პნევმატური იარაღის "ტიუნინგი" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პნევმატური იარაღის "ტიუნინგი"
ბესო
პოსტი Oct 8 2009, 14:38
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ ვინ ხართ ამ საკითხში გარკვეული გამოუშვით ინფოები. მაინტერესებს ყველაფერი ფასკის მოხსნიდან დაწყებული ლულის უკუცემის შემცირებითი სამუშაოებით დამთავრებული.

მე პირაქდად მაქვს Walter Talun Magnumi. არის მონსტრი. უკუცემა აქვს ძალიან ძლიერი და მოკლედ "ტიუნინგი" ჩასატარებელი აქვს.

არ მიმითითოთ სხვა ლინკები!!!!
აქ გვჭირდება ეს ინფორმაცია...
იმიტომაც მოვხსენი გადამისამართება და განყოფილბაც ამუშავდა!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
nihontoman
პოსტი Oct 8 2009, 15:40
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო
ოოოო, ეგ დიდი საკითხი წამოჭერი, მართლა დიდი!

ლულის ფასკის გაკეთება და და ასე შემდეგ კაია, თუ ხმა გაწუხებს შენი ფიშტოსი შეგიძლია მოდერატორიც გააკეთო (გლეხურად მაყუჩი) და ა.შ.
მაგარამ კონკრეტულად შენი ფიშტო არის მართლა მონსტრი, დიდი ძალით და ცოტა სიზუსტით. პრობლემას წარმოადგენს თვითონ მექანიზმი, რომელიც ძალიან დიდია და ბრაზიანი. პრუჟინა არის ძალიან ხისტი და გრძელი, დგუში მძიმე. ამ ორის კომბინაციით წარმოიქმნება ის საშინელი უკუცემა, რომლის მოშორებაც გინდა.
ჩემი რჩევა იქნება: თუ გინდა ეგ თოფი ზუსტი გახდეს, სიმძლავრე უნდა დააკლო, ანუ უფრო მსუბუქი დგუში დაუყენო. ეს სროლის ციკლს უფრო სწრაფს გახდის და უკუცემა უფრო სწრაფი გახდება, ანუ ტყვიას ნაკლები ვიბრაცია შეაწუხებს ლულიდან სანამ გამოვა. ანუ სიზუსტე გაიზრდება. თუმცა მოსალოდნელია სიმძლავრის დაკლება (ეგ არ უნდა გაწუხებდეს, რადგან მაგ დაკლებული სიმძლავრითაც მოახერხებ საშუალო და მსხვილ ფრინველზე ნადირობას 50-70 და თუ გაარტყი მეტ დისტანციაზე)

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რევოლუციური რამე და მისი სახელია gas ram. ეს არის მოწყობილობა, რომელიც მუშაობს შეკუმშული ჰაერის პოტენციურ ენერგიაზე და ის მთლიანად ცვლის პრუჟინის და დგუშის სისტემას. აი სურათი: http://www.pyramydair.com/images/acc/Patri...Spring_2102.jpg
ამის დაყენებით (კონკრეტულად შენი თოფისთვისაც იყიდება) სულ სხვა ფიშტოს მიიღებ, ნაკლები უკუცემა, სროლის უსწრაფესი ციკილი და მეტი სიზუსტე. რაც მთავარია ამ მეთოდით არ კლებულობს სიმძლავრე, პირიქით, ზოგჯერ იზრდება კიდეც. ხდება გაცილებით სასიამოვნო სასროლი, იკლებს გასროლის ხმაც და უფრო სასიამოვნო ხდება. ერთი პრობლემაა, ეს დგუში ამერიკაში სადღაც 100 დოლარი ღირს, თუმცა მე რომ ეგ ფიშტო მქონდეს ასიანი ვიყიდიდი. აი ვიდეო:


ხო კიდევ ერთი, თუ გინდა რომ თოფი ზუსტი გახდეს,გამოიყენე რაც შეიძლება ხარისხიანი და მძიმე ტყვიები(ოღონდ ახლავე იცოდე, ეს ტყვიბი თითო 5 თეთრი დაჯდება!)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 17:44