გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 63 რეგისტრ.: 25-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.
მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ბესო ყველას ჩვენი გატაცება გვაქვს..მე მაგალითად ნადირობად პირველრიგში მდევრებით ნადირობას ვთვლი. მართალია ვხვდები,რომ ბრაკონიერობა ჰქვია ჩემს საქციელს, მაგრამ მე ჩემს თავში გამართლებული კანონების დაცვის მეტი არაფერი შემიძლია..ვკლავ, მაგრამ სეზონის დროს და მხოლოდ მდევრებით...არც ფარით და არც ხაფანგებით არ ვნადირობ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
პოსტები გადმოტანიალია მდევრების თემიდან
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ასპროცენტიანია! სანამ არ შეიქმნება საეგერო სამსახური, რომელიც დაექვემდებარება სტრუქტურას, რომელიც უნდა შეიქმნას სამინისტროში და რომელმაც უნდა აკონტროლოს სანადირო საქმეები მთლიანობაში, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და სავარგულების გაკონტროლება ნაკლებშედეგიანი იქნება. ეგერები სამუშაო დროის განმავლობაში ბუნებაში უნდა იმყოფებოდნენ, ასევე გაადვილდება და რეალობასთან ახლოს იქნება ნადირ-ფრინველის დათვლა, მტაცებლებთან ბრძოლა (მომავლის პერსპექტივაში), შედეგიანი გახდება ბრაკონიერების გამოვლენა. გდი-მ უნდა იმუშაოს ოპერატიული განხრით, გამოძახებებზე და დაკავებებზე, ეგერების მხარდაჭერაზე. ეს ორი რგოლი შეავსებს ერთმანეთს და ეფექტი ერთ-იორად მეტი იქნება. საეგერო სისტემა ქონდა მონკავშირს და ამ პოსტებზე გამოცდილი მონადირეები, კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ. ნამდვილად ჯობია კურდღელზე ნადირობის დაშვება...მაგითი არაფერი შეიცვლება..მერეც ისევე ინადირებენ როგორც ეხლა...ტყუილად ბიუჯეტი კარგავს ფულს..სულ ეგ არის..ამას რატო აკეთებენ ვერასდროს მივხვდები ალბათ..რაც დღეს იყრება.. იმაში ფული აიღონ რა...ვისაც კურდღელზე ნადირობა ევასება.. აბა რა... რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - საკმაო რაოდენობითაცა და მეორემხრივ, მაინც ნადირობენ. რაც შხამქიმიკატები უაზროდ აღარ ყრია მინდვრებში (90-ის მერე), კარგად გამრავლდა კურდღელიცა და ფრინველიც. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
akela1954
ძალიან საინტერესო ამონარიდები წავიკითხე თქვენი ბიოგრაფიიდან, ძალიან! თქვენისთანა კაცი ჭირდება ჩვენ საერთო საქმეს - გინდა გამოცდილების და გინდ თეორიის თვალსაზრისით! რაც სახსრებს შეეხება - დღესაც და გუშინაც ვისაც ფული ჰქონდა სიკეთეს ისე არ აკეთებდა, მერე ქვაზე რომ დაეწერა და წყალში რომ გადაესროლა... წყალში აღარ ისროდა! ჩემ სუბიექტურ აზრს გაგიზიარებდით; პროგრესი არ არის სახეზე(?!) , როდესაც ერთმა ფორუმმა თავისი არსებობა 141 დღის წინ დაიწყო და 500-მდე მოყვარული გააერთიანა საკუთარ რიგებში. ამ რიგებში ახალგაზრდები თუ უფროსები დანაშაულად მიიჩნევენ ბრაკონიერობას და რაც აქამდე მიუღებელი იყო (ე.წ. ქუჩური გაგებით) ბრაკონიერების დასჯა და გამომჟღავნების თემაც წამოჭრეს !!! გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან, წამოიჭრა აქტუალური საკითხებიც. ჩემი აზრით ამ ფორუმმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს სამოქალაქო თუ საერო ინიციატივის ბუნების დაცვის, ნადირობის კულტურუს ამაღლების თვალსაზრისით. რაც მდევრებით ნადირობას შეეხება - სერიოზულად უნდა განიხილოს ეს საკითხი იგივე კანონმდებლების წინაშე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 12:59 |