Slug ტყვია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Slug ტყვია |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 123 რეგისტრ.: 29-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
მოგესალმებით ყველას. იჟ 27 -დან კოლექტორიანი ჟაკნის სროლა თუ შეიძლება?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() ![]() "ჟაკანი" როგორც მას ვეძახით ანუ იაკანისი ასეე იყო გვარად მისი კონსტრუქტორი წარმოშობით ლიტვიდან, ეს ტყვია შიაქმნა XX საუკუნუს დასაწყისში. ცილინდრული ფორმისაა, თავზე ზოგჯერ ვერტიკალური ჯვარედინა ჭრილი ქონდა მოხვედრისას მეტი ექსპანსიისთვის, ტყვიის ზედაპირზე მიმაგრებულია ნაბდის (საცობი) პიჟი. იკანისი გამოიყენებოდა ძირითადად ახლო და საშუალო მანძილებზე სასროლად, იყო ნახევრად ექსპანსიური და უზარმაზარი შემაჩერებელი ძალის მქონე. ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს ტოტებში, კამიშში, ბუჩქნარში სროლის დროს. დღეს დღეობით გამოდის პლასტმასის პიჟ-სტაბილიზატორით. ბრენეკე ![]() იგივე ასაკისაა როგორც იაკანისი, მაგრამ ბრენეკე ბევრად სრულყოფილი ტყვიაა გლუვლულიანი თოფებისთვის, მასში შეთავსებულია მაქსიმალურად ბევრი დადაებითი თვისება, მიახლოებულია უნივერსალურთან, ამიტომაც ერთი საუკუნის განმავლობაში გამოიყება აქტიურად როგორ სანადიროდ ასევე სპეციალურ დანიშნულების განყოფილებებში. ცილინდრული ფორმისაა, ოდნავ კონუსური თავით, გვერდებზე აქვს ირიბი ან სწორი ღრმა ნაჭდევები, რაც სროლის დროს ტყვიას ლულის შიდა კედელთან მჭიდროდ აკავშირებს და სტაბიულურ ბალისტიკას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ლულიდან გამოსვლის მომენტში ტყვიის სწორად ფრენას ეხმარება, თუმცა მოგონილი იყო როგორც ტრიალის მიმანიჭებელი საშუალება. ![]() ტყვიაზე სახრახნისით (ვინტით) მიმაგრებული იყო ხოლმე ქეჩის საცობი, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფდა სტაბიულურ შედეგებს, რის გამოც გაამარტივეს და დაუყენეს პლასტმასის საცობი, ბრენეკეს ტყვიის უამრავი მოდიფიკაცია არსებობს . კარგ შედეგს იძლევა 50 მეტრზე, დამაკმაყოფილებელს 70-80 მეტრამდე. აქვს როგორც შეღწევადობა ასევე დიდი შემაჩერებელი ძალა ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 20:10 |