პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მოგესალმებით ყველა მონადირესა და მეთევზეს,
მითუმეტეს ძაღლზვოდებს ![]() ვარ თქვენი ფორუმის ახალი წევრი. ვიტომ თავის დროზე მთხოვა, რომ გამეზიარებინა ის ცოდნა ძაღლის გადარჩენის საკითხში რაც თავის დროზე ერთმა ექიმმა და ვეტერინარმა გამიზიარეს. გიურზა, ამ სიტყვის გამოგონს ტანში ჟრუანტელი გასდის (ოღონდ მე გამონაკლისი ვარ). ნებისმიერი გასვლის დროს, იქონიეთ თან მცირე ე.წ. აპტეჩკა ანუ სამოგზაურო აფთიაქი. რომელშიც გექნებათ ხსნარის სახით, ამპულებში 1. ათროპინი; 2. სუპრასტინი; 3. ნო-შპა. სუპრასტინისა და ათროპინის შეყვანა ხდება ერთდროულად, დოზირება დამოკიდებულია მედიკამენტის კონცენტრაციაზე და ძაღლის წონაზე (ჩვეულებრივად სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე ; ათროპინი კი - 1მგ ერთჯერად დოზად). ნო-შპის შეყვანა, ესეც კუნთში, ხდება პირველი ინიექციიდან რამოდენიმე წუთში. არ დავიწყებ პრეპარატების ფიზიოლოგიური ზემოქმედების აღწერას, ექიმები მიხვდებიან. ნაკბენის გარშემო საჭიროა გამწმენდი ღონისძიებების ჩატარება, კომპრესების (გიპერტონიული) ვიშნევსკის მალამოს სახით. პოინტერი, ნაკბენი იყო დრუნჩის არეში, 3 წლის, გადარჩა. 10-14 დღე ძაღლი დამოკიდებული იყო პატრონზე. ახლა კი ძველი ხალხური მეთოდი, რომელიც თუ არ ვცდები ჩეხოვს ჰქონდა აღწერილი. ამით არჩენენ გველგესლის ნაკბენს, თუმცა გიურზა გველგესლის ნათესავია. ვეძებთ ახლო-მახლო ნემსიწვერას, ვსრისავთ ან ვღეჭავთ და ვადებთ ან ვიდებთ ნაკბენზე. კარგი იქნება თუ ამ მცენარეს მოვაგროვებთ და პროცედურას დღეში რამოდენიმეჯერ გავიმეორებთ. ნემსიწვერა სწრაფმოქმედი საშუალებაა. აი შესაბამისი ბმულიც, რომ შეხედოთ ამ საოცარ მცენარეს: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%A0%E1%83%90 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
utruxune
ჯანმრთელ და არაალერგიულ ორგანიზმს გაცილებით მეტი გადარჩენის შანსი აქვს გიურზის კბენისას ვიდრე სოკოთი მოწამვლვისას... როგორც ადრე დავწერე სხვა და სხვა გველს სხვა და სხვა შხამი და შესაბამისად სხვა და სხვა მახასიათებელი გააჩნია. კობრის შხამი საერთო მოქმედების ტოქსინია, ახდენს სუნთქვისა და გულის ქმედითუნარიანობის დათრგუნვას ან სრულ პარალიზებას. გიურზის შხამი კი სისხლის წითელი სხეულაკების დაზიანებას, სისხლის შედედებას და სისხლძარღვების დათრომბვას... ეს ყველაფერი კი რბილი ქსოვილების ნეკროზის (ანუ ქსოვილების სიკვდილის) საწინდარია. რაც ნაკბენ ქალბატონს შეეხება - უბედურმა, როგორც ხშირად ხდება, თავი არა მოაზროვნე არამედ უბრლოდ მწიგნობარ (ანუ სახიფათო) ექიმთან ამოყო... ამიტომ ასწავლიან სამედიცინოში ბიოქიმიას და ბიოორგანულ ქიმიას. ამ საგნებს სწავლა კი არა გაგება და გამოყენება სჭირდება. სასიკვდილო დოზის შესხურება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება როდესაც ქვეწარმავალი ნადავლზე ყბების სრულყოფილ ფიქსაციას ახერხებს და ღეჭავისებურ მოძრაობას იწყებს, რაც სტიმულირებას უწევს შხამის გამომყოფ ჯირკვლებს. აი ასე... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 07:32 |