პნევმატური იარაღის "ტიუნინგი" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბესო
პოსტი Oct 8 2009, 14:38
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ ვინ ხართ ამ საკითხში გარკვეული გამოუშვით ინფოები. მაინტერესებს ყველაფერი ფასკის მოხსნიდან დაწყებული ლულის უკუცემის შემცირებითი სამუშაოებით დამთავრებული.

მე პირაქდად მაქვს Walter Talun Magnumi. არის მონსტრი. უკუცემა აქვს ძალიან ძლიერი და მოკლედ "ტიუნინგი" ჩასატარებელი აქვს.

არ მიმითითოთ სხვა ლინკები!!!!
აქ გვჭირდება ეს ინფორმაცია...
იმიტომაც მოვხსენი გადამისამართება და განყოფილბაც ამუშავდა!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Geoჟორჟიკა
პოსტი Oct 8 2009, 19:10
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ბესო
მოკლედ ერთ რამეს გირჩევ , დაიკიდე მოდერი , იმიტომ რომ არ აქვს მაგ შაშხანას იმხელა ხმა რომ მაგად მოდერი დასჭიდეს, უბრალოდ გააკეთე მაგ პლასმასის ფორმის ნადულნიკი აი ესეთი დაახლოვებით 250- 350 გრამის , ეს დაგეხმარება რომ ლულამ არ იზანზაროს გასროლისას და ტყვიას მიმართულება არ შეუცვალოს , ჰო ეგ პლასმასის მოდდერი არის დამაგრებული ერთი ვინთით ის ვინტი მოხსენი "შესიგრანიკით" და ადვილად მოძვრება მერე.




გააკეთე ესეთი მიმმართველი შენსას ექნება ეს პლასმასის ამიტომ რკინისგან გააჩარხინე



დადამძიმებელი მაგ ფიშტოს მშვენიერი აქვს და იყოს ის რაც არის , კონდახი უკნიდან ამოავსე ქვიშის, მეტალის ნაწილაკების და გუდრონის ან ებოქსიტის ნარებით რომ დამძიმდეს კარგად , დაიმახსოვრე ზამბარიან შაშხანებშI სიმძიმე არასდროს არ არსი ხელისშემშლელი , პირიქით newsmile05.gif , შეგიძლია ცოტა უფრო სუსტი ზამბარა ჩაუდგა , არ არის საჭირო მაგხელა სიმძლავრე, ჯობია სუსტად გაარტყა ვიდრე ძლიერად ააცილო newsmile05.gif

მანჯეტის კომპრესია შეამოწმე ესე, გადახსენი თოფი აიღე რაიმე პლასმასი ბოთლი და მოაჭერი პატარა ნაჭერი შემდეგ ეს ნაჭერი დაუტანიე ლულასა და კომპრესორის იმ ნახვრეტს შორის საიდანაც ჰაერი გამოდის ( გადამშვები ქვია მაგას) და გაისროლე , თუ მანჟეტი კაგრია არ უნდა მოხდეს გასროლა , "დაგუდავს" და ნელ ნელა ფხრიწინით გამოვა ჰაერი , თუ ჩვეულებრივად გაისროლა მაშინ მანჟეტია გაფუჭებული და გამოცვლა მოგიწევს.

საერთოდ კარგი იქნება თუ ჰაერის ზამბარას იყიდი , ეგ ყველაზე კარგი არჩევანია ნაკლები უკუცემა, ადვილი გადატენა, ჰაერის ზამბარა არ "ჯდება" და არც ტყდება, ნაკლები ხმა და სროლისას ტყვიის საწყისი სიჩქარეების გაცილებით უკეთესი განმეორებადობა ,რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიზანში მორტყვმისას newsmile05.gif

აი ეს არის ჰაერსი ზამბარა GAS RAM ფასი 110$



მაგრამ არის ალტერნატივა , რუსი ოსტატების მიერ დამზადებული ჰაერის ზამბარები ფასი მერყეობს 75 ლარიდან 125 ლარამდე + გამოგზავნა
აგერ ნახე http://topguns.ru/gazovye-pruzhiny-gp-digest/



მოკლედ ჯერ ესენი გააკეთე და მერე მოგაშველებ კიდევ რაღაცეებს newsmile05.gif

ფასკი გაკეთებას რაც შეეხება აგერ გადაიკითხე

http://anotherairgunblog.blogspot.com/2008...wning-part.html

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=33

ესეც გადაიკითხე სასხლეტის რეგულირებაზეა (ჰო შენი ფისთო და ჰაცან 125 ერთი და იგივე სხვადა სხვა სახელიტ newsmile05.gif )

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=116


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 03:20