Slug ტყვია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Slug ტყვია |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 123 რეგისტრ.: 29-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
მოგესალმებით ყველას. იჟ 27 -დან კოლექტორიანი ჟაკნის სროლა თუ შეიძლება?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დიაბოლო
გამოიგონა ლატვიელმა კონსტრუქტორმა ჰორბანტესმა, სპეციალურად სპორტული დისციპლინისთვის "გაქცეული ტახი" გლუვ ლულიანი თოფებიდან სასროლად . რეალურად ესაა ყველასათვის კარგად ნაცნობი პნევმატური ტყვია დიაბოლო, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ზომაში არის 12 კალიბრის შესაბამისი(აგრეთვე 16,20,28,32). ![]() ![]() დიაბოლოს კონსტრუქცია "ისრისებური ტყვიების" კატეგორიას განეკუთვნება, ანუ ტყვიის სწორი მიმართულებით ფრენა მიიღწევა, სიმძიმის ცენტრის თავისკენ გადაწევით. ტყვიის ჭრილზე კარგად ჩანს მისი აბსოლუტური კონსტრუქცია. ![]() როგორც უმეტეს გლუვ ტყვიებს ასევე დიაბოლოსაც გააჩნია ლულის შიგნით სტაბილიზატორი, ესაა ტყვიის თავზე არსებული ე.წ. სარტყელი. ეს სარტყელი შეიძლება იყოს ასევე ოდნავ განსხვავებული კონსტრუქციის. (არსებითი მნიშვნელობა არააქვს , ემსახურება ლულის შიდა ცენტრირებას) ![]() ![]() ზემოთ ხსენებული სიცარიელე ტყვიის ფუძეზე ვაზნის დამზადების დროს აუცილებლად უნდა ამოივსოს მშრალი ნახეხრხით, ან მისი შემცვლელი კომპონენტური მასალით, რადგან შესაძლებელია გასროლის მომენტში საცობის შეჯახება , ეს უკანასკნელი სიზუსტეზე რათქმაუნდა უარყოფიტად იმოქმედებს, ვაზნა დიაბოლოთი უნდა დამზადდეს შესაბამისი ინსტრუქციით. დიაბოლოს გააჩნია შესანიშნავი შეღწევადობის უნარი, ძალიან კარგი შემაჩერებელი მოქმედება, დამაკმაყოფილებელ სიბურჯღლეს იძლევა 50 მეტრამდე სროლისას, სხვადასვხა ჩოკური შევიწროების შემთხვევაშიც კი. მარტივია დასამზადებლად. ![]() მოხვედრისას დეფორმირებული ტყვია (მარჯვნივ). |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 21:25 |