ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() წავი - Lutra lutra ეკუთვნის კვერნისებთა ოჯახს. აღწერილობა: სხეულის სიგრძე 75სმ-მდეა, კუდის 50სმ, წონა 10კგ-მდე. სხეულის შეფერილობა ზედა მხარეზე მუქი ყავისფერია, წვედა მხარეზე მოვერცხლისფრო-თეთრი, თივთიკი ნაზი, ძალიან ხშირი და წყლით არ სველდება. გავრცელება ევროპა, აზია, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გვხვდება ერთეული ეგზემპლიარების სახით თითქმის ყველგან, შავი ზღვის სანაპიროდან მთის მდინარეების სათავეებამდე ზღვის დონიდან 2300მ სიმაღლემდე. ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყის ზონის მდინარეებისა და ზოგჯერ ტბების ნაპირებზე. უფრო ეტანება სწრაფ მდინარეებს, შვეული კლდოვანი ნაპირებით, მორევებითა და ჩქერებით. წავი საუკეთესოდ ცურავს და ყვინთავს, მიწაზე სწრაფი სიარული არ შეუძლია, რადგან მუცელი ეხება მიწას, ამიტომ ერთი წყალსატევიდან მეორეში გადასვლისას წავი თოვლსა და ლამზე ტოვებს უწყვეტ ღრმა კვალს, რომელიც რომელიმე საგნის თრევის შედეგად წარმოქნილ კვალს ჰგავს. იკვებება თევზებით, ამფიბიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, მღრღნელებით, წყალმცურავი ფრინველებითა და მათი კვერცხებით. სოროს იკეთებს წყლის ნაპირში, მისი გამოსასვლელი ხვრელი წყალშია. ზოგჯერ ბუდეს ქვების ქვეშ აწყობს. მძუნაობს თებერვალ-მარტში, მაკეობის ხანგძლივობაა 63 დღე. აპრილ-მაისში მდედრი შობს 2-4 უსუსურ თვალაუხელელ ნაშიერს, რომელთაც თვალები ეხილებათ 8-10 დღის შემდეგ. ისინი სწრაფად იზრდებიან და 6 თვის ასაკში დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. მესამე წლის ასაკში ამთავრებენ ზრდას და იძენენ გამრავლების უნარს. სამეურნეო მნიშვნელობა: მეტად ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია. ნადირობა აკრძალულია ![]() ევროპული წაულა - Mustela lutreola ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. აღწერილობა სხეული წაგრძელებულია და მოკლე. სხეულის სიგრძე 28-40 სმ, კუდის 12-18 სმ. ბეწვი მოკლე, ხშირი თივთიკით. შეფერილობა მუქი ყავისფერი, ტუჩებზე თეთრი ლაქა, თათების ლანჩები შიშველია. გავრცელება შუა და აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილოეთი კავკასია, დასავლეთ ციმბირის სამხრეთი ნაწილი. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აფხაზეთშია, მდინარეების ფსოუს, ბზიფისა და გუმისტის ხეობებში სადაც ბინადრობს წაულას კავკასიური ქვესახეობა. ცხოვრების ნირი: ადგილსამყოფელები დაკავშირებულია ტყის პატარა მდინარეებთან, რომლებშიც არის მორევები და ფლატეებიანი ნაპირი და რომლებიც ზამთრობით არ იყინება, ზოგჯერ გვხვდება ტყის ტბების ნაპირებზე რომელიც დაფარულია ლერწმით. წყლის ახლოს თხრის სოროს, რომლის გამოსასვლელი მოწყობილია წყლის ზედაპირის ქვეშ. ბუდეს იკეთებს აგრეთვე ხის ფეღუროებში და ლერწმის შალდამში. საკვების მოსაპოვებლად გამოდის ღამით. საუკეთესოდ დარბის, ცურავს და ყვინთავს. საკვებს პოულობს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. მის საკვებს შეადგენენ ტყის თაგვები, წყლის მემინდვრიები, ბაყაყები, თევზები, მოლუსკები, ჭიები, კიბოები, წყლის მწერები, ზოგიერთ შემთხვევაში ფრინველები და მათი კვერცხები. ზამთრობით ხშირად ცხოვრობს წყალში ყინულის ქვეშ და იქიდან იშვიათად გამოდის ზედაპირზე. ნაშიერები ჩნდებიან მაის-ივნისში. თითო ჯერზე იბადება 3-5 თვალებაუხელელი ნაშიერი, რომლებსაც ერთი თვის შემდეგ ეხილებათ თვალები. ისინი სწრაფად იზრდებიან და დედას დაყავს სანადიროთ, ხოლო შემოდგომიდან შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება. სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა ძვირფას ბეწვს, განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარში. მცირერიცხოვნობის გამო საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ნადირობა აკრძალულია ![]() ამერიკული წაულა - Mustela vision ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. აღწერილობა: სხეულის სიგრძე 31-45 სმ, კუდის 15-25 სმ. მდედრები უფრო მცირე ზომისაა ვიდრე მამრები. შეფერილობა მუქი მურაა, ქვედა ტუჩზე აქვს თეთრი ლაქა, ზოგიერთ ეგზემპლარს თეთრი ლაქები აქვს მკერდზე და მუცელზე. გავრცელება: ჩრდილო ამერიკა. აკლიმატიზებულია სხვადასხვა ქვეყანაში. შემოყვანილია ყოფილ სსრ კავშირში მხეცსაშენ ფერმებში გასამრავლებლად. ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 1933 წლიდან 1942 წლამდე გაშვებული იყო 3700 წაულა ,კერძოდ აკლიმატიზებულია მურმანსკის ოლქში, კარელიაში, თათრებისა და ბაშკირეთის ავტონიმიურ რესპუბლიკებში, ამიერკავკასიაში, ციმბირში.საქართველოში 1940 წელს შემოყვანილი იყო 63 ეგზემპლარი, რომლებიც გაუშვეს ყვარლის რაიონში, ჩანტლის ყურის მიდამოებში. გაშვების ადგილიდან მალე განსახლდა ლაგოდეხის მიმართულებით, ხოლო შემდგომ მისი რიცხოვნობა ძლიერ შემცირდა. ცხოვრების ნირი: ტიპიური ადგილსამყოფელებია- ტბების, ტბორების მდორედ მიმდინარე მდინარეეებისა და ფშების ტყით, ბუჩქნარით, ლერწით დაფარული ფლატეებიანი ნაპირები. იკვებება მღრღნელებით, თევზებით, ბაყაყებით, ქვეწარმავლებით, მწერებით, ფრინველებით და მათი კვერცხებით. ბუნაგს იკეთებს წყალთან გათხრილ სოროებში, წაქცეულ ხეების ფუღუროებში, ფიჩხის ქვეშ. მძუნაობა ხდება თებერვალ-მარტში. აპრილ-მაისში იბადება 5-6 თვალაუხელელი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის შემდეგ. ისინი სწრაფად იზრდებიან და ზაფხულის ბოლოს უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობენ. სამეურნეო მნიშვნელობა: ძალიან ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია. მრავლდება როგორც ბუნებაში ისე ვოლიერებში. მისი ბეწვი გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა და მეტად ფასობს ვიდრე ევროპული წაულას ბეწვი.საქართველოში ამ ცხოველს სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, რადგან კარგა ხანია გადაშენებულია. ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 05:10 |