავს. რა ვიცი რა ვიცი.... ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 02:00 |