"მეგობრობის თასი" ზამთრის ტურნირი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"მეგობრობის თასი" ზამთრის ტურნირი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 18-December 18 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კიდევ ერთხელ სალამი ოჩოპინტრელებო!!
მიმდინარე "სასპორტინგო" წელი დასასრულს მიუახლოვდა, კალენდარულ წელთან ერთად და შესაბამისად, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ ახალ წლებს თქვენ და თქვენთვის საყვარელ თითეულ ადამიანს ! სიამუვნებით გაუწყებთ, რომ შაბათს, 29 დეკემბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ღია შეჯიბრი "მეგობრობის თასი" ზამთრის ტურნირი! შეჯიბრში მონაწილეობა ყველა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების/საბუთის მქონე პირს შეუძლია რეგისტრაცია დაიწყება დილის 09:30-ზე ხოლო შეჯიბრის დაწყების დროა 10:00-10:15 მონაწილეები ესვრიან 40 მოძრავ სამიზნეს, თითო "თეფშზე" თითო გასროლის უფლებით. ფინალი არ იქნება, გაიმარჯვებს ის მსროლელი, ვინც სხვა მონაწილეებზე მეტ მოძრავ სამიზნეს დააზიანებს, თანაბარი ქულების შემთხვევაში დაინიშნება გადასროლა პირველ აცდენამდე გამარჯვებულის გამოსავლენად. მონაწილეობა/სროლა ნებადართულია, როგორც ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ვაზნებით (მხოლოდ 12 კალიბრი) ისე მონაწილის მიერ წარმოდგენილი ქარხნული ვაზნებით. თუ მონაწილე გადაწყვეტს საკუთარი ვაზნებით სროლას, მაშინ იგი ვალდებულია თან იქონიოს იმ ტიპის ვაზნა, რომელის საფანტის წონა არ აღემატება 24 გრამს, ხოლო საფანტის ზომა 7 ნომერს (11-დან 7 ნომრის ჩათვლით დაშვებულია). თუ შეჯიბრში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ვაზნებით გადაწყვეტს სროლას, მაშინ მისთვის მონაწილეობის საფასური იქნება - 60 ლარი. თუ მსურველი გადაწყვეტს საკუთარი ქარხნული ვაზნებით სროლას, მაშინ მისთვის შეჯიბრში მონაწილეობის საწევრო 40 ლარი იქნება. შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის მსურველები, რომლებიც შეჯიბრის დღემდე დარეკავენ პოსტში მითითებულ ნომერზე და წინასწარ ჩარწერებიან სიაში! შეკრების ადგილის, შეჯიბრის ჩატარების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აგრეთვე სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 598232432. გელოდებით! დაჯილდოვდებიან არა მხოლოდ მედალოსნები და პრიზიორები (I,II,III,IV) ! დაჯილდოვდებიან ასევე სხვადასხვა კატაგორიაში (კლასში) გამარჯვებულები (მაგ. იუნიორი, ვეტერანი, დამწყები და ა.შ.) სულ დაჯილდოვდება მოხდება 11 სხვადასხვა კატეგორიაში. ყველას გისურვებთ წარმატებებს ! ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 22:16 |