კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯერ დიდი მადლობა თბილი შეხვედრისთვის............
ვიყავით მთელი სია + ლევანი90 VS 4კაცი და 1 ქალი ![]() შევხვდით და ჩემ პირად შეხედულებას დავდებ. პირველი - გაცნობითი შეხვედრისთვის საკმაოდ კარგი გამოვიდა. ძირითად თემებს შევეხეთ, ანუ იმას რაც გვაწუხებს. ნადირობასაც შევეხეთ, თევზაობასაც და არაენდემურ და შემოყვანილ ცხოველებსაც. რაც შეეხება მგელს. საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ძალიან საგანგაშო სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ აქა იქ რაღაც რაოდენობა ამოსაღები გახდეს შეიძლება. თიანეთი და ჩოხატაურის რაიონი იყო ნახსენები, რა თაქმა უნდა ჩვენ ჩვენივე ხარჯებით შევთავაზეთ დახმარება, მაგრამ ამასაც თავის პროცედურა ნდომებია, რაც დასაზუსტებელია. რაც შეეხება მგელს ამ ჯერზე მოსმენის რეჟიმში ვიყავით. ![]() რაც შეეხება წითელ მგელს, მითი დაინგრა, არავიტარი წითელი მგელი არ არსებობს, არსებობენ ჰიბრიდები რომლებიც ფერით ვიღაცეებმა მიამსგავსეს წითელს და აგორდა ჭორი. არგუმენტად რამოდენიმე წლიანი კვლევა არის მოტანილი და აქედან გამომგინარე რაიმე კავშირი წითელ მგელთან არ ჩანს. (ეგრეც მეგონა ![]() თევზაობასთან დაკავშირებითაც მოკლედ მიმოვიხილეთ, კვირის შეჯიბრზეც დავძარით სიტყვა და დახმარება აღგვითქვეს. სასიამოვნოა ის, რომ ფოთზე რეაგირება იქნება და თან რაღაცეების მარტივად გადაწყვეტა შეიძლება. ვისაუბრეთ გარკვეული სახის სანადირო ობიექტების (მაგ. კურდრელი, მაჩვი და ა.შ.) სანადირო მეურნეობებიდან გამოტანაზე და ვნახოთ, შეიძლება წლევანდელ წელს მოუსწროს... ![]() ასევე ვისაუბრეთ დუპელზე. ასევე ვისაუბრეთ შემოყვანილ ცხოველებზე - ენოტი და ენოტისებური ძაღლი. ეს არის მოკლედ რაც გუშინ მოხდა, დანარჩენზე კი შემდეგი შეხვედრების მერე ვისაუბროთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ხალხი წინადადებებისა და შეთავაზებებისთვის გახსნილები არიან. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გასაგებია...უბრალოდ ეგ ან არის ეგრე და ან არა...ტაიგა და უღრანი არც იმათ აკლიათ..(ეგ ჩრდილოეთია)...ტაიგა კი ნამდვილად ვიცი რასაც წარმოადგენს...ბევრჯერ ვარ ნამყოფი...ღრმა ტაიგაში...მანდ რამის მიგნება და განადგურება...პრაქტიკულად შეუძლებელია...საუკეთესო პირობებია ისეთი მტაცებლისთვის, როგორიც მგელია...თუმც ამაზე დავა ნამდვილად არ ღირს....მგლის ბოლომდე განადგურემა მაინც არ შეიძლება..და ვერც მოახერხებს ვერავინ...რეგულირებას კი არავინ კრძალავს...ასე რომ შეგვიძლია პრაქტიკულ მხარეზე ვიფიქროთ...რა შეგვიძლია ჩვენ....მაგ კუთხით გავაკეთოთ...
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ლევანი
ტაიგა და უღრანი არც იმათ აკლიათ..(ეგ ჩრდილოეთია) სკანდინავია არაა დას. და ცენტრ. ევროპა და ამიტომაც არ მქონია მხედველობაში. მანდ შეიძლება არის მგელი, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. კარგად იცი, რომელ ქვეყნებსაც ვგულისხმობ. გასაგებია...უბრალოდ ეგ ან არის ეგრე და ან არა... კონკრეტულად რაში არ მეთანხმები? მგლის ბოლომდე განადგურემა მაინც არ შეიძლება.. და მერე ვინ თქვა, რომ საქართველოში მგელი უნდა გავწყვიტოთ? და ვერც მოახერხებს ვერავინ...რეგულირებას კი არავინ კრძალავს...ასე რომ შეგვიძლია პრაქტიკულ მხარეზე ვიფიქროთ...რა შეგვიძლია ჩვენ....მაგ კუთხით გავაკეთოთ... ესე იგი, ამაში მეთანხმები. რეგულირებას სერიოზული ჯგუფების შექმნა ჭირდება და დღეს მგონი, ეს მექანიზმი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება. გარკვევით გვითხრეს შეხვედრაზე..."აგერ ბატონო...53 მგელია გასანადგურებელი და თუ შეგიძლიათ მიხედეთო".... ცნობილი შემთხვევების შემდეგ ხომ დარაზმეს მონადირეები, ზოგს ტყვია-წამალი მისცეს და ა. შ. მოდი ვიკითხოთ, ამ რეაგირებების მერე ერთი მგელი მაინც თუ იქნა მოპოვებული? ანუ, მიღებული ზომების ეფექტურობა როგორი იყო? არადა ჩვენ ხომ გვაწუხებს ეს საკითხი...მივხედოთ რა...წავიდეთ და გავანადგუროთ. ახლა მე და შენ რომ წავიდეთ, მგლებს დავხოცავთ?! სამინისტრო წინააღმდეგია...ადამიანები შევარდნენ ტყეში და გაწყვიტონ მგლები..ვისაც როგორ მოუნდება და რა საშუალებით...აი მაგას კრძალავენ... შენი ფორმულირების მიხედვით, სამინისტრო უტოპიურ იდეასაა აყოლილი. გულწრფელად გეკითხები, მართლა ასე ადვილი გგონია მგლის მონადირება? ცოფიანი მგელი ნებისმიერი საშუალებით არ უნდა გაანადგურო?? ----------------------------------------------------------------------------------------- ბესო რომელია უძველესი სანადირო გაერთიანება? ან სად არიან? მე გადმოცემით თუ ვიცი მაგათ შესახებ ბაბუაჩემიდან და ბაბუაჩემიც აღარ არის ცოცხალი 80 წლიდან. მას მერე არაფერი მსმენია! სანადირო გაერთიანება აქ ვართ (მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში). ეს ის გაერთიანებაა, რომელმაც შექმნა და აქამდე მოიტანა მონადირული ტრადიციები, სანადირო მეძაღლეობა, და დღეს თუ ვერაა სათანადო დონეზე, მაგის მიზეზი სხვაა. საქართველოში სანადირო ორგანიზაციების ისტორია 2009-დან არ იწყება. ხოლო რაც შეეხება ევროპაში ადამიანების გაფართოვებით შევიწროვებულ მგლებს - მოხდა ამ მგლების ამოღება და არა "შევიწროვება" რისი შედეგიც ის არის, რომ ეხლა ფიქრობენ მათი პოპულაციის ისევ მოშენებაზე. ვსაუბრობდი არა "შევიწროებაზე" ევროპაში, არამედ გაწყვეტაზე. რაღაც, გაუგრძელდათ ფიქრი, მგონი... ![]() პ.ს. ეს "ამოღება" რაღაა?! ტიპიური კალკაა. ამიტომ ვიცი დაზუსტებით, რომ ევროპაში, ფერმერების გარდა ყველა უკმაყოფილოა მგლების გაწყვეტით!!!!!!!!!! იმ ფერმერებს კი სათანადო განათლება არ აქვთ, მათ ზიანის შემთხვევაში (თუ მგელი მათ საქონელს დაგლეჯდა) სახელმწიფო ზარალს სრულად უნაზღაურებდა, მაგრამ განათლება არ ყოფნით მეტი და იმიტომ არიან კმაყოფილები... ბუნებრივიცაა, ერთი აზრი არ ექნებათ - ერთს, რომელსაც ცისფერ ეკრანზე თუ უნახავს მგელი და მეორეს, რომელსაც საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი მისი მეზობლობა. მეორის გრძნობები სულაც არ იქნება სენტიმენტალური. |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეს ის გაერთიანებაა, რომელმაც შექმნა და აქამდე მოიტანა მონადირული ტრადიციები, სანადირო მეძაღლეობა, და დღეს თუ ვერაა სათანადო დონეზე, მაგის მიზეზი სხვაა. მონადირული ტრადიციები არ შეუქმნია მაგ გაერთიანებას!!!!!!!!! და არც მის გაქრობასთან ერთად გამქრალა ნადირობის კულტურა საქართველოში!!! ნადირობის ტრადიციაც და კულტურაც საქართველოში შეიქმნა და იხვეწებოდა მრავალი საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ კომუნისტების მიერ შექმნილი "მონკავშირი" და მისი მსგავსი სხვა ორგანიზაციები დღევანდელობასთან არაფერ შუაში არ არის... თუ ვინმეს უნდა კიდევ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობა არ მგონია, რომ უარი ეთქვათ ვინმესთვის. მაგალითად: ჩვენ, მივაკითხეთ და კარი გაგვიღეს!!!!!!!! საქართველოში სანადირო ორგანიზაციების ისტორია 2009-დან არ იწყება. 2009 წელს დაიწყო ჩვენი კლუბის ისტორია (იმედი მაქვს, რომ არც დამთავრდება ![]() ვსაუბრობდი არა "შევიწროებაზე" ევროპაში, არამედ გაწყვეტაზე. რაღაც, გაუგრძელდათ ფიქრი, მგონი... ![]() პ.ს. ეს "ამოღება" რაღაა?! ტიპიური კალკაა. გაუგრძელდათ თუ არ გაუგრძელდათ ამის მსაჯი არ მგონია საქართველო იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე სერიოზულად ფიქრობენ და გზებს სახავენ და 1 და 2 თვეში არ ხდება ამგვარი საქმეების დაგეგმვა და განხორციელებაც, როდესაც ყველა დეტალი გასათვალისწინებელია! ბუნებრივიცაა, ერთი აზრი არ ექნებათ - ერთს, რომელსაც ცისფერ ეკრანზე თუ უნახავს მგელი და მეორეს, რომელსაც საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი მისი მეზობლობა. მეორის გრძნობები სულაც არ იქნება სენტიმენტალური. რა თქმა უნდა არ ექნებათ 1 აზრი. ის "არასენტიმენტალური" ფერმერი ხარობს, მაშინ, როდესაც მგლის არსებობის დროსაც კი მისი ზიანი 0-ის ტოლი იყო. და "სენტიმენტალური" ქალაქის მოსახლეობა კი წუხდება უკვე გაცოფებული ირმებით!!, რომლებიც ავტობანებზე რქებით ერჭობათ საქარე მინებში... და მომრავლდნენ ავადმყოფი ჩლიქოსნები ევროპაში, ვინაიდან ეს "გარეწარი" მგლები აღარ არიან და აღარ ხდება ამ ავადმყოფი ცხოველებისგან ფაუნის გასუფთავება. მგლები და მათი მსგავსი მტაცებლები გარკვეულ წილად ტყის სანიტრები არიან და მათი ამოწყვეტა სრული უმეცრებაა, რაც უკვე აღიარა ევროპამ და აქ მესამედ ნაღდად არავინ მიუბრუნდება ველოსიპედის გამოგონებას!!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 21:01 |