კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კალმახის ქვირითობა დაიწყო.
ცნობილია, რომ ქვირითობის დროს ადამიანები ცდილობენ თევზებს ნორმალური პირობები შეუქმნან. ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს ქვირითობაში ხელის არ შეშლაა. ამიტომაც შემოღებულია თევზჭერის პერიოდული აკრძალვები. ქვირითობა მხოლოდ ქვირითისაგან გათავისუფლება და მისი განაყოფიერება არაა. თევზს სჭირდება გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაამწიფოს ქვირითი, დაწყვილდეს, შესაბამისად მოამზადოს საქვირითო ადგილები (ბუდე). ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ თევზის გამრავლებაზე. მდინარეებზე ხელოვნურად ქმნიან ბუნებრივთან დაახლოებულ საქვირითო მონაკვეთებს. ხელოვნურად ანაყოფიერებენ ქვირითს და ტოვებენ საქვირითოებზე. გარდა ამისა უშვებენ მდინარეებში გაზრდილ ლიფსიტებსაც... ჩვენს ქვეყანაში ამის მსგავსი არაფერი კეთდება! კალმახის წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეყვანა მხოლოდ მისი ჭერის აკრძალვას როდი გულისხმობს! აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა? არ უნდათ, არ შეუძლიათ თუ სახსრები ან კადრები არ ყავთ ამის ჩაძიება ამჯერად არ მაინტერესებს. მოდით იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად გავაკეთოთ კალმახის ქვირითობის ხელშესაწყობად რა არის ჩვენი მწარე რეალობა? კალმახის პოპულაცია თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. მიუხედავად ამისა, ბევრი შეუგნებელი ვაი მეთევზე სპეციალურად ელოდება ქვირითობის სეზონს, რათა ადვილად მოიპოვოს თევზი სხვადასხვა აკრძალული მეთოდით. აკრძალულ მეთოდებსაც შევეშვათ - ანკესით თევზაობაც ყოვლად დაუშვებელია ქვირითობის პერიოდში! ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ამის შეგნება არ უნდა. ვფიქრობ, კლუბ "ოჩოპინტრეს" ამ საქმეშიც შეუძლია თავისი დადებითი როლის შესრულება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. რამდენიმე ვარიანტს მე შემოგთავაზებთ. 1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში. 2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით: ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია! 3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 25-September 17 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ყველას.... ერთი პატარა თხოვნა მაქვს თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ!.. მე ვარ ადიგენის რაიონის ერთერთი მკვიდრი და დაინტერესებული ვარ ჩემს რაიონში არსებული პრობლემით და მინდა გავაცნო ყველას რადგან მოგეხსენებათ საქართველო პატარაა მაგრამ ბუნებრივი რესურსი საკმაოდ დიდი აქვს ჩვენ კი მას არარაციონალურად ვიყენებთ რაც სამწუხარო რეალობააა.... მხოლოდ ვლაპარაკობთ პრობლემებზე და საქმის გამკეთებელი ცოტაღა რჩება მოდით ვისაც საქართველო გვიყვარს და ამასთანავე საქმის გაკეთებაც არ გვეზარება მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და არ დავიზაროთ თუკი ვინმეს რამე შეგვიძლია..... მე დაინტერესებული ვარ ჩემს რეგიონში არსებული კალმახის პოპულაციით რისი გამრავლების პოტენციალიც ძალზე დიდია ჩემს რაიონში თუკი იქნება მცირეოდენი ხელშეწყობა აქ კი უპატრონობით მალე მთლად გადაშენდება რადგან ის სამსახურები როგორიცაა ჩვენი სანაქებო პატრული რომელიც უბრალო ხაზის გადაკვეთას დასდევს დღესდღეობით დადიან აპარატებით და კილოობით კალმახს იჭერენ..... ვფიქრობ ამ ყველაფრის საფუძველი კანონის უკანონობა და თევზზე შესაბამისი ინფორმაციის არ ცოდნააა და თუკი ვინმე დამეხმარება რომ თუნდაც ელემენტარული ფირნიშები დავდგათ მდინარის სანაპიროებთან და თუ ვიდეო კონტროლსაც შევზლებთ ვფიქრობ კალმახის პოპულაცია სწრაფად აღდგება სხავ ყოველგვარი დათევზიანების და ხელშეწყობის გარეშე რადგან ბუნებრივი საკვები და წყლის რესურსი შესანიშნავია მდინარე ქვაბლოვანში !..... თუკი ვინმეს რამე შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ეს საკითხი მე მაგალითად ვიქნები ერთერთი მოხალისე და მზად ვარ მცირეოდენი თანხაცკი გავიღო ამასთან დაკავშირებით თუკი ვინმე გვერდში დამიდგება ...... მადლობა წინასწარ!....
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 09:47 |