გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 63 რეგისტრ.: 25-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.
მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ბესო ყველას ჩვენი გატაცება გვაქვს..მე მაგალითად ნადირობად პირველრიგში მდევრებით ნადირობას ვთვლი. მართალია ვხვდები,რომ ბრაკონიერობა ჰქვია ჩემს საქციელს, მაგრამ მე ჩემს თავში გამართლებული კანონების დაცვის მეტი არაფერი შემიძლია..ვკლავ, მაგრამ სეზონის დროს და მხოლოდ მდევრებით...არც ფარით და არც ხაფანგებით არ ვნადირობ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
პოსტები გადმოტანიალია მდევრების თემიდან
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ასპროცენტიანია! სანამ არ შეიქმნება საეგერო სამსახური, რომელიც დაექვემდებარება სტრუქტურას, რომელიც უნდა შეიქმნას სამინისტროში და რომელმაც უნდა აკონტროლოს სანადირო საქმეები მთლიანობაში, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და სავარგულების გაკონტროლება ნაკლებშედეგიანი იქნება. ეგერები სამუშაო დროის განმავლობაში ბუნებაში უნდა იმყოფებოდნენ, ასევე გაადვილდება და რეალობასთან ახლოს იქნება ნადირ-ფრინველის დათვლა, მტაცებლებთან ბრძოლა (მომავლის პერსპექტივაში), შედეგიანი გახდება ბრაკონიერების გამოვლენა. გდი-მ უნდა იმუშაოს ოპერატიული განხრით, გამოძახებებზე და დაკავებებზე, ეგერების მხარდაჭერაზე. ეს ორი რგოლი შეავსებს ერთმანეთს და ეფექტი ერთ-იორად მეტი იქნება. საეგერო სისტემა ქონდა მონკავშირს და ამ პოსტებზე გამოცდილი მონადირეები, კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ. ნამდვილად ჯობია კურდღელზე ნადირობის დაშვება...მაგითი არაფერი შეიცვლება..მერეც ისევე ინადირებენ როგორც ეხლა...ტყუილად ბიუჯეტი კარგავს ფულს..სულ ეგ არის..ამას რატო აკეთებენ ვერასდროს მივხვდები ალბათ..რაც დღეს იყრება.. იმაში ფული აიღონ რა...ვისაც კურდღელზე ნადირობა ევასება.. აბა რა... რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - საკმაო რაოდენობითაცა და მეორემხრივ, მაინც ნადირობენ. რაც შხამქიმიკატები უაზროდ აღარ ყრია მინდვრებში (90-ის მერე), კარგად გამრავლდა კურდღელიცა და ფრინველიც. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლევან არანაირად არმინდა იმ დროს დაბუნება,სად ჩანს ეგ? ნოსო..ერთი შენეული ხედვა ჩამოაყალიბე..როგორ უნდა მოგვარდეს ეგ საკითხები..და მერე გეტყვი დაბრუნება გინდა თუ არა...(სხვაგან მოძებნა და ამოკრეფა მეზარება) ხოდა მაგაზე ვამბობ ამ 6 წელიწადში რა შეიცვალა ამ საკითხებში უკეტესობისკენ?:მგელი,ტურა, ხოხობი, ირემი? ჯერ იმას გეტყვი, რომ 6 წელი ძალიან ციტა დროა..ისეთი რეფორმებისთვის..როგორიც დღეს მომდინარეობს საქართველოში...მგელი, ტურადა ხოხობი რა...მომრავლდნენ???თუ შემცირდნენ??.... დღეს მაგათ დევნას და ხელოვნურ რეგულირებას არავინ დაუწყებს...და რატომ..ეგ ბევრჯერ დავწერე უკვე....ეგ პრობლემა..კი სხვანაირად მოგვარდება..სამონადირეო მეურნეობების მეპატრონეები..მიხედავენ თვითონ..მგლებს და ტურებს მოიშორებენ და ხოხობს მოამრავლებენ...(ოღონ 6 წელი მაგას არ ეყოფა) ამა დამატებული შეშის ჭრა(ნუ რაჭაში მაქ ნანახი ჩემი თვალით) შეშის ჭრა მეც მაქვს ნანახი ჩემი თვალით(ჩემი მეჯვარე ჭრიდა)..იმათ ლიცენზია შეუმოწმე??...იქნებ ნებართვით ჭრიდნენ???..თუ გლეხებზე ამბობ???... ახლა მითხარი ვინ დავადანაშულო?მე ხელიუფლებას არაფერს ვთხოვს, მე პრობლემა მაქ კომპეტენტურ ორგანოებთან. ნოსო..თუ პრობლემა გაქვს კომპეტენტურ ორგანოებთან..დააკონკრეტე..რა პრობლემა გაქვს...ეგ პრობლემა სად მდებარეობს...და ა.შ. ზოგადი ფრაზები.."საქართველოს ბუნება ნადგურდება"..."ყველაფერი იჩეხება"..." მგლები ჭამენ ყველაფერს"..."გვეშველება რამე???"..."გული მიკვდება ბუნებას ამ დღეში რომ ვხედავ"..და ა.შ. ხო ხედავ არ მუშაობს...არასწორია "დათა თუთაშხია"-ში არის კარგად ნათქვამი..."როდესაც კაცს..საქციელს უწუნებ.....ისიც უნდა უთხრა რა არის სწორი და მართალი"-ო.....ხოდა იმას კი ნუ იძახი დავიქეცით, დავიღუპეთ...იმიტომ რომ 6 წელიწადში ვერ გამოასწორეს 70 წლის ჩასვრილი საქმეო...ის თქვი...როგორ უნდა გამოსწორდეს...რათქმაუნდა თუ შეგიძლია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 10:50 |