გ.დ.ი. ბოლო იმედებიც კვდება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გ.დ.ი. ბოლო იმედებიც კვდება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,952 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Mitckevichis N 15 ![]() |
თანხის გამოძალვაში ეჭვმიტანილი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს
2009 წლის 04 11, ოთხშაბათი - 18:17 კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი, ნიკოლოზ ჩიმაკაძე და ამავე ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის მოადგილე რუხაია, რომლებიც უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან დაკავშირებით, არ ახორციელებდნენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას და მეწარმეებს ქრთამის სახით, სხვადასხვა რაოდენობის თანხას სძალავდნენ. დანაშაული ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. ეხლა რაღას მეტყვით? დიდისამბით რო გამოჭიმავთ ხოლმე იმედის მომცემ თემებს... და ვდგევართ და ერთმანეთს ვაბოლებთ ?! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სოფისტიკაა და აბსურდის თეატრი!
ძველმა ბერძნებმა ქართველურ ტომებს აგრიკოლები დაარქვეს - მიწათმოქმედები. ეს მაშინ ადგილზე დამკვიდრებულს, თავისი თავის და თავისი ქვეყნის მომვლელის და შემნახავის სინონიმად იგულისხმებოდა, რაც ჩრდილოეთში მოსახლე მომთაბარე, მძარცველი, ველური ტომებისგან განსხვავებით სოციალური განვითარების უმაღლეს საფეხურზე ყოფნას ნიშნავდა (აქ ევროპაც იგულისხმება). დღეს ერთმა ჩვენმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მამალი და დედაალი ძროხა არ იცის და მეორეკი გვთავაზობს ერთ წელიწადს ვაზს რომ დავთესავთ მეორე წელიწადს იგივე ნაქკვეთზე ხორბალი მოვიყვანოთ! ხელის უფლობას და ერის მამობას როცა კისრულობს ადამიანების ჯგუფი, სულ მცირე ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა უნდა შეეძლოთ და ქვეყნისათვის სარგებლის მომტანის განხვავება საზიანოსაგან. ის რაც მომხდარა (ქრთამის აღების ფაქტს ვგულისხმობ) რასაკვირველია ცუდია, მაგრამ ცხოვრებისეული ბანალური შემთხვევაა, რაც მედროვეთა ( ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე არ დარჩენილაო) აზროვნების ქვაკუთხედს აყალიბებს. ქრთამი რომ აიღო მაგაზე დასჯიან ან არ დასჯიან ეგ ნაკლებად მაღელვებს. 3-4 თვის წინ იგივე პიროვნება სხვებთან ერთად ბუნების დაცვის ზოგადსაკაცობრიო იდეებით გვმოძღვრავდა. მინდა დავიჯერო რომ ამას გულწრფელად აკეთებდა (აკეთებდნენ). რა მოხდა ამ 3-4 თვეში? ფარისევლობა იყო თუ რამემ აიძულა ასე რადიკალურად შეეცვალა თავისი მსოფლმხედველობა? რამ აიძულა ახალგაზრდა კაცი თავისი სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი გამხდარიყო? ადამიანების გადაგვარების და გადაჯიშების სისტემის ჩამოყალიბების მოწმენი ხომ არ ვხდებით? ბუნების (ისევე როგორც ქვეყნის) დაცვის საქმეში თუ ვინმეს რამისთვის მიუღწევია ყველა თავისი საქმის პროფესიონალი და უდიდესი ფანატი ყოფილა! ექსპერიმენტი ლაბორატორიაში უნდა ტარდებოდეს და არა ქვეყნის მასშტაბით (მინისტრების დანიშვნას ვგულისხმობ), საკუთარი ერის საექსპერიმენტო ვირთხების როლში გამოყენება ერისა და ქვეყნის ღალატია! p.s. ზევით გამოყენებული მასალა ჩემს მიერ არის გამოგონილი და არავის შეურაცყოფას არ ისახავს მიზნად. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th May 2025 - 22:56 |