ძუა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
![]() ![]() ძუა ალბად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელ სათევზაო აღჭურვილობაში, რომელიც ერთმანეთან აკავშირებს აღჭურვილობის ყველა ელემენტს. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია ძუების ძალიან ფართო არჩევანი და ხშირად რთულია გაერკვიო იმაში თუ რომელი ძუა უნდა იყიდო, მითუმეტეს ახალბედა მეთევზისთვის. დავიწყოთ იმით, რომ ყველა ძუას გააჩნია ორი, ურთიერთდამოკიდებული, სტანდარტული მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ხდება ხოლმე ძუის შერჩევა ამა თუ იმ თევზაობისთვის. ესენია: ძუის დიამეტრი და ძუის გამწყვეტი ძალა - იგივე "ტესტი" (ანუ რა მაქსიმალურ წონაზე გაწყდება ესა თუ ის ძუა. იზომება კილოგრამებში). როგორც წესი რაც მეტია დიამეტრი - მით მეტ წონას უძლებს აღნიშნული ძუა. ძირითადად გავრცელებულია გამჭირვალე ძუები, თუმცა ბაზარზე მოიპოვება ფერადებიც. ზოგი მეთევზის მტკიცებით, ძუის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, ზოგიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამიტომ ძუის ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებასა და გამოცდილებაზე მომინდვია ![]() ჩვენთან გამოიყენება ძუის 2 ძირითადი მოდიფიკაცია: მონოძუა და წნული ძუა. მონოძუა არის ყველაზე გავრცელებული და მისი გამოიყენება შეიძლება თევზჭერის თითქმის ყველა მეთოდის დროს. მონოძუა არის მეტად ელასტიური და გააჩნია გარკვეული ამორტიზაციის ეფექტი, რაც თავის მხრივ ამცირებს დაჭერილი თევზის "გაქცევის" რისკს. მაგრამ გააჩნია გარკვეული მინუსებიც, მაგალითად ნაკლები მგრძობიარობა (რაც გამოწვეული მისი "ამორტიზაციის" ეფექტით). წნულ ძუას, მონოს საპირისპიროდ, ამორტიზაციის ეფექტი დაყვანილი აქვს მინიმუმამდე, რის გამოცა ის ძალიან კარგად ასახავს თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშ მყოფი სატყუარა, ხოლო თევზის დაჭერისა და მისი ამოყვანისას - ანკესზე დეტალურად გადმოსცემს თევზის ყველა მოძრაობას. ასევე დადებით მხარეთ შიძლება ჩაითვალოს, ის მომენტიც რომ წნული ძუის დიამეტრისა და ტესტის პროპორცია საკამოდ დიდია. ანუ შედარებით მცირე დიამეტრის წნულ ძუას აქვს ბევრად უფრო დიდი ტესტი, ვიდრე იგივე დიამეტრის მონოძუას - ანუ წნული მონოზე უფრო გამძლეა !!! ხოლო მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ის მომენტი, რომ გარკვეული პრაკტიკის გარეშე საკმაოდ დიდია დაჭერილი თევზის გაქცევის შანსი. ეს გამოწვეულია ძუის ამორტიზირების თვისების არ არსებობით. გამოცდილი მეთევზეები, ასეთ დროს, კოჭის ფრიქციონის საშუალებით ახდენენ ამორტიზაციის ეფექტის კომპენსირებას. ძუის შერჩევის დროს ასევე ყურადღება მიაქცით იმას თუ რამდენ მეტრიან ძუას ყიდულობთ და რამდენი ეტევა თქვენს კოჭაზე. ჯობია მეტი იყიდოთ, ვიდრე მოგაკლდეთ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გიორგი აუ ამდენი ხანია ანკესი სახლში მიგდია და ერთი ვერ გავშალე რა ![]() geojorjika http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=60 ეს გადაათვალიერე... + შაბათ კვირას გასვლას ვაპირებთ 2 ჯგუფად და ნახე აბა ერთობლივ გასვლებშია..... პ.ს. ბოლო 2 პოსტს წავშლი რო წაიკითხავ.... ცოტა არ იყოს და ოფებია ![]() და რა მაინტერესებს, ტბაში და მდინარეში ერთი და იგივე ძუა შეიძლება? თუ უნდა გავითვალისწინოთ რამე დეტალები, ვთქვათ მდინარის თევზზე რამდენიანი ზუა უნდა და ან ფერს აქვს თუ არა მნიშვნელობა. მე მაგალითად ხშირად მქონია ეგ შემთხვევა რომ ტბიდან მდინარეზე გადავსულვარ და ვერაფერი დამიჭერია, მერე ძუა გამოვცვალე და თევზმაც დაიწყო აქტიურობა... სიძველის ბრალი არ იყო. ორივე ახალი იყო... ფერზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი... რაც მე გადაცემები მაქვს ნანახი - ზოგი ერთს ამტკიცებს და ზოგი მეორეს.... ისე ძუებში სხვა ბევრი ნიუანსებიც არსებობს... მაგალითად არის ძირვადი ძუები და არაძირვადი.... არსებობს ძუები რომლებსაც გამოხატული აქვს ე.წ. "მეხსიერება" და ასე შემდეგ.... ეხლა შენ რომ ამბობ ტბაზე და მდინარეზე... გააჩნია რა მეთოდით თევზაობ.... სპინინგზე მაგალითად მე ტბაზეც და მდინარეზეც ერთი და იგივე წნულს ვიყენებ..... ტივტივაზე - მცირე დიამეტრის მონოძუას, ტბაზეც და მდინარეზეც და შედეგიანად..... შეიძლება ფსკერულში იყოს რაიმე განსხვავება, ანუ მაგალითად დიდი დიამეტრი იდეაში ტბაზეც მგრძნობიარე იქნება და მდინარეზე ალბათ არა... არ ვიცი, მაგის გამოცდილება მე არა მაქვს.... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 22:21 |