ტკბილი მოგონებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტკბილი მოგონებები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
აქ დავწეროთ ნადირობის ტკბილ მოგონებებზე, რაც ჩვენ გადაგვხდენია. ვეცადოთ კომენტარების გარეშე
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 123 რეგისტრ.: 29-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
გასაგებია ყველაფერი
მე არ ვარ პროფესიონალი მონადირე, ე.წ. ლუბიწელი ვარ და სპორტულ და არასპორტულ ნადირობებში დიდათ ვერ ვერკვევი, პროჟექტორით ნადირობა თუ დარღვევა იყო ნამდვილად არ ვიცოდი და რატომ არის ასე გამაგებინეთ თუ შეიძლება |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 84 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
....ირიჟრაჟა, მანქანიდან ჩამოსვლა არ მაცალა "წარბამ", გადმოახტა საბარგულიდან, უკანა სავარძლების საზურგეს გადმოევლო და დათრთვილულ ხმელ ბალახებზე გასრიალდა... ...ვერც კარგი მჭერმეტყველი, ვერც კარგი პოეტი, ვერც "ჩელეს" ციფრული სუპერ კამერა ვერ გადმოსცემს იმ სილამაზეს, რომელიც გვიან შემოდგომისას იცის მთაში. ფოთლები ძირითად გასცვივდა ტყეს, მაგრამ რომელნიც შემორჩნენ აუწერელ და ზღაპრულ ფერთა პალიტრასა ჰქმნიან... ...სუსხია, არ ყინავს ჯერ მაგრამ ხელზე ცივი ლულის შეხება მაინც უსიამოვნოშეგრძნებას იწვევს. ასიოდე მეტრი გავიარე და თოვლივით თეთრმა თრთვილმა, რომელიც მზის ამოწვერისთანავე გაჰქრება ხოლმე, დამისველა ჩემი სიზარმაცის გამო გამოუცვლელი სპორტული ფეხსაცმელი. დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მოვემზადე ამ სილამაზის ცქერით ხანგძლივად დავმტკბარიყავი და "წარბას" წკმუტუნმა, უფრო სწორად მისმა ექომ გამომაფხიზლა, "წარბას" "ბარდაკა" და "ჯერი" აჰყვნენ, "ბარდაკამ" წაწკმუტუნების მერე თუ ბანი მისცა, ესეიგი უეჭველი ჰყავთ და დაიწყო სიმფონია... ...სიმფონია რომლის დროსაც ადრენალინი ისეთს აგარტყავს კუდუსუნიდან რომ აჰყვება ხერხემალს და კინკრიხოში რომ დაგეწვება. გავიწყდება სუსხი, სიცივე, სველი ფეხები, დაღლილობა, პრობლემები, ისევ ღრმად ჩაისუნთქავ მთის ანკარა და სუსხიან ჰაერს, რომელიც რაც არუნდა მწეველი იყო უცებ გაგივსებს ფილტვებს, და მიაყურადებ, რომ გაარჩიო ექო და ნამდვილი მიმართულება ჯადოსნური სიმფონიისა და... გავარდა ერთი, გავარდა მეორე- მოჰყვა გინება იმედგაცრუებული მონადირისა, გაბმული, მონოტონური ყეფაც ახლოვდება და აი! აი! აი! ჰა! ჰა! გულო ჩადექ საგულესა, ლოყა დაგისველა ნამიანმა კონდახმა, ცოტაც და მოწოლილი სისხლი თვალებს დაგიბნელებს... ...ხელებმა მაშინალურად მისცეს "უპრიჟდენიე" და ბახ! ბახ!... ...თქვენი არვიცი ბიჭებო, მაგრამ მე "ვსეგდა კაკ პერვი რაზ" მემართება ხოლმე და ამისთანა სიამოვნებაზე უარი როგორ უნდა ვთქვა...დარწმუნებული ვარ უმრავლესობას განგიცდიათ ეს ყველაფერი და კარგად გესმით ჩემი... ...მე არა ვარ ფარის მომხრე... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 18:16 |