საჭმელი და სამკურნალო მცენარეები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საჭმელი და სამკურნალო მცენარეები
bego
პოსტი Oct 19 2009, 07:30
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



არა მგონია რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შიმშილით სიკვდილი გემუქრებოდეთ, მაგრამ დამიჯერეთ რომ ბუნებაში ბევრია მცენარეები რომლებიც არა მარტო სასარგებლოა არამედ გემრიელიცაა.
ლელქაში (рогоза) წყლის კაკალი, დუმფარა, ამარანტა, ბაბუაწვერა, ჭინჭარი, მოლოქა, დანდური, წიწმატურა, კენკრა, სოკო და ასე შემდეგ. თუ გაინტერესებთ დამაცადეთ და ყველას ჩამოვწერ ოღონდ არ ვიცი სურათები როგორ გადმოვიტანო. თუ მასწავლით მადლობელი ვიქნები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Oct 19 2009, 15:57
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Maverick
არაფერი რთული არ არის........





ქრისტესისხლას ახასიათებს ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი შედის მრავალი პრეპარატის შემადგენლობაში.
ქრისტესისხლას სპაზმოლიზური აქტივობა გამოწვეულია მასში შემავალ ალკალოიდ ხელიდონინით, რომელსაც ამის გარდა გააჩნია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება, რის გამოც იგი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ეფექტს. ხელიდონინის გავლენით ადგილი აქვს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, დოზის გადიდებისას ეს ეფექტი გადადის ნარკოზში.
ალკალოიდი ჰომოგელიდონინი ხასიათდება საანესთეზიო მოქმედებით, თუმცა ამ მიზნით არ იყენებენ, ვინაიდან მისი მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს კრუნჩხვებს.
ალკალოიდ სანგვინარინს ახასიათებს ანტიქოლინესთერაზული მოქმედება რის გამოც მისი ზემოქმედებით ძლიერდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქცია და ნერწყვის გამოყოფა. ქრისტესისხლას ფესურაში აღმოჩენილი ალკალოიდი ბერბერინი ფლობს ქოლერეტულ აქტივობას. ალკალოიდი პროტოპინი კი ზრდის საშვილოსნოს კუნთების ტონუსს.
ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლა გამოიყენება უძველესი დროიდან. მცენარის მიწისზედა ნაწილის წვენი გამოიყენება მეჭეჭების, კოჟრების, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად; ასევე კანის ტუპერკულოზის დროს, ძნელად შეხორცებად ჭრილობების ეპითელიზაციის დასაჩქარებლად.
ქრისტესისხლას ნახარში ბულგარული მედიცინის მიერ მოწოდებულია როგორც დიურეზული საშუალება ასციტის დროს, რომელიც დამახასიათებელია ღვიძლის ციროზისათვის.
ზოგიერთ ქვეყანაში ალკალოიდ ხელიდონინს იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პაპავერინის ნაცვლად, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმური ხასიათის ტკივილებისას.
საოჯახო პირობებში ქრისტესისხლას გამონაწვლილს შემდეგნაირად ამზადებენ. 1 სუფრის კოვზ ნედლეულს ასხამენ 0,5ლ მდუღარეს და დააყენებნ 1სთ-ით თავდახურულად. შემდეგ გადაწურავენ და ღებულობენ 100 გრამის ოდენობით დღეში 3-ჯერ.
გახსოვდეთ! ქრისტესისხლას ალკალოიდები ხასიათდებიან ტოქსიკურობით ამიტომ ამ ნედლეულის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
რეკომენდირებულია ქრისტესისხლას გამოყენება ექიმის დანიშნულებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- bego   საჭმელი და სამკურნალო მცენარეები   Oct 19 2009, 07:30
- - ჩელე   bego გვითხარი ჩვენც შ...   Oct 19 2009, 12:53
- - 919   მაგალითად ვირისტეá...   Oct 19 2009, 14:19
- - ვიტო   bego ციტატა(besiki @ 19th Octobe...   Oct 19 2009, 15:33
|- - bego   ციტატა(ვიტო @ Oct 19 2009...   Oct 19 2009, 23:56
- - Maverick   მე მხოლოდ ის ვიცი რá...   Oct 19 2009, 15:45
|- - bego   ციტატა(Maverick @ Oct 19 2009, 04...   Oct 20 2009, 00:38
- - ჩელე   Maverick არაფერი რთული áƒ...   Oct 19 2009, 15:57
- - 919   ჩელე აქ სათოხლაო მ...   Oct 19 2009, 16:18
- - ჩელე   919 საჭმელი და სამკუá...   Oct 19 2009, 16:38
- - Maverick   მე მიყვარს მინდვრი...   Oct 19 2009, 17:01
- - 919   მაშინ ეს ყველაფერი...   Oct 19 2009, 17:23
- - ჩელე   919 რა ვიცი კაცო რაც áƒ...   Oct 19 2009, 20:36
- - ვიტო   bego ვა, ეგეთი რამე საá...   Oct 20 2009, 00:40
- - Davitus   bego მუხამორები ძალიá...   Oct 20 2009, 03:00
|- - bego   ციტატა(Davitus @ Oct 20 2009, 04...   Oct 20 2009, 11:48
- - გიორგევიჩ   bego ციტატა(besiki @ 20th Octobe...   Oct 20 2009, 13:04


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th October 2026 - 22:56