გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები
ROMMEL
პოსტი Jul 30 2009, 22:15
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 63
რეგისტრ.: 25-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ)

ბესო

ყველას ჩვენი გატაცება გვაქვს..მე მაგალითად ნადირობად პირველრიგში მდევრებით ნადირობას ვთვლი. მართალია ვხვდები,რომ ბრაკონიერობა ჰქვია ჩემს საქციელს, მაგრამ მე ჩემს თავში გამართლებული კანონების დაცვის მეტი არაფერი შემიძლია..ვკლავ, მაგრამ სეზონის დროს და მხოლოდ მდევრებით...არც ფარით და არც ხაფანგებით არ ვნადირობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
AlekoN
პოსტი Oct 9 2009, 22:07
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



პოსტები გადმოტანიალია მდევრების თემიდან




ციტატა(ROMMEL @ Jul 30 2009, 11:15 PM) *
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ)


ასპროცენტიანია!
სანამ არ შეიქმნება საეგერო სამსახური, რომელიც დაექვემდებარება სტრუქტურას, რომელიც უნდა შეიქმნას სამინისტროში და რომელმაც უნდა აკონტროლოს სანადირო საქმეები მთლიანობაში, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და სავარგულების გაკონტროლება ნაკლებშედეგიანი იქნება. ეგერები სამუშაო დროის განმავლობაში ბუნებაში უნდა იმყოფებოდნენ, ასევე გაადვილდება და რეალობასთან ახლოს იქნება ნადირ-ფრინველის დათვლა, მტაცებლებთან ბრძოლა (მომავლის პერსპექტივაში), შედეგიანი გახდება ბრაკონიერების გამოვლენა. გდი-მ უნდა იმუშაოს ოპერატიული განხრით, გამოძახებებზე და დაკავებებზე, ეგერების მხარდაჭერაზე. ეს ორი რგოლი შეავსებს ერთმანეთს და ეფექტი ერთ-იორად მეტი იქნება. საეგერო სისტემა ქონდა მონკავშირს და ამ პოსტებზე გამოცდილი მონადირეები, კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ.

ციტატა(ლევანი @ Aug 5 2009, 01:14 AM) *
ნამდვილად ჯობია კურდღელზე ნადირობის დაშვება...მაგითი არაფერი შეიცვლება..მერეც ისევე ინადირებენ როგორც ეხლა...ტყუილად ბიუჯეტი კარგავს ფულს..სულ ეგ არის..ამას რატო აკეთებენ ვერასდროს მივხვდები ალბათ..რაც დღეს იყრება.. იმაში ფული აიღონ რა...ვისაც კურდღელზე ნადირობა ევასება..

აბა რა...
რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - საკმაო რაოდენობითაცა და მეორემხრივ, მაინც ნადირობენ.
რაც შხამქიმიკატები უაზროდ აღარ ყრია მინდვრებში (90-ის მერე), კარგად გამრავლდა კურდღელიცა და ფრინველიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შარკი
პოსტი Oct 12 2009, 11:01
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 103
რეგისტრ.: 8-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქ.თბილისი




AlekoN

გდი-მ უნდა იმუშაოს ოპერატიული განხრით, გამოძახებებზე და დაკავებებზე
-------------------------------------------------------------------------------------

კატეგორიულად ვერ დავეთანხმები.

გედეის მომავალი არის არა ნაფტალინიდან წარსულის ვითომ გამოცდილების ამოქექვა, არამედ ის, რასაც თანამედროვე დასავლური პრაქტიკა წარმოადგენს. გედეის საერთოდ არ უნდა ჰქონდეს არანაირი ოპერატიული ფუნქციები, სწრაფი რეაგირების სამსახური, სადაც თანამშრომლები შსს-ს ოპერების კლონები არიან, საერთოდ ზედმეტია. ეს საჭიროების შემთხვევაში სწრაფი ღონისძიებების გატარებას არანაირად არ შეუშლის ხელს. მთავარი სამსახური უნდა იყოს ინსპექტირების სამსახური. გედეის თანამშრომელი არ უნდა იყოს ჩასაფრებული გზაზე უკანონ ფიცრით დატვირთული მანქანის მოლოდინში და არც ტყე-ტყე არ უნდა დასდევდეს ბრაკონიერებს, არც ქუჩაში ცეცხლმოკიდებული ფოთლები უნდა იყოს მისი პრობლემა და არც მეზობლის ავი ძაღლი.

დასავლეთში ამ ფუნქციებს რეგიონალური თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურები აკეთებენ, ხოლო გდი მხოლოდ ფედერალური მასშტაბის დარღვევებს აკონტროლებს როგორიცაა ჰაერის, წყლის, ნიადაგის მასშტაბური დაბინძურება, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე მსხვილი საწარმოების საქმიანობა ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. გედეის თანამშრომელი შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი კვალიფიციური ინსპექტორი უნდა იყოს და არა საშუალო განათლების მქონე ოპერი, რომელიც ოქმის სწორად შევსებას ძლივს ართმევს თავს.

ამის მისაღწევად კი ძალიან ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ქვეყნის მოწყობის მოდელიც კი. სანამ რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობები ჩანასახის სტადიაშია, ამ მიზნის მიღწევა შორეული პერსპექტივაა.

შესაძლო ალტერნატივა - დღევანდელი ფორმით არსებული გედეის დაფინანსების რამდენჯერმე გაზრდა, ახალი კადრების მიღება და მომზადება, ტექნიკური ბაზის შექმნა, საკანონმდებლო ცვლილებები. არავითარი ახალი საეგერო სამსახური არ გახდება ამ შემთხვევაში საჭირო. გედეი თავად გააკეთებს ყველაფერს.

არ ვიცი რომელი გზა უფრო მოკლე იქნება, მაგრამ უფრო პირველს დავუჭერდი მხარს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 12 2009, 18:20
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (შარკი @ Oct 12 2009, 12:01 PM) *
გედეის თანამშრომელი არ უნდა იყოს ჩასაფრებული გზაზე უკანონ ფიცრით დატვირთული მანქანის მოლოდინში და არც ტყე-ტყე არ უნდა დასდევდეს ბრაკონიერებს,
გდი მხოლოდ ფედერალური მასშტაბის დარღვევებს აკონტროლებს როგორიცაა ჰაერის, წყლის, ნიადაგის მასშტაბური დაბინძურება, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე მსხვილი საწარმოების საქმიანობა ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ასე შემდეგ.

ე. ი. გდი-ს დასავლეთის ქვეყნებში ტყის უკანონო მჭრელებისა და ბრაკონიერების დევნა-გამოვლინება არ ევალება, თუ სწორად გავიგე.
და საქართველოში? ჩვენს გდი-ს კანონმდებლობით მგონი აქვს ასეთი ფუნქცია.
თუ აქაც ასეა და არაფორმალურად ითავსებენ ამ ფუნქციას, ამასაც ნუ დამიმალავ.
რავიცი, საქართველოს რეალობაში გდი-ს ფუნქციები ამ კუთხითაც მოჩანს.

QUOTE (შარკი @ Oct 12 2009, 12:01 PM) *
დასავლეთში ამ ფუნქციებს რეგიონალური თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურები აკეთებენ,

და ჩვენთან?...

QUOTE (შარკი @ Oct 12 2009, 12:01 PM) *
ამის მისაღწევად კი ძალიან ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ქვეყნის მოწყობის მოდელიც კი. სანამ რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობები ჩანასახის სტადიაშია, ამ მიზნის მიღწევა შორეული პერსპექტივაა.

სრულიადაც არა!
ქვეყნის მოწყობის მოდელს რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფაუნის დაცვისა და აღრიცხვის საქმეში, ვერ გამიგია...
მე კი მგონია, ასეთი რეგიონალური სტრუქტურების შექმნა დღესვე შეიძლება, დაფინანსების შემთხვევაში და ამის ხორცშესხმას, რაც უფრო შორს გადავწევთ ბუნდოვანი მიზეზებისა გამო, მით უფრო გავაფუჭებთ საქმეს.

QUOTE (შარკი @ Oct 12 2009, 12:01 PM) *
გედეის მომავალი არის არა ნაფტალინიდან წარსულის ვითომ გამოცდილების ამოქექვა, არამედ ის, რასაც თანამედროვე დასავლური პრაქტიკა წარმოადგენს.

QUOTE (შარკი @ Oct 12 2009, 12:01 PM) *
არავითარი ახალი საეგერო სამსახური არ გახდება ამ შემთხვევაში საჭირო. გედეი თავად გააკეთებს ყველაფერს.

თუ შეგიძლია, ამიხსნა, რატომაა ეგერი და საეგერო სამსახური, თავისი შინაარსით ასე მიუღებელი? რადგან კომუნისტების დროს არსებობდა? ეს ხომ გერმანული სიტყვაა და ეს პროფესიაც ევროპიდან შემოვიდა. თუ დღეს, დასავლეთში (ევროპაში) ასეთი სამსახური არ არსებობს?
დღევანდელმა საქართველომ შექმნა კი, ფაუნის დაცვისა და აღრიცხვის უფრო ეფექტური სისტემა??
----------------------------------------------------------------

თავადვე არ უარყოფ, რომ ჩვენს გდი-ს დამატებით სხვა ფუნქციებიც აქვს აკიდებული.
შედეგიც სახეზეა - მოძალებულ ბრაკონიერობასთან ბრძოლის რესურსი არ ყოფნის.
და ეს ბუნებრივიცაა - რაც ჩამოთვალე, მის ნამდვილი დანიშნულებას პლიუს ტყე-ღრეში ბრაკონიერების დევნა თუ ნადირობა-თევზაობის გაკონტროლება მოცულობით დიდი სამუშაოა და სხვადასხვა სიბრტყეშია განთავსებული.

სწორედ ამიტომაა საჭირო სხვა სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომლის უპირველესი ფუნქცია იქნება:
1.ფაუნის დაცვა, 2.ნადირობის გაკონტროლება, 3.ბრაკონიერების გამოვლენა, 4.ბიოტექნიკური ღონისძიებების მოთავეობა (სადაც ამის რესურსი იქნება), 5. ნადირ-ფრინველის აღრიცხვის წარმოება, 6.კანონგარეშედ გამოცხადებული მტაცებლებზე ნადირობის მოთავეობა თუ ხელშეწყობა.
მარტივი საქმე არაა ხომ?
ეს სამსახური იქნება ამ ფუნქციების შემსრულებელი პირველად დონეზე. დახმარებისთვის ეგერს შეეძლება, ვთქვათ, მიმართოს სწრაფი რეაგირების ჯგუფს ან პოლიციას (ბრაკონიერების გამოვლენისას).
ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გდი ზოგს ასრულებს ნაწილობრივი წარმატებით და ზოგსაც საერთოდ არ ასრულებს, იმიტომ, რომ უბრალოდ, ეს მისი საქმე არაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 03:21