მონადირის ქცევის კოდექსი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მონადირის ქცევის კოდექსი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
1. დაიცავი ნადირობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
2. თოფს ყოველთვის მოექეცი ისე როგორც დატენილს. 3. გაუფრთხილდი ბუნებას და ნუ დაანაგვიანებ. 4. ნუ წახვალ სანადიროდ ნასვამი, რადგან საკუთარ თავსაც საფრთხეს შეამთხვევ და სხვასაც დაუშავებ რამეს. 5. არ აწამო დაჭრილი ნადირ-ფრინველი. 6. არ შეუგინო სხვა მონადირეს თოფი და ძაღლი. 7. დარწმუნდი რომ ადგილის დატოვებისას, ცეცხლის კერა მოსპობილია. 8. დარწმუნდი რომ მანქანაში ჩაჯდომისას თოფი და ძაღლი არ დაგრჩა, (ან მთვრელი მეგობარი) 9. არ მოკლა იმაზე მეტი რასაც ვერ აითვისებ. 10. ცოცხალ არსებას მიზანში სავარჯიშოთ ნუ გაწირავ. 11. არ ისროლო.. სანამ არ დარწმუნდები რას ესვრი 12. ნუ ჩაჯდები ავტომანქანაში გატენილი თოფით... 13. თავშეყრის ადგილთან მისვლისას განტვირთე ცეცხლსასროლი იარაღი... 14. თუ ვერ სწვდები გაატარე, არ დააფრთხო, შემდეგი ნომერი მიხედავს 15. ნუ ესვრი სხვისი ძაღლის ნაბულიდან აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე. 16. ნუ წახვალ დიდ რისკზე, არანაერი ნადირობა არ ღირს კარგი კაცის სიცოცხლედ 17. ნუ გაუბრაზდები სხვის ძაღლს, ამით შეიძლება მის პატრონს აწყენინო 18. ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ პ.ს. დანარჩენი თქვენ დაამატეთ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჯეკო მე ჯერ მონადირე არ მინახია ვისაც ერთი ტყუილი არ უთქვამს ნადირობასთან დაკავშირებით და თქვენ ვერ შეცვლით ამას
მონადირე არ ტყუის, მონადირე ალამაზებს! (აბა ვის რაში აინტერესებს "ტაკოში" ![]() ![]() ![]() ![]() aragveli არასოდეს დალიოთ ალკოჰოლი ნადირობის დაწყებამდის.(ერთ ჭიქაზე მეტი) ორზე ! მუდამ გაიხსენე ისინი ვინც, შენამდე ნადირობდა და თევზაობდა! თუ საერთოდ სვავ. ეგ ინდივიდუალურია. ROMMEL ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ ...თორემ გამოუცდელ მონადირეებს ყველაფერი დათვი ჰგონიათ და....!!!! მერე დიდი ხანი მოგიწევს მისი ძებნა ტყეში, ნადირობა ჩაგშხამდება. ![]() მტაცებელ ფრინველს ნუ ესვრი! რაიცი მომავ ცხოვრებაში ვინ იქნები? ფიტული სახლში მტვერის ბუდეა! (ეს ალბათ უფრო გემოვნების საქმეა.) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 09:45 |