ბოილის მონტაჟები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბოილის მონტაჟები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,204 რეგისტრ.: 17-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე დავამზადე ბოილებზე სათევზაო მონტაჟები და შევეცდები თანმიმდევრულად ავხსნა ეს პროცესი თავისი ფოტო მასალით. მნიშვნელოვანია ის რომ ამ მონტაჟებით პოპაპ (ე.წ ტივტივა ბოილი) ბოილის გამოყენებით ბაზალეთის ტბაზე დაჭერილ იქნა საზანი 2.3 კგ და თეთრი ამური 3.4კგ (თევზაობის ფოტო და ვიდეო მასალა დაიდება ბაზალეთის ტბის თემაში), მნიშვნელოვანია ისიც რომ ყველა დასამზადებელი მატერიალი შეძენილ იქნა თბილისში სხვადასხვა მაღაზიებში. მოკლედ ვიწყებ.
დამზადებულ იქნა ორი ტიპის მონტაჟი. მონტაჟი #1 ![]() ძირითად მასალად, ძუად გამოყენებულ იქნა STRATEGY RIGID HOOKLINK 35 Lbs Silt, ეს არის წნული ძუა გატარებული სპეც დამცავ კამუფლირებულ შრეში, ამ შრეს გააჩნია გადახლართვის საწინააღმდეგო ეფექტი. შრე ადვილად იფრცქვნება, ყულფების გაკეთების დროს. იყიდება მაღაზია მაგელანში 20 მეტრი ღირს 24 ლარი. ბოილზე კი მიწერია რა ბოილიც არის თემაში ,,ბოილების დამზადება", რაც შეეხება ნემსკავს ---- UK KARP TITAN, CORMORAN #4, შარშან ვიყიდე დიანაში, კაი ძვირი მივეცი, მაგრამ ღირს, თუ სწორად მახსოვს 20 ცალ ნემსკავში 25 ლარი. ![]() ნემსკავის დასაფიქსირებლად გამოყენებულ იქნა ასევე STRATEGY SHRINK TUBE ეს არის სპეციალური თერმული კემბრიკები, რომელიც სანთებელათი გახურებისას ღებულობსა სასურველ ფორმას და ფიქსაციას უკეთებეს სხვადასხვა კვანძებს , იყიდება მაღაზია მაგელანში ერთი კოლოფი 4 ლარი ღირს, ასევე გამოყენებულ იქნა გრანულირებული სიმძიმეები. ეს იმისთვის რომ ვინაიდან ბოილი ტივტივებს რაღაც დონემდე საჭიროა მისი წყალში ჩაძირვა. (ეს ძალიან ნიშვნელოვანი მომენტია, დაკვირვების შედეგად საინტერესო რამ აღმოვაჩინე რაზეც მოგვიანებით დავწერ) ![]() აი ასე გამოიყურება გამზადებული პავადოკი, მანამ სანამ ძირითად სიმძიმეს გამოვიყენებთ ![]() ესეც ძირითადი სიმძიმე, სპეციალური გადახლართვის საწინააღმდეგო მილით, იყიდებოდა დიანაში, მილში ტარდება ძირითადი ძუა და კეთდება ნასკვი კარაბინზე. ეს სიმძიმე უნდა იყოს ჩაკეტილი, ანუ არ უნდა სრიალებდეს ძუაზე, ამიტომაც მილის ბოლოში სპეციალური ჩამკეტი სტოპერი ზის, რომელიც ჭედავს ამ მილის სრიალს ძირითად ძუაზე ![]() მონტაჟი #2[size="4"][/size] ამ მონტაჟის დროს გამოსაყენებელი მასალები იგივეა რაც წინა მონტაჟის დროს + დამატებით რამოდენიმე დეტალი, კერძოდ სპეციალური გადახლართვის საწინააღმდეგო მილი და სპეციალური სიმძიმე, რომელიც მაგრდება ამ მილზე ![]() უკვე აწყობილი პასადოკი ![]() სიმძიმე და ძუის გადახლართვის საწინააღმდეგო მილი URL=http://www.radikal.ru] ![]() ![]() გამზადებული მონტაჟი ![]() აქაც სიმძიმე უნდა იყოს სიმძიმე უნდა იყოს ჩაკეტილი, ანუ არ უნდა სრიალებდეს ძუაზე, ამიტომაც მილის ბოლოში სპეციალური ჩამკეტი სტოპერი ზის, რომელიც ჭედავს ამ მილის სრიალს ძირითად ძუაზე მონტაჟი #1, მონტაჟი #2 ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,204 რეგისტრ.: 17-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იქნებ ლინკი დადო ინტერნეტში ძმა. ვის ჩამოატანინე? სპროს ლიდ კორია, თანამშრომელი იყო პრაღაში მივლინებით და მას ჩამოვატანინე, წლის ბოლოს მეც წავალ ევროპაში და საშობაო კარპ ფიშინგის სეილებზე მე ვიცი რასაც ჩამოვიტან. ერთი ლიდ კორი ჩემზე იყოს ![]() ლიდკორი ჩემი, კარგი კახური ღვინო შენზე ![]() |
|
|
სტუმარი_triglit_* |
![]()
პოსტი
#3
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სპროს ლიდ კორია, თანამშრომელი იყო პრაღაში მივლინებით და მას ჩამოვატანინე, წლის ბოლოს მეც წავალ ევროპაში და საშობაო კარპ ფიშინგის სეილებზე მე ვიცი რასაც ჩამოვიტან. ერთი ლიდ კორი ჩემზე იყოს ![]() მოგესალმებით. ეგ სპროს ლიდკორები ნორმალურია, მაგრამ მე მაქვს სტრატეჯის ლიდკორი, ვოლფრამის გულა აქვს შიგ, ეგ მართლა შესანიშნავი რამეა, მე ჰოლანდიიდან გამვაგზავნინე, 40 ევრო ღირს 20 მეტრი. მაგას ვიყენებ "ვერტმფრენის" მონტაჟისას და თითქმის ყველა სხვა მონტაჟისას. ვერტმფრენი ამართლებს, თითქმის უნივერსალური პრეზენტაციაა, მხოლოდ ეგაა რომ "თვითმოდება" (სამოპოდსეჩკის) აქვს ცოტა დაგვიანებული. რაც შეეხება ნიკუშ შენს მონტაჟს, მაგ ჰუკლინკს თუ თავისუფალი ყულფით მიამაგრებ "ტრიალას" უმჯობესი იქნება, იმიტომ რომ ეგეთი ხისტი მასალის ჰუკლინკად გამოყენებისას მგონი თავისუფალი ყულფი უფრო ამართლებს, თანაც ის თავისი ტრიალა დამატებით რგოლს შეიცავს მოძრაობის მეტი თავისუფლებისთვის. და კიდევ, ტრაბუკოს თუ კრალუსოს "თმას" თავისისვე გამოიყენო კარგია (ჩემი პირადი აზრია). ჰუკლინკის ზომა კარგოგია, წინასთან შედარებით. წელს ერთად თევზაობა არ გამოგვივიდა. წარმატებები. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 07:41 |