რჩევები ავტომოყვარულებს, მხოლოდ მაღალგამავალი ავტომობილები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რჩევები ავტომოყვარულებს, მხოლოდ მაღალგამავალი ავტომობილები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
.....მაშინ დავიწყებ: მანქანა, რაც ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში უნდა იყოს ტევადი, რადგან მოგეხსენებათ ბარგი ყოველთვის ბევრია, უნდა იყოს მაღალი და კაკ მინიმუმ 2 ხიდით
![]() ტალახის --------- MT - Mud Terrain პროტექტორი შედგება დიდი კბილებისაგან რომლებიც შორს არიან ერთმანეთისგან დაშორებული. თანაც ეს კბილები არ არის დაჭრილი ანუ გლუვია. + ტალახში მამაა, ბრდღნის ყველაფერს. ძაან სერიოზულად უმატებს მანქანას გამავლობას. ვიცი იმიტომ რომ მქონდა AT და მერე გადავედი MT -ზე. ძალიან ძნელია მაგის გახვრეტა, ანუ იშვიათათ რო ჩაგეშვას - ასფალტზე ოდნავ ღმუის დიდ სიჩქარეზე (მე არ მიშლის, იმიტომ რომ ბასბოჩკა მიდგას და სულ მკიდია გარე ხმები ![]() უნივერსალური -- AT - All Terrain პროტექტორი შედგება საშუალო კბილებისაგან რომლებიც ახლოა ერთმანეთთან. თანაც ეს კბილები არის დაჭრილი ანუ ლამელები აქვს. ტრასაზე არაუშავს მაგრამ ტალახში 0 -ია ვააბშე ვერ მიდის. ზამთარში დატკეპნილ თოვლზე, რული ერთ მხარეს მანქანა პირდაპირ მიდის, შეიძლება ზოგიერთი უკეთესად იმართებოდეს თოვლზე, მაგრამ ზამთრისას მაგრად ჩამოუვარდება. ტრასის ---------- HT კოოპერი, ST პირელი. AT-ს გავს მაგრამ კბილები ძაან ახლოა ერთმანეთთან. თოვლის --------- უნდა ეხატოს ფიფქი არ მიაქციოთ ყურადღება იმასე რომ M+S აწერია. ეგ ყველა ჯიპის საბურავს აწერენ. არადა HT ზამთავში პიზდეცია . ნაღდი ზამთრის საბურავი არია ძაან წვრილად დანაწევრებული პროტექტორით, კბილები ოდნავ დაშორებულია ერთმანეთს, რეზინის დიდი შემცველობაა საბურანში, უფრო რბილია, თანაც ზოგიერთს შიპები აქვს. ზოგიერთი მწარმოებელი საბურავის სახელითაც მიგვანიშნებს (Winter master, Winter dueler ...... და ასე შემდეგ). + თოვლზე მამაა, საკაიფოდ იმართება, ატორმუზებს და ადგილიდან აღმართში მიდის. - ზაფხულში ვერ გამოიყენებ, სიცხეში მალე ცვდება. ოფფროუდზე ადვილად შეიზლება დაზიანდეს. აქედენ რეკომენდაცია: იყიდე 2 კომპლექტი (ჯერ ერთი მერე მეორე) ზამთრის და ტალახის. მაგრამ ეს უკვე ფინანსური ამბავია...... ![]() ![]() აჰა, ჯერ ეს წაიკითხეთ და დანარჩენს მერე ვიზამ, თუ კითხვები გაქვთ გამოუშვით....... ველი გამოხმაურებას.... ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ალბათ ყველას გვქონია სიტუაცია, როდესაც დაღმართია და არის დიდი ტალახი, თოვლი ან ყინული, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში რომ რამე ინციდენტს ალაგი არ ჰქონდეს
ბლოკირებული საბურავებით დაღმართზე ჩასრიალება საშიშია (ამოტრიალების საფრთხე!) და შეცდომად ითვლება. აუცილებელიასიჩქარეში ჩაგდება და გაზისთვის მცირედ დაჭერაც კი.თუ დაღმართზე დაშვებისას ძრავის ბრუნი ძალიან მაღალზე ავიდა დასაშვებია დროდადრო დამუხრუჭება, ოღონდ ისე, რომ ბორბალმა არ დაკარგოს მოჭიდება საფართან, თუ დაკარგა მაშინ პირიქით, მცირე გაზია საჭირო. აი ბორბლების (ხიდების არა) ბლოკირება კი დაუშვებელია - მერე მანქანა ციგასავით სრიალებს და შეიძლება შემოატრიალოს. ბორბლების ბლოკირება ასევე საშიშია დაბლოკილი ხიდებით დამუხრუჭებისას, რადგან ამ დროს მანქანის უკანა ბორბლებიც იბლოკება (უკანა ხიდის თავზე დაყენებული გამანაწილებელი აღარ მუშაობს) და არსებობს შემოტრიალების საფრთხე. თუმცა ეს სხვა შემთხვევაა. სხვათაშორის ფულ ტაიმზე ზოგჯერ შეიძლება დაბლოკილი დიფერენციალით დაშვება უკეთესიც კი იყოს. დაუბლოკავზე, ვინაიდან წონა ძირითადად წინა ბორბლებზე მოდის დიდი შანსია რომ დაიბლოკოს. ამ დროს მთელი მაბრუნებელი მომენტი უკანა ბპორბლებზე მოდის და ისინი 2-ჯერ სწრაფად იწყებენ ტრიალს. თუმცა ძალა ცხადია ისევ 2-ჯერ ნაკლები მიდის მათზე. მარა წინა ბლოკირებული ბორბლების პირობებში ეგ კარგს არაფერს მოგიტანს. არც პარტ ტაიმზეა მგონი მარტივად საქმე. წინა ხიდი რო გათიშო დაახლოებით იგივე სიტუაციას იღებ რაც წინა ბლოკირებული საბურავებით მიმავალ დაუბლოკავ ფულ ტაიმზე. ოღონდ უკანა ბორბალზე ძალა მეტი მიდის და ბრუნვის სიჩქარე 2-ჯერ ნაკლებია. სამაგიეროდ გაზის მიცემით უკვე ვეღარ გამოიყვან მანქანას სრიალის რეჟიმიდან. მოკლედ პრაქტიკა და კიდევ ერთხელ პრაქტიკა, ცხადია ჯერ თეორიის კარგი შესწავლით. ბორბალი შეიძლება დაიბლოკოს სხვა მიზეზითაც, მაგ: ძრავის "ჩაქრობისას", მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანაში დაბალ სიჩქარეში ჩაგდებისას, და.ა.შ. მთავარი ის არის, რომ დაღმართში დამუხრუჭება ზოგადად შეიძლება, დაბლოკვა კი არა და დაბლოკვისას დაუყოვნებლივ უნდა აუშვა მუხრუჭს. დაღმართში სჯობს დაბლოკილი ხიდებით ჩამოსვლა (უკანაც დიფიც შეიძლება დაბლოკო), მეტია მამუხრუჭებელი ეფექტი. მხოლოდ მუხრუჭის ხმარებას უნდა მოერიდო. სხვა შემთხვევაში ვგულისხმობდი თოვლიან ან მოყინულ ტრასაზე დაბლოკილი ხიდებით დამუხრუჭებას (აქ მხოლოდ შემოტრიალების საფრთხეა და არა გადაბრუნების), და არა დაღმართში ჩამოსვლას. ახლა თეორია: დაღმართზე ჩამოსვლისას ძრავით დამუხრუჭების მომენტის დიდი ნაწილი მოდის წინა ბორბლებზე (წონა), შესაბამისად წარმოშვება მატრიალებელი მომენტი, რონელიც უკანა, ისედაც შემსუბუქებულ, საბურავების მარტივად ერევა და გვერდზე ასრიალებს. არის კიდევ ერთი ვარიანტი: დაღმართში თუ ჩამოსვლა გიწევს უკანა ბორბლებზე უნდა გააკეთო ჯაჭვები ( თუ გაქვს რა თქმა უნდა), შემოტრიალების ალბათობას ამცირებს. წინა ბორბლებზე ჯაჭვები ეფექტირუა რიცა სწორ მონაკვეთზე მიდიხარ და კალეაში ჩავარდი. კალეიდან ამოსვლისას კარგი საშუალებაა. ასევე საგრძნობლად ზრდის მანქანის საჭის მოძრაობებზე რეაქციას. ცხადია იდეალური შემთხევვაა ჯაჭვეbი წინაც და უკანაც. დანარჩენი უკვე პრაქტიკის ამბავია, თუ საერთოდ აზრზე არ ხარ, მაშინ გინდა დაბლოკე, გინდა განბლოკე და გინდა კარატე ჩაუტარე აზრი არა აქვს ![]() ![]() ![]() პ.ს. მადლობა ტალახიან კლუბს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 01:54 |