ზეთი, და იარაღის საწმენდი სხვა საშუალებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ზეთი, და იარაღის საწმენდი სხვა საშუალებები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო,
მოგეხსენებათ სრულყოფილი მოვლის გარეშე საუკეთესო ხარისხის თოფიც შეიძლება ძალიან მალე გამოვიდეს მწყობრიდა. თოფის მოვლის პროცესში კი ცენტრალური ადგილი უჭირავს ზეთს. ამიტომ, მოდით ამ თემაში ვისაუბროთ თოფის საწმენდ ზეთებსა და სხვა საშუალებებზე, მსოფლიოში განთქმულ ბრენდებზე, მათი გამოყენების წესებზე, აგრეთვე იმაზე თუ ჩვენ რომელ ზეთს ვიყენებთ. კარგი იქნება თუ გავუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასაც ამ მხრივ. რამდენადაც მე ვიცი და თქვენც გეცოდინებათ, კარგია გერმანული ბალისტოლის ზეთები (Ballistol), რომლებიც ეკოლოგიურად არამავნე ზეთებს წარმოადგენენ და არ უქმნიან საფრთხეს ადამიანს. http://www.ballistol.de/russian/index.php?page=01 ამ ფირმის ზეთია სახელგანთქმული რობლა (Robla), რომელსაც იყენებენ ლულაში დარჩენილი ნამწვისა და ტყვიის ნარჩენების გასასუფთავებლად. გარდა ამისა, ბალისტოლს აქვს ფართო ასორტიმენტი და ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია ის რომ, მისი ზეთები არ ვნებს თოფის ხის ნაწილებს, პირიქით, აქვს დამცავი ფუნქცია, ხოლო მისი ერთ-ერთი პროდუქტი - BALSIN Stock Oil პირდაპირ განკუთვნილია კონდახისთვის. ასევე კარგ საწმენდ საშუალებად ითვლება ამერიკული ზეთი ბრეიკ-ფრი (Break-Free). ეს ზეთიც ისევე როგორც ბალისტოლი არ ვნებს ადამიანს და ითვლება უნივერსალური ტიპის ზეთად ანუ ერთროულად აქვს გამწმენდი და დამცავი ფუნქცია. გამოიყენება NATO-ს შეიარაღებაში საწმენდ საშუალებად და არა მგონია ნატოს არჩევანი შეშლოდა. http://www.dmazay.ru/index.php?categoryID=298 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
მე ბევრს ვისვრი საკმაოდ და ზეთი და საწმენდი საშუალებები არის ხარჯვითი მასალა ჩემთვის. თეთრი მაისურები აღარ დამრჩა და დავდივარ ძონძებში მათ საყიდლად ჩვრებზე რომ გაუშვა. ზეთის ხარჯვა დიდი მაქვს და რაღაც ჩემი დაკვირვებებიც უკვე გამაჩნია. გაგიზიარებთ და იქნებ ვინემ რამე საინტერსო ნახოს თავისთვის.
პირველ რიგში შევთანხმდეთ რომ ლულას ზეთით არ წმინდავენ. მე მარტივი წესი ამქვს სადაც დენთი ხვდება იქ ზეთი არაა. აბა ცადეთ გაზეთილი დგუშით ისროლოთ და მეორე დღეს ან უფრო მოგვიანებით გაწმინდოთ იარაღი. მაგრას იწვალებთ. დღე დღეისობიტ არსებობს ნიტროსოლვენტები ანუ ე.წ. "რასტვარიწელები" ის ებრძვიან ნაგარს ხოლო ლულის ნადებისაგნ გათავისუფლებისთვის იყენებნ სხვა სპეციალური სიტხეებს არის კიდე შუალედური საშუალებები. სპეციალური საშუალებები უფრო აგრესიულია, მაგალითად რობლა (იყიდება ვენთან) ის ნადებს ხნის ანუ ტყვიის გარსის ნარჩენებს. ნაგარს რაც ხსნის კარაგდ არის კარბურატორის საწმენდი სითხე. ის არის კარგი ნიტროსოლვენტი. ხსნის და აშორებს ნაგარს. შელოჩი, კეროსინი და ბენზინი უკვვე გუშინდელი დღეა. ვდ-40 კარგი საშუალებაა, ჟანგს აცილებს კარგად მაგრამ ლულის საწმენდად არც ის ვარგა. კარგი ლულის საწმენდი საშუალბა არ იშოვება საქართველოში სამაგიეროდ ბლომადაა კარგი კარბურატორის საწმენდი სპრეები. მე კიდე მძიმე შემთხვევებში ვხმარობ მანქანის აპორნი დისკების საწმენდ სიტხეს. კაი დიდი ბალონია და კაი წბევით მოაქ სიტხე მაგრამ ის ძალიან აგრესიულია და სიფრთხილეა საჭირო. ყველაზე რბილი და უნივერსალური საშუალებაა Hoppes #9 ადრე იყო მაგნუმში და კაი რამეა. ის აშორებს ნაგარს, ნადებს დ ამავე დრის ანეიტრალებს კოროზიის გმომწვევ მარილებს, რომელიც არის ძველ ვაზნების კაფსულებში. უცხოური ვაზნების 99.9% უკვე ასეთ ნივთიერებებს არ შეიცავს და ეგ პრობლემაც არ დგას. ე.წ. ნეიტრალურ იარაღის ზეთებში ყველაზე კარგი რაც ამ წლებში მქონდა არის გუდვილში ნაყიდი ესსოს ზეთი (სპრეი) და ბალისტოლი. ბევრი სხვა ზეთიცაა, ზოგი კარგი ზოგი არც ისე მაგრამ არის და არჩევანიც არის. ცუი ზეთი ამლევე ორთქლდება. ზოგადად ბევრი ზეთი კარგი არ არის, ანუ ზუსტად იქ უნდა იყოს სადაც საჭიროა და საჭირო რაოდენობის, თორე სროლის მერე წმენდა მაგრად რთულდება. ნადების წინააღმდეგ ვიყენებ წარამტებით რობლას (მაღაზია კალიბრი გაგრინზე) Hoppes #9-ც მქონდა მაგრამ დამიმთავრდა .... ვდ–40 არის საწმენდი სითხე. მაგით უბრალოდ ვრეცხავ იარაღს. ნიტროსოლვენტების მაბავში ცუდათაა საქმე მაგრამ ამ დღეებში ვაპირებ გუდვილში რამე სიტხის ყიდვას, ის ქიმიურად იგივეა რაც იარაღის სამწნდი სპეცილაური სოლვენტები. განსხვავება ეტიკეტშია მარტო. ნუ იმასაც ვიტყვი რომ ამ სპეცილაური ხსნატების გამოყენების წესები არებობს ანუ მაგალითად ნადების მოსაშორებელი სითხის დატოვება არ არის რეკომენირებული დიდხნით, რობლაი ეს თუ არ ვცედები 12 საათია მაქსიმუმ, არის კიდე იეთი რომლის ლულაში გაჩერება 15 წუთზე მეტი არ შეიძლება. ინსტრუქციაში ეს ყველაფერი წერია. ზოგი ხსნაი ცუდად მოქმედებს ვარანენიეზე. მოკლედ ინსტრუქცია ცოტა სიფრთხილე და სიდინჯე და რეზულტტიც იქნება. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 04:39 |