ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
troutbaiter
ციტატა წნული უმეტეს შემთხვევაში ამართლებს "პადსეჩკის" გასაკეთებლად, მაგრამ სხვა ??? კიდევ ის, რომ სატყუარის გამოტარებას ორჯერ უფრო უკეთესად გრძნობ (აღარაფერს ვამბობ თევზთან კონტაქტზე). მინუსებიდან კიდევ შეიძლება აღინიშნოს ყრუ ზაცეპიდან გათავისუფლება. მონოსთან შედარებით შანსები გაცილებით დაბალია სიხისტის გამო. ჩემი აზრი ასეთია, თუ თქვენს კოჭას აქვს ორი მაქო (შპულ'ა), ერთზე დაახვიეთ მოწნული, ხოლო მეორეზე მონო. ისეთ ადგილებში სადაც მოსალოდნელია უშუალოდ წყალში დაზაცეპება (ქვები, ხის მორები, თუნდაც ჩარჩენილი სეტკები), დააყენეთ მონოიანი მაქო, ხოლო იქ სადაც წყალი მეტნაკლებად სუფთაა, მაგრამ ხელს გვიშლის ხის ტოტები და შანსია მანდ დაზაცეპების, მაშინ დააყენეთ მოწნული, რადგან ხშირ შემტხვევაში მოწნულით გარკვეული დიამეტრის ტოტების მოტეხვაა შესაძლებელი. იგივე შეიძლება ითქვას მოპირდაპირე ნაპირზე ჭარბი ბუჩქოვანი მცენარეების არსებობისას - ყოფილა შემთხვევა კამიშის ლერწამიც მომიტეხავს (უფრო სწორად მომიჭრია) მოწნულით, რაც მონოთი გამორიცხულია... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 01:43 |