25.10.2009 მასტერკლასი სპინინგში N1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
25.10.2009 მასტერკლასი სპინინგში N1 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
დღეს დიდი დღე იყო !!! დიდი !!!!
![]() ![]() გავედით თბილისის ზღვაზე. დიდად თევზის დაჭერის ამბავში არ წავსულვართ. უბრალოდ გვინოდა გვენახა რა არის ეს "სპინინგი". ჩვენი გათვლების და მიუხედავათ - საკამაოდ ქარიანი ამინდი დაგვხვდა ზღვაზე. ამიტომ პატარა და დიდი ზღვის გამყოფ არხამდე აღარ მივედით და იქვე პატარა სარწყავი არხი ვნახეთ, შედარებით მოფარებულ ადგილას და მანდ გავჩერდით. მონაწილეები საკმაო რაოდენობით იყვნენ: Troutbiter გიორგევიჩი Davitus Geojorjika Der Rote Baron ნიკაP&A QOBALA giga_bai Hubert გიორგი მოგვიანებით ამოვიდნენ ტამპლიერი და დიტო Troutbiter-მა საკამოდ საინტერესო სემინარი ჩაატარა. მოყვა ანკესებზე, კოჭებზე, ძუებზე. ისე უნდა ავღნიშნო, რომ სამაგალითო ანკესები მქონია ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მერე ნელ ნელა გადავედით სატყუარებზე. ხოდა სატყუარების მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი: დავიწყეთ სატყუარების მოსინჯვა არხში. რავი მგონი ყველა ნასიამოვნები დარჩა და საფიქრალიც მიეცათ ბევრი. ალბათ კიდე რამოდინმე მსგავს გასვლას მოვაწყობთ მომავალშიც, მაგრამ უკვე უფრო პრაქტიკულებს - თებზიც რომ იყოს. QOBALA და giga_bai კამერებით იყვნენ მომარჯვებული. მე დიდად ვერ ვერკვევი ამგეებში, მაგრამ სერიოზული აპარატურა ჩანდა. მართალია ქარი იმათაც უშლიდა ხელს, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოუვიდათ. დაამონტაჟებენ ბიჭები ჩანაწრს და ვიდუებსაც დადებენ. ხო მართლა ამჯერად სურათები არ არის. მარტო ვიდეო ჩანაწერია. არავის ეცალა სურათების გადაღებისთვის ![]() ![]() მოკლედ 3-4 მსგავსი სესია და გამოცდის ჩატარებაც შესაძლებელი იქნება ![]() პატივისცემით, გიორგი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 185 რეგისტრ.: 7-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
troutbaiter
ოპერატორის ხელოვნება ეს ნაწილია ჩვენი პროფესიის. ჩვენ სარეჟისოროზე ვსწავლობთ, მე და QOBALA . უკვე ვამთავრებთ და ასე თუ ისე სცენარის და იდეის ჩამოყალიბებაში გაწაფულები ვართ. თუ ყველაფერი დაგეგმილი იქნება და დრამატურგიული ხაზი შეიკვრება მე მგონი არ უნდა გამოვიდეს ცუდი. ჩვენი გვინდა უბრალოდ რომ წინასწარ ვიცოდეთ ყველა ინფორმაცია, რომ მზად ვიყოთ გადაღებისთვის. ანუ თბილისის ზღვაზე ჩვენ არ ვიცოდით რა თემას რა თემა მოყვებოდა, რაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება და ა.შ. ეს თუ გვეცოდინება ჩვენ და თანმიმდევრობით დაიგეგმება, მაშინ ჩვენც შევძლებთ ამბის შეკვრას,გვეცოდინება რა რის მერე მოდის და უფრო მოვემზადებით, და უფრო სუფთად და ზუსტად გადმოვცემთ ყველა დეტალს რაც საჭიროა. თუნდაც გადაღების ადგილზე ნახევარი საათით ადრე უნდა იყოს გადამღები ჯგუფი, რადგან გადაიღოს ცარიელი ნატურა, აიღოს დეტალები და გადაიღოს ჯგუფის მოსვლა და ა.შ. თუ ჩამოვყალიბდებით, იმედი მაქვს ყველაფერი ჯიგრულად წავა. ![]() მთავარია რომ ერთი 3-4 დღით ადრე ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გეგმები გვაქვს, რადგან დაიგეგმოს გადაღება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 18:05 |