ძუა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
![]() ![]() ძუა ალბად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელ სათევზაო აღჭურვილობაში, რომელიც ერთმანეთან აკავშირებს აღჭურვილობის ყველა ელემენტს. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია ძუების ძალიან ფართო არჩევანი და ხშირად რთულია გაერკვიო იმაში თუ რომელი ძუა უნდა იყიდო, მითუმეტეს ახალბედა მეთევზისთვის. დავიწყოთ იმით, რომ ყველა ძუას გააჩნია ორი, ურთიერთდამოკიდებული, სტანდარტული მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ხდება ხოლმე ძუის შერჩევა ამა თუ იმ თევზაობისთვის. ესენია: ძუის დიამეტრი და ძუის გამწყვეტი ძალა - იგივე "ტესტი" (ანუ რა მაქსიმალურ წონაზე გაწყდება ესა თუ ის ძუა. იზომება კილოგრამებში). როგორც წესი რაც მეტია დიამეტრი - მით მეტ წონას უძლებს აღნიშნული ძუა. ძირითადად გავრცელებულია გამჭირვალე ძუები, თუმცა ბაზარზე მოიპოვება ფერადებიც. ზოგი მეთევზის მტკიცებით, ძუის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, ზოგიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამიტომ ძუის ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებასა და გამოცდილებაზე მომინდვია ![]() ჩვენთან გამოიყენება ძუის 2 ძირითადი მოდიფიკაცია: მონოძუა და წნული ძუა. მონოძუა არის ყველაზე გავრცელებული და მისი გამოიყენება შეიძლება თევზჭერის თითქმის ყველა მეთოდის დროს. მონოძუა არის მეტად ელასტიური და გააჩნია გარკვეული ამორტიზაციის ეფექტი, რაც თავის მხრივ ამცირებს დაჭერილი თევზის "გაქცევის" რისკს. მაგრამ გააჩნია გარკვეული მინუსებიც, მაგალითად ნაკლები მგრძობიარობა (რაც გამოწვეული მისი "ამორტიზაციის" ეფექტით). წნულ ძუას, მონოს საპირისპიროდ, ამორტიზაციის ეფექტი დაყვანილი აქვს მინიმუმამდე, რის გამოცა ის ძალიან კარგად ასახავს თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშ მყოფი სატყუარა, ხოლო თევზის დაჭერისა და მისი ამოყვანისას - ანკესზე დეტალურად გადმოსცემს თევზის ყველა მოძრაობას. ასევე დადებით მხარეთ შიძლება ჩაითვალოს, ის მომენტიც რომ წნული ძუის დიამეტრისა და ტესტის პროპორცია საკამოდ დიდია. ანუ შედარებით მცირე დიამეტრის წნულ ძუას აქვს ბევრად უფრო დიდი ტესტი, ვიდრე იგივე დიამეტრის მონოძუას - ანუ წნული მონოზე უფრო გამძლეა !!! ხოლო მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ის მომენტი, რომ გარკვეული პრაკტიკის გარეშე საკმაოდ დიდია დაჭერილი თევზის გაქცევის შანსი. ეს გამოწვეულია ძუის ამორტიზირების თვისების არ არსებობით. გამოცდილი მეთევზეები, ასეთ დროს, კოჭის ფრიქციონის საშუალებით ახდენენ ამორტიზაციის ეფექტის კომპენსირებას. ძუის შერჩევის დროს ასევე ყურადღება მიაქცით იმას თუ რამდენ მეტრიან ძუას ყიდულობთ და რამდენი ეტევა თქვენს კოჭაზე. ჯობია მეტი იყიდოთ, ვიდრე მოგაკლდეთ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გიორგევიჩ
კიდე ერთი მეთოდი არსებობს ძუის გასინჯვის... როგორც ზევით ვთქვი – ყველა ძუას აწერია მისი ტესტი, ანუ რამდენ კილოს უძლებს. ამის დასაზუსტებლად ძუის ბოლოს აბავენ სასწორზე და მეორეს ქაჩავენ ნელ ნელა. ხოდა რამდენ კილოზეც გაწყდება – იმდენია ძუის რეალური ტესტი |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 22:25 |