გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 63 რეგისტრ.: 25-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.
მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ბესო ყველას ჩვენი გატაცება გვაქვს..მე მაგალითად ნადირობად პირველრიგში მდევრებით ნადირობას ვთვლი. მართალია ვხვდები,რომ ბრაკონიერობა ჰქვია ჩემს საქციელს, მაგრამ მე ჩემს თავში გამართლებული კანონების დაცვის მეტი არაფერი შემიძლია..ვკლავ, მაგრამ სეზონის დროს და მხოლოდ მდევრებით...არც ფარით და არც ხაფანგებით არ ვნადირობ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
პოსტები გადმოტანიალია მდევრების თემიდან
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ასპროცენტიანია! სანამ არ შეიქმნება საეგერო სამსახური, რომელიც დაექვემდებარება სტრუქტურას, რომელიც უნდა შეიქმნას სამინისტროში და რომელმაც უნდა აკონტროლოს სანადირო საქმეები მთლიანობაში, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და სავარგულების გაკონტროლება ნაკლებშედეგიანი იქნება. ეგერები სამუშაო დროის განმავლობაში ბუნებაში უნდა იმყოფებოდნენ, ასევე გაადვილდება და რეალობასთან ახლოს იქნება ნადირ-ფრინველის დათვლა, მტაცებლებთან ბრძოლა (მომავლის პერსპექტივაში), შედეგიანი გახდება ბრაკონიერების გამოვლენა. გდი-მ უნდა იმუშაოს ოპერატიული განხრით, გამოძახებებზე და დაკავებებზე, ეგერების მხარდაჭერაზე. ეს ორი რგოლი შეავსებს ერთმანეთს და ეფექტი ერთ-იორად მეტი იქნება. საეგერო სისტემა ქონდა მონკავშირს და ამ პოსტებზე გამოცდილი მონადირეები, კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ. ნამდვილად ჯობია კურდღელზე ნადირობის დაშვება...მაგითი არაფერი შეიცვლება..მერეც ისევე ინადირებენ როგორც ეხლა...ტყუილად ბიუჯეტი კარგავს ფულს..სულ ეგ არის..ამას რატო აკეთებენ ვერასდროს მივხვდები ალბათ..რაც დღეს იყრება.. იმაში ფული აიღონ რა...ვისაც კურდღელზე ნადირობა ევასება.. აბა რა... რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - საკმაო რაოდენობითაცა და მეორემხრივ, მაინც ნადირობენ. რაც შხამქიმიკატები უაზროდ აღარ ყრია მინდვრებში (90-ის მერე), კარგად გამრავლდა კურდღელიცა და ფრინველიც. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 103 რეგისტრ.: 8-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქ.თბილისი ![]() |
ბესო
ლევანი დიახ, ჩემს მიერ ნახსენებ ცვლილებებს ბევრი დრო ჭირდება. დაუყოვნებლივი ქმედებების გასატარებლად კი ბევრი ფულია საჭირო. ის ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური რესურსები, რაც დღეს გედეის აქვს, ცეცხლის მხოლოდ აქა-იქ ჩაქრობის საშუალებას იძლევა. მითუმეტეს, რომ ამ რესურსების 70% თუ მეტი არა, სწორედ ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების აღსაკვეთად იხარჯება. არის გარკვეული პერსპექტივა რომ ეს ტვირთი გედეის სერიოზულად შეუმსუბუქდეს. ამაზე თითქმის ყოველდღიური მუშაობა მიდის და მთელი სამინისტროა ამაში ჩართული. უფრო მეტად ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ უახლოეს მომავალში გაირკვევა რა გამოვა. თუ გამოვიდა, მაშინ გედეის საკმაოდ სოლიდური რესურსი გამოთავისუფლდება და ეს ბრაკონიერების წინააღმდეგ მუშაობასაც უნდა დაეტყოს წესით. ჩიქო გასაგები კია, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. არანაირი გაჭირვება არ ამართლებს კანონდარღვევას. ისე გამოდის, თითქოს ხალხი გაჭირვების გამო ბრაკონიერობდეს. საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ ეს სრული აბსურდი მგონია. გორელი ქურდი ვიცი ერთი, სამი რესტორანი აქვს მოსკოვში, კაზინოები, ვიპ-ბორდელები და ა.შ. წლებია უკვე მილიონერია. და იცით შარშან რაზე დაიჭირეს? ფინეთის კონსულის მანქანა მოიპარა პირადად. მიდიოდა მოსკოვში თავის ჰამერით, დაინახა კარგი მანქანა, გადმოვიდა თავის მანქანიდან და ის მანქანა მოიპარა. ჯიპიესით იპოვნეს და გასროკეს. რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ ტვინი აქვს დაავადმყოფებული. თავის სამყოფზე ათჯერ მეტი რომ მიცე, უმრავლესობა მაინც მოიპარავს. უმცირესობამ შეიძლება მართლაც შეწყვიტოს ბრაკონიერობა, მაგრამ გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ ხალხი ტყეში ბავშვების გასაზრდელად დადის. ბოდიშს ვიხდი და საკუთარი ღორული ტრაკის ქეიფის გამო დადის ბრაკონიერების უმრავლესობა როგორც სანადიროდ, ისე ტყის უკანანოდ საჭრელად. ესაა სიმართლე თუ გნებავთ იცოდეთ. კარგი, დავუშვათ ბავშვების გასაზრდელად დადიან. მაშინ მითხარით, თქვენ იცით უბრალო მეტყევეს ან რეინჯერს თვეში რამდენის შოვნა შეუძლია თუ უკანონო ჭრებზე თვალს დახუჭავს? რამდენიმე ათეული ათასის. უკანონოდ მჭრელებს კიდევ უფრო მეტის. თუ ადამიანი მხოლოდ გაჭირვების გამო ბრაკონიერობს, 3 თვეში ნაშოვნი არ უნდა ეყოს?! მაშინ რატომ არ მიდის სამსახურიდან? იმიტომ რომ იცის, საპროცესო გარიგება სულ რაღაც 20 000 დაუჯდება. ხოდა ჯერ ამ ფულს აგროვებს, გადადებს გვერდზე და მერე თავის "სამყოფი' ფულის შეგროვებას იწყებს. და ფსიქოლოგიურად ყოველდღე მზადაა რომ დააკავებენ. და ამას აქვს მასიური ხასიათი. დაახლოებით იგივე სიტუაციაა დენით მოთევზავეების შემთხვევაშიც. ცოტა ნაკლებს აკეთებენ, მაგრამ რასაც თქვენ სამყოფში გულისხმობდით, იმაზე გაცილებით ბევრს. რომელი სამყოფი თუ ძმა ხართ... მაგათი სამყოფი არ არსებობს. ასეთი ზღვარი უბრალოდ არ გააჩნიათ. თანაც რა, მაინცდამაინც დენით უნდა იბრაკო?! მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გაჭირვების გამო ძალიან ცოტა ბრაკონიერობს. ორგანიზებული დანაშაულია ეს და ვერანაირი ეკონომიკური წინსვლა ამას ვერ აღმოფხვრის. ამას უნდა რესურსები +დაუნდობელი ბრძოლა. ჰოდა რესურსები ამბავი როგორცაა ზემოთ დავწერე. |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,127 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ერთი კითხვა დამებადა თქვენთან დაკავშირებით: სოფელში თუ გიცხოვრიათ ოდესმეე? ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ხართ? ხოდა გახსენი რამე საწარო...და დაასაქმე თუნდაც 1 კაცი...თან ბიუჯეტს გადაუხადე თავისი წილი....დღეს ხომ კაპიტალიზმია.....კომუნიზმი დამთავრდა...როცა საწარმოები..სახელმწიფოს ხელში იყო.....დ ა მ თ ა ვ რ დ ა ......... და შენ გგონია რო დღეს კომუნიზმის ნიშანწყალი არ არსებობსს??როგორ არააა....... აბა მიდი ეცადე და გახსენი ერთი საწარმოოო, და რა გგონიაა შენ ნაწარმს იმ წუტასვე რეალიზება შეუძლიაა?? და რა სახსრებით უნდა გახსნა საწარმო როცაა არაფერი არ გაგაჩნია კაცს??სახელმწიფოზე მაშინაც ბევრი იყო დამოკიდებული და ეხლაც ბევრია დამოკიდებულიიი.... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 16:39 |