ფრინველების დახასიათება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ფრინველების დახასიათება, სანადირო ფრინველები
ლევანა90
პოსტი May 27 2009, 20:51
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამ თემაში ნუ მოვიკოჭლებთ აბა თქვენ იცით


კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
დიტო
პოსტი Jun 3 2009, 16:50
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,038
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: naxalovka



ბოლოსადგისა იხვი


საშუალო სიდიდის იხვია. ფრთა 240-290 მმ-ია,წონა სეზონის მიხედვით 450-1100 გ.მამალი დიდია დედალზე, გამრავლების პერიოდში, სქესობრივ დიმორფიზმი კარგად შეიმჩნევა შეფერილობაშიც, მამლის თავი ზემოდან მუქი მურაა,კეფაზე მომწვანო ან ბრინჯაოსფერი ანარეკლით.თავის გვერდები,ნიკაპი,ყელი და კისრის ზემო ნაწილი წინიდან მოწაბლისფრო-რუხია.კისერი უკანიდან მოშავოა.სხეულის ზემო მხარე და გვერდები რუხია,მუქი განივი ხაზებით.მხრის ბუმბულებს მოთეთრო კიდეები აქვს.ზურგის უკანა ნაწილი რუხია,წელის გვერდები ჩალისფერი.კისერი წინიდან და გვერდებიდან,ჩიჩახვი,მკერდი და მუცელი თეთრია,მუცელზე რუხი წინწკლებით,კისრის გასწვრივ კი თეთრი ზოლები თითქმის კეფამდე აღწევს,საჭის ბუმბულებიწამახვილებულია,მათ შორის ძლიერ წაგრძელებულია შუა წყვილი და კუდის ქვემო მფარავები,რომელიც შავი ფერისაა.ფრთაზე ბრინჯაოსფერ-მწვანე ;სარკეა; წინიდან შემოვლებული მოწაბლისფრო-ჟანგისფერი,ხოლო უკანიდან შავი და თეთრი ზოლებით. დედალი ზემოდან მორუხო-მურაა,ცალკე ბუმბულებზე ღია ფერის კიდეები აქვს მურა ფერის ლაქებით.ქვემო მხარეზე მორუხო-მუქი სიჭრელეა.ფრთაზე ;სარკეს; ელვარება არ აქვს და შემოვლებულია თეთრი ზოლებით. ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის,აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ზომიერ სარტყლებს. ევროპაში თითქმის ყველგან აღწევს ყინულოვანი ოკეანის ნაპირებამდე (ტაიმირის გამოკლებით) დასავლეთით ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან აღმოსავლეთით ვრცელდება წყნარ ოკეანემდე (ჩუკოტკა,კამჩატკა,კკურილიის კუნძულები)გვხვდება უფრო სამხრეთითაც,მათ შორის საქართველოშიც(ჯავახეთის ტბები) ( მე ბერების ტბაზეც მოვინადირე) ზამთრობის არეალიც მეტად ფართოა,ერთ-ერთი უნთავრესი კასპიის ზღვის სანაპიროებია.მასობრივად ზამთრობს საქართველოშიც.ბუდობისთვის ღია ლანდშაფტს ანიჭებს უპირატესობას,წყალსატევებთან,
სადაც ბალახნაირიანი შლამიანი ნაპირებია. მონოგრამული ფრინველია, ბუდეს იკეთებს მიწაზე,ზოგან ჭალაში დაბალბალახიან მდელოზე, ხშირად წყლიდან საკმაოდ მოშორებით. ბუდე წარმოადგენს პატარა ორმოს,თითქმის ამონაფენის გარეშე. აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში დებს 6-11 კვერცხს, საინკუბაციო პერიოდია 22-23 დღე. იკვებება ძირითადად მცენარეულობებით, ჭაობის მცენარეთა თესლებისა და მწვანე ნაწილების გარდა ჭამს ხმელეთის მცენარეთა ფოთლებს, ყლორტებს და კენკრას, ზოგჯერ წყლის უხერხემლო ცხოველებსაც მიირთმევს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და რიცხვმრავალი სახეობაა,ამიტომ ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს,საერთოდ კი სპორტული ნადირობის კარგ ობიექტად ითვლება.

(წყარო ჟურნალი ნადირობაN11 )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2025 - 23:51