მინჩანინის სახელოსნოში (არა პნევმატური) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მინჩანინის სახელოსნოში (არა პნევმატური) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ეს თემა აქაც გამეხსნა, და ის შეეხება არა პნევმატიკის საკითხებს , რადგან ამ ბოლო დროს ცეცხლსასროლთან უფრო ახლო კავშირი მაქვს ვიდრე პნევმატიკასთან. გარდა ამისა სასურველია ერთ ადგილზე იყოს ჩემი ნამუშევრები. ვიმედოვნებ ადმინი წინააღმდეგი არ იქნება.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გაზის მაკაროვზე კალიბრის შეცვლა 7,6-დან 8 მმ-ზე ![]() აი თემაც, რომელიც ექსპერიმენტალური იარაღის შექმნას ეხება http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...=10449&st=0 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ. მომივიდა მუზა და გადავწყვიტე კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ანუ, შემემოწმებია თუ რამდენად ეფექტურია თვითნაკეთი "დიაბლოს" ტიპის ტყვიის გამოყენება გლუვ ლულიან სანადირო თოფში. ამისათვის დამჭირდა ჩემი კონსტრუკციის ყალიბის დამზადება. მართალი გითხრათ პირველი ცდა უშედეგო იყო. მეორე ცდით უკვე მივიღე ის ყალიბი, რომელიც ალბომშია ნაჩვენები. შემდეგ დავიწყე მისი გამოცდა. ანუ ტყვიების ჩამოსხმა. თურმე არც ისე იოლი ყოფილა ეს საქმე. ბევრი ცდების მერე დავამუღამე ტექნოლოგია და მივიღე სასურველი ტყვიები. მათი წონიდან, და ზომებიდან გამომდინარე, ვფიქრობ შეიძლება მათი გამოყენება როგორც 12 კალიბრისთვის, ასევე 16 კალიბრისთვის. ტყვია ზუსტად თავსდება 12 კალიბრის კონტეინერში. და ასევე 16 კალიბრის პლასტმასის გილზში. ასევე იქნა გატარებული 12 და 16 კალიბრის ლულებში (შესაბამისად კონტეინერით და უკონტეინერო). ტყვიამ ლულაში გაიარა ცოტაოდენი ძალის მიჭერით. რასაც ნორმალურად ვთვლი. შესადარებლად იქნა გამოყენებული ქარხნული ტყვია "შარიკით". მასაც იგივე ძალა დაჭირდა ლულაში გასავლელად. ამიტომ ჩავთვალე ჩემი ტყვია მისაღებად. წონა კონტეინერით 34,5 გრამია. ჩემი აზრით ნორმალურია ორივე კალიბრისთვის. თუმცა 16 კალიბრისთვის ორნახევარი გრამით ნაკლები იქნება, რადგან კონტეინერის წონა გამოაკლდება. გარე დიამეტრი შერჩეული იყო სწორედ 16 კალიბრისთვის. დავტენე რამოდენიმე ვაზნა. მუხტად ავიღე ე. წ. ესპანური წამალი (როგორც მითხრეს მაღაზიაში), და 12 კალიბრისთვის დავმუხტე 1,9 გრამით. პიჟის გარეშე. დავამთავრე "ზაკრუტკით". სროლა ვაწარმოე "ჰატსან ესკორტიდან", ცილინდრიანი ჩოკით, 50 მეტრზე. როგორც 80 პროცენტ პოლუავტომატებს (შეიძლება მეტსაც) ჩემს თურქსაც მარცხნივ წაღება უყვარს. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დაჯგუფების გაკთება. მიღებული რეზულტატს ნორმალურად ვთვლი. პირველი სამის გვერდზე წაღების მერე შევეცადე გამეთვალისწინებინა თოფის ეს ნიუანსი, და 4 და 5 ნასროლი უკვე ცენტრთან ახლოს მოხვდა. და თანაც საკმაოდ ახლოს ერთმანეთთან. ქარხნულ ტყვიასთან შედარება არ გამიკეთებია, რადგან მხოლოდ ერთი ცალი მქონდა. უახლოეს დღეებში ვიყიდი რამოდენიმე ცალს და შევადარებ დაჯგუფებას. ისე კი უნდა ავღნიშნო, რომ "შარიკიანი " ტყვია არ არის ცილინდრული. თავსა და ბოლოში დიამეტრების სხვაობა ნახევარ მილიმეტრს აღემატება. სურათებში ეს ჩანს. ანუ ტყვიის თავი თავისუფლად ყანყალებს ლულაში, და გამოვარდნისას მიმართულება შეიძლება ცვალებადი იყოს. შესაბამისად სიზუსტეც. ასეთია ჩმა. ჩემი ტყვიის შემთხვევაში ეს გარემოება საგრძნობლად უკეთესია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ტყვიის ანბეჭდები სამიზნეზე საკმაოდ მკაფიოებია. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტყვიის ღერძი და მისი ტრაექტორია ერთმენეთს ემთხვევა. ანუ, არ ხდება ტყვიის გვერდულად ფრენა. ასევე მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად ქარხნულ ტყვიებზე არსებული გვერდითი ჭრილებისა, რომლებიც საჭიროა მათი (ტყვიის) თავისი ღერძის ირგვლის დასატრიალებლად, ისინი (ჭრილები) ამ როლს ვერ ასრულებენ. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ამასვე ამტკიცებენ მიტიჩკინები თავიანთ წიგნში "პულევიე სნარიადი". და არა მარტო ისინი. ხოლო "დიაბლოს" ფორმა საკმაოდ იოლად იტანს იმ ტურბულენტურ ჰაერის ნაკადებს, რომლებიც წარმოიშვება ტყვიის სივრცეში გადაადგილების დროს. რაც არაბრუნვადი ტყვიებისთვის მნიშვნელოვანია. და უფრო მეტიც, თუ ამ ფორმის ტყვიას ვაიძულებთ, და დავატრიალებთ თავისი ღერძის გარშემო, მისი სიზუსტე საგრძნობლად იზრდება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ "დიაბლოს" ფორმის ტყვიით, და "პარადოქსით", 410 კალიბრის "საიგა" გაუტოლდა სიზუსთით კარაბინ "ბარს"-ს (5,6 - 39 მმ.). ანუ გაბნევამ შეადგინა 7 სანტიმეტრი 100 მეტრზე. რა თქმა უნდა უქარო ამინდში. მიუხედავად ამისა გლუვლულიანი თოფისთვის ეს მაჩვენებელი კარგზე უკეთესია. მომავალში მეც მაქვს იდეა მსგავსი "პარადოქსის" დამზადებისა. და, სწორედ ამიტომ იქნა პირველი ნაბიჯი გადადგმული, და იქნა "დიაბლოს" ტიპის ტყვია დამზადებული. რადგან ჩემი ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეზღუდულია, ამიტომ ეს იდეა კარგადაა დასამუშავებელი. რაც საკმაო დროს წაიღებს. ვფიქრობ პირველი ნაბიჯი არც თუ ისე ცუდია.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 31-January 20 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
[quote name='minchanin' date='Jul 5 2016, 21:18' post='345247']
მომავალში მეც მაქვს იდეა მსგავსი "პარადოქსის" დამზადებისა. გამარჯობა. დიდი ხანი მინდა ე.წ. ფროლოვკის მსგავსი იარაღი, პარადოქსის ხრახნით. თუ შეძლებთ გადაჩარხვას, შემიძლია ძველი შაშხანის შეძენა (კანონის დაცვით) და ექსპერიმენტისთვის გავწირავ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 19:52 |