გაბი, ინგლისური სეტერი (ლავერაკი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გაბი, ინგლისური სეტერი (ლავერაკი) |
Apr 9 2017, 23:33
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
გამარჯობათ მეგობრებო.
დავიწყებ იქიდან, რომ მყავდა ძუ დრათჰაარი, ჩემი პირველი მეძებარი იყო, ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი უჩუქებია ჩემთვის, (ტყის ქათამზე ნადირობას ვგულისხმობ) ცხრა წლის იყო რო რაღაც ვირუსი მოერია , ვეღარ მიუსწარი და დაიღუპა. ძალიან დამწყვიტა გული აი ძალიან რასაც ქვია, იმ მომენტებს რო ვიხსენებ ხოლმე და რო ვაცნობიერებ რომ აღარ არის, ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ეს სეზონი თითქმის ჩამამთავრებინა ისე წავიდა. მოკლეთ დავრჩი უძაღლოდ, რა უნდა მექნა, დავიწყე ძებნა ლეკვი უნდა ამეყვანა, მონადირე, ოთხფეხა მეგობრის გარეშე რა მონადირეა?! სეტერის სტილი ყოველთვის მომწონდა, მარტო გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავს, შევაფურთხე ეშმაკს და გადავწყვიტე მაინც არჩევანი ლავერაკზე გამეკეთებინა. (ვითომ ერთი პერიოდი გორდონიც განვიხილე) ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვნახე ეს განცხადება http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13453 დაურეკე და ჩავედი სანახავათ,(ხაშურიდან) დამხვდნენ ეს მურთხები ვათვალიერე, აქედან შევხედე იქიდან შევხედე და ეს ავარჩიე, თითქოს ყველაზე აქტიური ჩანდა და რაღაცნაირათ მომეწონა გაიცანით ინგლისური სეტერი გაბი დაბადების მოწმობა და საგვარეულო ნუსხა მამაზე უფრო მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ ვინც არ იცის http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10863 ეს დედაა, მეტი სურათი არ მაქ, ორივე მშობელი სამ ფერშია ერთი მომენტი არ მომეწონა ყველაზე მეტად, ძალიან მოუვლელი და დაჩაგრული ლეკვები იყვნენ. სახლში რო მოვიყვანე 1.900 გრამი გამოვიდა რო ავწონე თვენახევრის ლეკვი. დავამუშავე ჭიაზე (დამუშავებულები არიანო თითონ კი თქვა მარა მაინც) ვაცადე ცოტა ხანი (სახლში მოყვანიდან 9 დღე) ადაპტაციისთვის და ავცერი ამერიკული ვაქცინით ვანგარდით. ორ კვირაში გაუმეორე იგივე ვაქცინა და ეხლა 23 -ში უწევს მესამე ვაქცინაცია, ამით მორჩება ყველაფერი და მერე გარეთ სეირნობაც შეიძლება თამამათ დღეს (10.04.2017) ავწონე და 5.300 გრამია. თვე და სამი დღეა რაც ჩემთანაა, მემგონი არაუშავს იმას თუ გავითვალისწინებთ როგორი წამოვიყვანე. ძაან ცელქი და მოუსვენარი ვიღაცაა, სულ ჩასაფრებული უნდა იყო აპარატით რო ცოტა ნორმალური სურათი გადაუღო შევეცდები შიგადაშიგ ავტვირთო ხოლმე სურათები, ზრდასთან ესთად. კიდე მაინტერესებს ამ ბუდიდან ჩვენიანს ხომ არ ყავს ვინმეს აყვანილი ლეკვი? საინტერესოა როგორ გამოიყურებიან მადლობა ყურადღებისთვის! |
|
|
Dec 4 2017, 17:35
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
უიარაღო
ბოდიში, გარკვეული მიზეზების გამო იშვიათად შემოვდიოდი ფორუმზე. გაბი ეხლა 10 თვისაა და გამოიყურება ასე მიღწევებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად დამყავდა მწყერზე (კვირაში სამი—ოთხჯერ) ნაბულს არ აკეთებდა, ბოლოს უკვე სანთლით საძებარი რომ გახდა მწყერი, ბოლო ორ გაყვანაზე გააკეთა თითო თოთო ნაბული, მერე აღარ გამიყვანია მინდორში, პირდაპირ ქათამზე მივიტანეთ იერიში და გაბიმ დაიწყო და რა დაიწყო, ნაბულით ამოყავდა ქათმები სულ, წელს 7 ავიღე 6 ნაბულით, ერთი ფეხზე, აცელა და უსროლელად გაქცევა ალბათ ორი იმდენი. ნაბულზე ძირითადად ეგეც. ერთი რაცაა და არ მომწონს მეკარგება ტყეში გარკვეული დროით, თუ დიდი სივრცეა ტყის მაგ შემთხვევაში, თუ ტერასებია სანადიროთ, სხვა გზა არ აქ და ნადირობს, ნაბულზე მელოდება, კვლავიდან ბიპერს გაუკეთებ და ეგაა, შორს გასვლას ვერ აუკრძალავ რა უყო, ხო მართლა კაკაბი ვანახე და ნაბულზე ბრძანებით ორი ცალი ამოაგდო, ძალიან გამისწორდა რასაც ქვია. მოკლეთ ნადირობის დიდი ჟინი აქვს და სწრაფი ძებნა, საშვალოზე დიდი ყნოსვა ჩემი შეფასებით. დანარჩენს ნელნელა დრო და გამოცდილება მიცემს. ეს სურათები, იმის სუღათს შეგნებულად არ ავტვირთავ |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 12:26 |